დავიწყოთ იმით, რომ ყველა ცოცხალ ადამიანს აქვს თავი.
ცალკე თემაა, თუ ვინ რაში იყენებს.
- ზოგი თავის სილამაზეს აყენებს წინა პლანზე
- ზოგი თავ-მდაბლობას, თუ თავ-მოყვარეობას
- ზოგი უფრო შიგნით, ტვინის მიმართულებით ცდილობს განვითარებას და ყველაფერს, რაც თავშია მოთავსებული - მის ძლიერ მხარედ მიიჩნევს
- ზოგიც ყველა ჩამოთვლილს
და მაინც...
თავის და ზოგადად ტვინის გამოკვლევა ძალზედ მნიშვნელოვანია.
ტომოგრაფია კი - ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება.
ხშირად ადამიანებს ეშინიათ გამოკვლევების, რაკი ჰგონიათ, რომ:
ა) მტკივნეულია
ბ) ძვირია
გ) ვაი და ისეთი რამე აღმოაჩნდეთ, მათ ბედნიერებას წერტილი რომ დაუსვას და ლამაზ ტყუილში ცხოვრებას ამჯობინებენ
დ) ზოგს დასხივების ეშინია და ხშირი გამოკვლევები მათი აზრით, მათივე ჯანმრთელობას კიდევ უფრო დააზიანებს
სწორად ამ მოსაზრებების გაქარწყლებას და საკუთარი ჯანმრთელობისთვის უფრო სერიოზულ მიხედვას ემსახურება ეს ბლოგი, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი - ტომოგრაფიაზე შევჩერდეთ.
ტომოგრაფიის ორი ტიპი არსებობს: კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
კომპიუტერული ტომოგრაფია შედარებით უფრო სწრაფი და ხანმოკლე მეთოდია. იგი ძირითადად გამოიყენება ინსულტის მწვავე სტადიაში, ასევე გადაუდებელი გამოკვლევების მიზნით – პოლიტრავმების შემთხვევაში, სხვადასხვა ორგანოების ტრავმული დაზიანების დროს, განსაკუთრებით ქალა–ტვინის ტრავმისას ძვლოვანი სტრუქტურის შესაფასებლად...
რაც შეეხება მაგნიტურ-რეზონანსურ ტომოგრაფიას – ის უმეტესად გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების დროს, ასევე, თავის ტვინის იშემიური ინსულტის მწვავე სტადიაში, თავის ტვინის სიმსივნეების, თავი ტვინის ქერქის დისპლაზიისა და ზურგის ტვინის სტრუქტურული ცვლილებების შემთხევევაში. მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების, სახსრებისა და რბილი ქსოვილების დაავადებათა დიაგნოსტიკისთვის.
მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკოლოგიური დაავადებების დროს. თუ დანიშნულების საფუძველზე იტარებთ მსგავსი ტიპის გამოკვლევას, გახსოვდეთ დაზღვევა აფინანსებს.
ანუ, თუ ადამიანის ნაწილს - ეს მხოლოდ თავის არეში მიმდინარე კვლევა ეგონა, ამ შემთხვევაში, უფრო გასაგები გახდა ყველაფერი.
ეს ერთი მაგალითია იმ მრავალი ანალიზისა, რომელიც ეტაპობრივად უნდა ჩავიტაროთ.
სტატიის ბოლოს, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობა ამ ქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა, ხოლო მისთვის გაფრთხილება - ჩვენი ნომერ პირველი მოვალეობა, ჩვენივე და ჩვენი გარშემო მყოფების ბედნიერებისთვის!