9 მიზეზი, თუ რატომ უნდა დავაზღვიოთ სახლი აუცილებლად!
1 კვირაა, მეზობლის კონდიციონერიდან წყალი ისხმება აივანზე. რამდენჯერაც ავვარდი, სახლში არ დამხვდა, მაგრამ ფარ-ხმალს არ ვყრი და ამ წვეთ-წვეთად დაგროვებულ გაბრაზებას, ერთიანად დავატეხ თავზე, სადაც დავიჭერ.
ორმაგად მედება ალები, როცა წარმოვიდგენ, რომ ეს დაუდევარი ზედა მეზობელი ერთხელაც აბაზანაში წყალს დატოვებს ღიად და ჩამომივა.
მერე თვალწინ გადამეშლება ჩემი ტკბილ-მწარე პროცესი რემონტის, მუშებთან ჩხუბი, ვაჭრობა ფასებზე, ელიავაზე გათენებები და საბოლოოდ, თვალსა და ხელს შუა გამოძერწილი სახლი, თეთრი კარკასიდან ამ მყუდრო გარემომდე. და უცებ, ვიღაც მეზობლის გამო, წყალში უნდა ჩამეყაროს?
მერე რას ვაკეთებ?
ავდივარ და ვყვირი. ვითხოვ, რომ გამირემონტოს, სასწრაფოდ! ვაი და ფული არ ჰქონდეს? ველოდო? დისკომფორტი შევიქმნა? რისთვის, ან ვისთვის?
ქონების დაზღვევა საქართველოში ძალიან აქტუალური უნდა იყოს, ისევ და ისევ დაუდევარი მეზობლებიდან გამომდინარე. ჩნდება ორი მთავარი კითხვა, რა არის ქონების დაზღვევა და რა ღირს ქონების დაზღვევა? ამისათვის უმარტივესი გზები არსებობს, დავრეკოთ სადაზღვეო კომპანიაში და დაწვრილებით გამოვკითხოთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია, ან მივმართოთ გუგლს და მოვიძიოთ იგივე.
ჩემი საკრედიტო ექსპერტობის პერიოდი მახსენდება, როცა ყველა იპოთეკარს, სესხისთვის დაგირავებულ ბინას ვუზღვევდი, ერთ პროცენტზე ნაკლებად. ჰოდა, ეს ქონების დაზღვევა თუ ასე იაფია - რა პრობლემაა?
გუგლი ჩემი მხსნელია, როგორც ყოველთვის. ტოპ ოფ მაინდში, გინდა არ გინდა -ჯიპიაი მაქვს, ალბათ დღემდე ტკბილად მახსოვს, რა სწრაფად მინაზღაურდებოდა მანქანაზე მიღებული ზარალი და ისიც, საყვარელი მენეჯერი, სამსახურში რომ მაკითხავდა სამოგზაურო დაზღვევის გასაკეთებლად.
და პრობლემაც გადაჭრილია, პოლისი კომფორტი:
- მეზობლის ბინიდან წყლის ჩამოსვლა დაზღვეულია, ვერაფერი ჩამიშლის რემონტს
- მოგებაშიც შეიძლება დარჩე, თუ მოძველდება რემონტი - ნეტა ჩამოგიშვას ვინმემ წყალი, განაახლებინებ და მოგებულიც დარჩები
- გათბობის სისტემის დაზიანებასაც ეშველება და არც იმის რისკი გაქვს, რომ შუა ზამთარში გაიყინო
- მეზობელი არაფერ შუაშიც ხომ არ იყოს და სეტყვამ, წვიმამ თუ ქარმა დაგაზიანოს - ბუნებასაც ებრძვი დაზღვევის დახმარებით
- კრიმინალი გაიზარდაო და ჰა, ქურდობისგანაც გაზღვევს
- ხანძარიც და მსგავსი ამბებიც
- მესამე პირის ბოროტი ქმედებაც. მეეჭვება, ვინმემ მეცამეტე სართულზე ქვა მესროლოს, მაგრამ მტრების მეტი რა მყავს? :)
- ტექნიკასაც ეხება, რა იცი რა მიზეზით გამოდის მწყობრიდან
- და ათი ლარიდან თვეშიო, ათი ჰო, ათი, ათი :)
ნუ მეათე მიზეზიც მოიძებნებოდა, მაგრამ დამრგვალებული რიცხვები თუ ციფრები ყოველთვის მეგოიმებოდა, ჰოდა იყოს ორიგინალურად ეს ცხრა და სხვა