2019 წლის აპრილის ჰოროსკოპი

ვერძი - 2019 წლის აპრილის თვეში თქვენ წარმატებით განახორციელებთ ყველაფერს რაც ჩაფიქრებული გაქვთ. განსაკუთრებული წარმატება ელით იმ ვერძებს, რომლებიც მენეჯერულ პოზიციებს იკავებენ სამსახურში.

არაჩვეულებრივი იქნება ეს თვე არამხოლოდ კარიერისთვის, არამედ დასვენებისა და განტვირთვისთვისაც, რადგან  თქვენ დროც გექნებათ და სხვა საჭირო რესურსებიც.

გირჩევთ მხოლოდ იმას, რომ დასავენების გზად, მოგზაურობის შერჩევის შემთხვევაში, არ დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი.

კურო - ამ თვეში გელით კარგი ფინანსური შემოსავლები.

კარგი იქნება თუ საკუთარ თავს ეგოიზმისა და არასტაბილურობის უფლებას მისცემთ, რადგან სწორედ ეს ორი ფაქტორი გახდება თქვენი წარმატების საწინდარი.

მიმდინარე თვეში წარმატებული იქნება და სასიამოვნო სურპრიზებით გაგანებივრებთ სასიყვარულო სფერო.

ტყუპები - მიმდინარე თვეში, საკუთარი მიზნების მისაღწევად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. თუ თავად არ ეცდებით და დიდ ენერგიას არ ჩადებთ საქმეში, თქვენს გეგმებს განხორციელება არ უწერია.

გართობისა და განტვირთვისთვის კი კარგი იქნება თუ მეწყვილედ თევზებისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს შეარჩევთ, რადგან ვარსკვლავების წყობა სწორედ მათთან ურთიერთობისას გპირდებათ სიამოვნებას.

კირჩხიბი - ამ თვეში მოულოდნელი ქმედებებით გააოცებთ გარშემომყოფებს, რადგან თქვენი განწყობა ყველაფერი ბანალურისა და ჩვეულის წინააღმდეგი იქნება.

შესაძლოა ისეთი ადამიანებისკენაც კი გაგიწიოთ გულმა, რომლებიც კარგს არაფერს მოუტანენ თქვენს ცხოვრებას და ხიფათშიც კი გაგხვევენ.

ეცადეთ ფრთხილად იყოთ და ზედმეტად არ აჰყვეთ სურვილებს, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის თქვენს მომავალს.

ლომი - ამ თვეში ძალიან მაღალი იქნება თქვენი შრომისუნარიანობა, რაც მალევე გამოიღებს შედეგს და კარიერაში წარმატებებს მოგიტანთ.

განსაკუთრებული წარმატება ელით იმ ლომებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან საერთაშორისო კომპანიებში, სავაჭრო ან საბანკო სფეროში.

თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელ ცვლილებებს ექნება ადგილი 20-დან 25 აპრილამდე პერიოდში და სწორედ ამ დღეებში არჩევანის წინაშე დადგებით.

ქალწული - ამ თვეში ურთიერთობებით გადაღლილობას იგრძნობთ და შესაძლოა ამან შინაგანი დისკომფორტი შეგიქმნათ.

დისკომფორტის მიზეზი გახდება სამსახურიც, რადგან თქვენი მოლოდნის გამართლებას ვერ შეძლებს მიმდინარე პროექტები და საქმეები.

ეს ყველაფერი დეპრესიაში რომ არ გადაგეზარდოთ, მოიწყვეთ დასვენება ან რაიმე სხვა ხერხით გაახარეთ საკუთარი თავი ან განტვირთეთ თქვენი ნერვული სისტემა.

კარგი იქნება ხანმოკლე მოგზაურობა, რომელიც სამოგზაურო დაზღვევის გარეშე არ უნდა დაგეგმოთ.

სასწორი - 2019 წლის აპრილი თქვენთვის რუტინული თვე იქნება, რადგან განსაკუთრებული ცვლილებები და სიახლეები არ გელით.

მოწყენილობისგან ხასიათი, რომ არ გაგიფუჭდეთ, დაკავდით სპორტით ან ცეკვებით.

ამ თვის სასიამოვნო მახასიათებელი კი გახლავთ ის ფაქტი, რომ თქვენს ცხოვრებაში ადგილი ექნება ფინანსურ სტაბილურობას.

მორიელი - ამ თვეში შოპინგისა და ფულის ხარჯვისკენ იქნებით მიდრეკილი.

სავსებით მოსალოდნელია, მსხვილი შენაძენი, რაც დიდ დანაკლისს მოუტანს თქვენს ბიუჯეტს.

იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად არ დააზიანოთ თქვენი საბანკო ანგარიში, კარგი იქნება თქვენი ძვირადღირებული შენაძენის დაზღვევა.

დანახარჯების გარდა, კარიერული წარმატება ელით მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ იმ ადამიანებს, რომლებიც კინოს ან მუსიკის სფეროში მოღვაწეობენ. თვის ბოლოს კი წარმატებული პერიოდი დაიწყება ბიზნესმენი მორიელებისთვის.

მშვილდოსანი - კარგი თქვე გექნებათ, რადგან ცხოვრება არანაირ უსიამოვნო მოულოდნელობას არ გიმზადებთ. მშვიდად შეგიძლიათ თქვენთვის ჩვეული რიტმით ცხოვრება განაგრძოთ.

ამ თვის განმასხვავებელი ნიშანი იქნება ის, რომ მარტივად მოახერხებთ ახალი მეგობრების შეძენას. რეკომენდირებულია, სწორად და დაკვირვებით შეარჩიოთ ის ადამიანები, რომლებთანაც მეგობრობას გადაწყვეტთ.

თხის რქა - თვის პირველი ნახევარი კარგი იქნება ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, რადგან სწორედ ამ პერიოდში გელით ფულთან დაკავშირებული საკითხების თქვენს სასარგებლოდ გადაწყვეტა.

ასევე, ამ თვეში რეკომენდირებულია სახლის რემონტის წამოწყება ან ახალი ავეჯის შეძენა. ცუდი ნამდვილად არ იქნება განახლებული ბინის დაზღვევა.

მერწყული - ამ თვეში, მერწული მამაკაცები განსაკუთრებით დაინტერესებულნი იქნებიან საპირისპირო სქესთან ურთიერთობებითა და მათი მოხიბვლით.

მერწყული ქალბატონები კი ხელოვნებით, ინტელექტუალური საუბრებითა და ფილოსოფიით დაინტერესდებიან.

ორივე სქესის მერწყულებს კი ელით საკუთარი რეპუტაციის გაუმჯობესება, რაც მათი იუმორის გრძნობის გამახვილებითა და ორიგინალური ქცევების დამსახურება იქნება.

მერწყულებს ასტროლოგები სპორტით დაკავებასაც ურჩევენ, რადგან ამ თვეში განსაკუთრებით ენერგიულები იქნებიან და სპორტული აქტივობები მოზღვავებული ენერგიის სასიამოვნოდ და სასარგებლოდ დახარჯვის არაჩეულებრივი მეთოდია.

თევზები - ისეთი მომხიბვლელი იქნებით, საპირისპირო სქესის დიდ ყურადღებას დაიმსახურებთ.

ფრთხილად იყავით, რადგან ზედმეტ ყურადღებას მხოლოდ სიამოვნება არ მოაქვს.

რაც შეეხება კარიერას, თქვენს საქმიანობაში ისეთი სქემების შემუშავებას შეძლებთ, რომ მოვალეობების შესრულება გაგიმარტივდებათ.

 

2019-04-10
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?