რა უნდა ვიცოდეთ მხედველობის ლაზერული აღდგენის შესახებ და როგორ ვისარგებლოთ დაზღვევით?

მხედველობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სათვალეზე, რომ ვსაუბრობთ პირველ რიგში  ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი  ფილმი „How to Marry a Millionaire“ და საოცარი მერლინ მონროს გმირი პოლა მახსენედება, რომელიც თავდაუზოგავად ცდილობს იპოვოს მილიონერი ქმარი და და ჯიუტად მალავს თავის მხედველობის პრობლემას. პოლა კატეგორიულ უარს აცხადებს სათვალის ტარებაზე რადგან ჰგონია, რომ მის უნაკლო სილამაზეს ჩრდილს აყენებს. https://media.giphy.com/media/14wkpEWwjdUOv6/giphy.gif

ყველაზე კურიოზული კი ის არის, რომ ამის გამო ვერც კი ხედავს როგორ გამოიყურება მისი თაყვანისმცემელი პაემანზე :D მოკლედ, გირჩევთ უყუროთ J მანამდე კი მიხარია, რომ დღეს ასეთი თავგანწირვა არ გვიწევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ მხედველობის სათვალეს დღეს უფრო მეტ „პატივს ვცემთ“ და სულაც არ ითვლება ნაკლად სათვალის ტრება (პირიქით, ინტელექტუალის იმიჯსაც კი ხელოვნურად იქმნიან ხოლმე ზოგიერთები J).  ალტერნატივად ლინზები მაინც გვაქვს - უფრო მარტივი და პრაქტიკური გამოსავალი, აი თუ ვერც ლინზებს ვეგუებით და დიდად ვერც სათვალეს ვიხდენთ და გადავწყვეტთ ამ პრობლემის საბოლოოს მოგვარებას, ამისთვის ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული მედიცინა.  ერთ-ერთი სწრაფი და მარტივი საშუალება მხედველობის აღდგენის ექსიმერ ლაზერული კორექციაა.

რა არის ექსიმერ ლაზერული კორექცია?

ექსიმერ ლაზერული კორექცია - LASIK გულისხმობს ექსიმერული ლაზერული სხივით რქოვანას (თვალის გარეთა გამჭირვალე გარსის) ფორმის შეცვლას და შესაბამისად, ამა თუ იმ რეფრაქციული ანომალიის გასწორებას ანუ კორექციას. ეს არის მხედველობის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც არ სურთ პროფესიული, კოსმეტიკური ან სხვა რაიმე მიზეზის გამო სათვალის ან კონტაქტური ლინზის ტარება.

ლაზერული კორექციის ეს მეთოდი აპრობირებულია შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის დროს ბავშვებში 8-9 წლის, ხოლო ახლომხედველობის დროს ზრდასრულებში 18-20 წლის ასაკიდან.

რაც შეეხება დაზღვევას. ზოგადად, სადაზღვევო პაკეტებით, მხედველობის აღდგენის ლაზერული ოპერაციები არ ფინასდება, თუმცა სადაზღვევო კომპანიები ხშირად სთავაზობენ  დაზღვეულებს ფასდაკლებებს ისეთ პროცედურებზე, რომელიც გამონაკლისშია ხელშეკრულებით. თვალი რომ გადავავლე ასეთ შემოთავაზებებს,  ჯიპიაი ჰოლდინგი აღმოჩნდა ის ერთადერთი  კომპანია, რომელიც ექსიმერ ლაზერულ კორექციაზე თვალის კლინიკა „ახალ მზერაში“ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. ფასდაკლება ვრცელდება როგორც ახალ, ისე უკვე მოქმედ პოლისებზე, ასე, რომ  თუ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ და ჯერ კიდევ ვერ შეარჩიეთ სადაზღვევო , მაშინ მგონი დრო არ უნდა დაკარგოთ.

ცნობისთვის, მხედველობის აღდეგნის ლაზერული ოპერაციის ეს მეთოდი ჯერ კიდევ 1999 წელს პროფესორმა მერაბ დვალმა დანერგა სწორედ „ახალ მზერაში“.  ოპერაცია კი ტარდება უახლესი ლაზერული აპარატით Teneo 317 (Technolas, Baush & Lom/Valient), რომელიც ექსიმერლაზერული დანადგარებს შორის, დღეს მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილ მოდელადაა მიჩნეული.

 

 

 

2019-01-17
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?