2019 წლის ივლისის ჰოროსკოპი

ვერძი - დროა საკუთარი თავით დაკავდეთ და აქტიურად დაიწყოთ სწრაფვა სრულყოფილებისკენ.

კარგი პერიოდია მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად, დიეტის ან/და ვარჯიშის დასაწყებად, გარდერობის გასაახლებლად, იმიჯის შესაცვლელად და ა.შ.

კურო - დროა ჩრდილიდან გამოხვიდეთ და საკუთარ თავს კაშკაშის უფლება მისცეთ.

ვარსკვლავები კარგ შანსს გპირდებიან ამ თვეში და დანარჩენი თქვენს გამბედაობასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

გახსოვდეთ, არავინ არაფერს არ მოგართმევთ ლანგრით, სასურველის მისაღებად თავად უნდა იმოქმედოთ და თუ საჭირო გახდა, იბრძოლოთ კიდეც.

ტყუპები - მოიშორეთ შიში იმისა, რომ ვერ მოასწრებთ ყველაფერ იმას რაც გსურთ და რაც საჭიროა.

სჯობს ნერვიულობის ნაცვლად დრო საქმის სწორად კეთებასა და დროის სწორად გადანაწილებას მოახმაროთ.

გახსოვდეთ, შესრულებული სამუშაოს ხარისხი დამოკიდებულია არა მასზე დახარჯულ დროზე, არამედ მისი შესრულების მეთოდებზე.

კირჩხიბი - დროა გადახედოთ თქვენს ყოველდღიურ გრაფიკს და შეეკითხოთ საკუთარ თავს, არის თუ არა ის მაქსიმალურად დატვირთული და ახერხებთ თუ არა საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებას.

თუ მიხვდებით, რომ საკმარისს არ შრომობთ და ბევრს ზარმაცობთ, სჯობს შეიტანოთ კორექტირება თქვენი ცხოვრების სტილში.

ლომი - კარგი პერიოდია საკუთარი საქმეების, ფიქრებისა და ნივთების მოსაწესრიგებლად.

პირველ ადგილზე წამოიწევს სამსახური და სამსახურეობრივი საკითხები.

გადაღლილობისგან თავის დაცვის მიზნით კარგი იქნება თუ განტვირთვის ეფექტურ მეთოდებს მიმართავთ და საკუთარი სხეულისა და გონების დასვენებაზეც იზრუნებთ.

განტვირთვისთვის მოგზაურობას თუ აირჩევთ, ნუ დაგავიწყდებათ სამოგზაურო დაზღვევა.

ქალწული - ეს თვე დიდი ხნით დარჩება თქვენს მოგონებებში, რადგან საოცრად ხალასი და ხასხასა მოვლენებით იქნება სავსე.

შეეცადეთ არ იყოთ ეგოისტი და თქვენი სიხალისე და პოზიტივი სხვებსაც გაუზიაროთ, რათა თქვენს გარშემო ბევრი ადამიანი გრძნობდეს თავს ბედნიერად.

სასწორი - ასტროლოგები გირჩევენ, 2019 წლის ივლისში საკუთარი ოჯახის ტრადიციების შენარჩუნებითა და გაგრძელებით დაკავდეთ.

იზრუნეთ საკუთარი ოჯახის წევრებზე, დაინტერესდით მათი გრძნობებითა და ფიქრებით, დაეხმარეთ და დაუდეგით მხარში.

თქვენი ასტროლოგიური პროგნოზიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემთ შეგახსენოთ, რომ ოჯახის წევრებზე ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევითაც გამოიხატება.

მორიელი - მეტი დრო გაატარეთ ახლობლებთან, მოინახულეთ ნათესავები და გაამყარეთ თქვენი ოჯახური კავშირები, რადგან ეს თვე ამ საქმისთვის საუკეთესო პერიოდია.

თუ ასტროლოგების ამ რჩევას გაითვალისწინებთ, ახლობლებისგან იმდენ პოზიტივს მიიღებთ, რომ დიდხანს იქნებით დადებით განწყობაზე, რაც თქვენს ცხოვრებასს უკეთესს გახდის.

მშვილდოსანი - ამ თვეში, თქვენთვის რეკომენდირებულია ფულის გონივრულად ხარჯვა და მისი კონტროლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, აღმოჩნდეთ ფინანსური პრობლემების წინაშე.

პრობლემის სათავე საკმაოდ პოზიტიური ფაქტი გახლავთ, საქმე იმაშია, რომ 2019 წლის ივლისში ფულს სწრაფად და მარტივად იშოვით და ამის გამო მისი კიდევ უფრო სწრაფად ხარჯვის სურვილი გაგიჩნდებათ, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა პრობლემამდე მივიდეს.

თხის რქა - 2019 წლის ივლისი თქვენი თვეა. სავსე იქნებით იდეებით, ძალითა და ენერგიით.

ბონუსად კი თქვენს გვერდით იქნებიან მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რომლებიც უფლებას მოგცემენ გახდეთ მთავარი გმირი და ისე მიაღწიოთ სასურველ მიზანს.

მერწყული - ამ თვეში, თქვენი ენერგიის წყარო მარტოობაში უნდა ეძიოთ.

სწორედ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და საკუთარი თავის გააზრებით მიიღებთ შინაგან ენერგიას, რომელიც ძალიან დიდი მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებათ.

თვის ბოლო მესამედში კი შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ხალხმრავლობასა და აქტიურ ცხოვრებას, რადგან უკვე მზად იქნებით მოქმედებისთვის.

თევზები - ეს თვე ოცნების თვედ შეიძლება მოინათლოს თქვენთვის.

დაფიქრდით რა გსურთ ყველაზე მეტად, მიეცით საკუთარ სურვილებს უმაღლეს ზღვრამდე მისვლის უფლება, შემდეგ მიუახლოვეთ ისინი რეალობას და გადადგით ყველა შესაძლო ნაბიჯი მათკენ.

შედეგი გაგაოცებთ, რადგან ყველაზე წარმუდგენელი ნატვრაც კი ახდენადია თქვენთვის ამ თვეში.

2019-07-08
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?