2019 წლის აგვისტოს ჰოროსკოპი

ვერძი - კარგი იქნება თუ ამ თვეში გუნდურ თამაშს ისწავლით და სხვისგან დახმარებას მადლიერად მიიღებთ.

ასევე, მოერიდეთ დაპირისპირებასა და მითუმეტეს ბრძოლას მათთან ვისთანაც ომის წამოწყება არ ღირს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ბევრს მიაღწევთ მაშინ როდესაც ადამიანებთან სწორად თანამშრომლობას ისწავლით.

კურო - ამ თვეში საკუთარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებაზე უნდა იზრუნოთ, რადგან ვარსკვლავები თქვენი ავტორიტეტის ზრდას წინასწარმეტყველებენ და ინდივიდუალიზმის გარეშე მისი გამოყენება გაგიჭირდებათ.

ასევე, ეცადეთ იყოთ გულწრფელი და საკუთარ თავს სიყალბის უფლება არ მისცეთ, რადგან ადამიანებს სწორედ იმის გამო მოწსონხართ რაც სინამდვილეში ხართ.

ტყუპები - ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც სამყარო გიგზავნით, მოუსმინეთ შინაგან ხმას, რადგან სწორედ ამ გზით მოახერხებთ თქვენი ნათელი მომავლისკენ მიმავალი ბილიკის მიგნებას.

კირჩხიბი - 2019 წლის აგვისტო კარგი პერიოდია საკუთარი თავის უკეთ შესაცნობად.

თქვენ უზარმაზარ შინაგან ძალას ფლობთ და ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ გაქვთ.

1 აგვისტოს ახლმთვარეობა კი თქვენი სულისა და გონების სიღრმეების დანახვაში დაგეხმარებათ, რაც თქვენში არსებული ძალების გამოღვიძებას გამოიწვევს.

ეს თვე, თქვენთვის განახლებისა და თავიდან დაბადების პერიოდია, სწორედ ახლა გააცნობთ სამყაროს თქვენს ახალ მეს.

ლომი - არავის და მათ შორის არც საკუთარ თავს არ მისცეთ თქვენი პრინციპების დარღვევის უფლება.

გამოხატეთ პროტესტი ყველაფერი იმის მიმართ რაც არ მოგწონთ და არ დაუშვათ თქვენს მიმართ სხვების უსამართლო დამოკიდებულება.

თუ ამ რჩევებს ყურად არ იღებთ, თვის ბოლოს ძალიან უკმაყოფილო იქნებით საკუთარი თავითაც და განვილილი დღეებითაც.

ქალწული - დაკავდით იმ საქმით, რომელსაც თქვენთვის სიხარული მოაქცს, აუცილებლად გააკეთეთ ის რაც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოუწყვეთ საკუთარ თავს დღესასწაული.

ასტროლოგების აზრით, თქვენ იმაზე უფრო იშვიათად ანებივრებთ საკუთარ თავს ვიდრე საჭიროა და ეს თვე, ამ შეცდომის გამოსამშვიდობებლად საუკეთესო პერიოდია.

სასწორი - ცხოვრება თამაშია და თუ მას საკუთარი წესებით თამაშობ, გამარჯვება უფრო მარტივია.

საკუთარი წესების მოსაფიქრებლად, 2019 წლის აგვისტოს თვე კარგი პერიოდია სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებითვის და გირჩევთ, ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მორიელი - თუ არ იცით, შეგახსენებთ, რომ ცოდნა ძალაა და სწორედ ახლა დგება თქვენს ცხოვრებაში მისი შეძენისა და გამდიდრებისთვის იდეალური პერიოდი.

მოიძიეთ თქვენთვის საინტერესო და საჭირო კურსები, ტრენინგები, წიგნები და შეუდექით საქმეს.

გპირდებით, მომავალში ეს ყველაფერი გამოგადგებათ.

მშვილდოსანი - კარგი პერიოდია ოჯახური კავშირების გასამყარებლად.

მოინახულეთ და მოიკითხეთ ნათესავები, დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს და გაუზიარეთ მათ საკუთარი ფიქრები.

გახსოვდეთ, ადამიანური კავშირები ძალიან მნიშვნელოვანია და კარგი ნათესავები ამ კავშირების საუკეთესო მონაწილეები არიან.

თხის რქა - ხშირად უმეორეთ საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია, არ მისცეთ შიშებს თქვენი გონების დაპყრობის უფლება.

ამ თვეში, თქვენი წარმატების საიდუმლო პოზიტიური განწყობაა, რადგან რაც უფრო კარგად იქნებით განწყობილი ცხოვრებისადმი, მით უფრო მოწყალე და კეთილი იქნება ის თქვენს მიმართ.

მერწყული - დაფიქრდით იმაზე თუ რით გსურთ საკუთარი თავის გახარება და განებივრება, რის შემდეგაც შეგიძლიათ ამ ყველაფრის განხორციელებას შეუდგეთ, რადგან აგვისტო თქვენი თვეა და ყველაფერი რასაც წამოიწყებთ, წარმატებისთვის არის განწირული.

ასტროლოგები გირჩევენ, კარგად მოუსმინოთ საკუთარ სურვილებს და არ დატოვოთ ისინი უყურადღებოდ.

თევზები - დააფასეთ ის რაც გაქვთ! შეეცადეთ, რომ ამ თვეში თავი აარიდოთ ზედმეტ და ფუჭ აქტიურობას, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ენერგიას წაგართმევთ და სხვას არაფერს მოგიტანთ.

ასევე, მოერიდეთ წუწუნს სხვებთან, რადგან კარგს არც ეს არ მოგიტანთ. იმ შემთხვევაში თუ საკუთარი პრობლემების ვინმესთვის გაზიარების სურვილს ვერ გაუმკლავდებით, სჯობს ყველაფერი უბრალოდ ფურცელზე დაწეროთ და მერე ეს ფურცელი დაწვათ.

 

 

 

2019-08-02
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?