როგორ შეიძლება შემცირდეს დანახარჯი მედიკამენტებზე?

ორიოდე კვირის წინ ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას ახალი ინიციატივა წარუდგინა, რომელიც ხშირად მოხმარებად, ქრონიკული სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. პროგრამაში ერთვება ნებისმიერი ასაკის სოციალურად დაუცველი პირი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია 100 000-ის ჩათვლით, ასაკით პენსიონერი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომელთაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

ინიციატივა ცალსახად მისასალმებელია - მომხარებლის მოწყვლადი ჯგუფისთვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები მეტად ხელმისაწვდომი ხდება, თუმცა მოდით უფრო ფართოდ შევხედოთ იმ საკითხს რასაც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი მედიკამენტები და ჯანდაცვა ჰქვია.

რომ გადავავლოთ თვალი სტატისტიკურ მონაცემებს დავინახავთ, რომ ქვეყანაში შინამეურნეობების მთლიანი დანახარჯიდან 10% ჯანდაცვაზე იხარჯება, საიდანაც 40-50% მედიკამენტებზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ 1  საშუალო სტატისტიკური მოქალაქე  ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯის 40-50% -ს მხოლოდ მედიკამენტებზე ხარჯავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ეროპაში და თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ 2017 წლის ბოლო 6 თვეში მედიკამანტების ღირებულება 7,2%-ით გაძვირდა (საერთაშორისო ფონდი კურაციოს  კვლევა ,2017წ) ძნელი მისახვედრი არაა ამდენად მძიმე ტვირთად აწევს ეს მოსახლეობას.

საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში სახელმწიფოს მხრიდან მედიკამენტების სუბსიდირება  მისასალმებელია, რადგან მთავრობა ამით შეეცადა, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ეს ტვირთი მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფისთვის. თუმცა ეს პრობლემის მხოლოდ ზედაპირული მიდგომაა და ვერ ჭრის მედიკამენტებზე და ზოგადად ჯანდაცვაზე გაზრდილი დანახარჯების პრობლემას. ამისთვის სისტემური ცვლილებებია საჭირო.

როგორ უნდა შემცირდეს მედიკამანტებზე დანახარჯი?

მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირება შესაძლებელი გახდება თუ ჯიბიდან გადახდები  ფინასების ინსტიტუციურ სისტემაში გადაინაცვლებს ანუ დაფინასების სისტემაში კერძო სექტორიც ჩაერთვება.

რა განაპირობებს მედიკამენტებზე ასეთი დიდი დანახარჯი? - ეს წამლების  არარაციონალური მომხმარებით არის განპირობებული და ზრდის ჯიბიდან გადახდებს. საერთაშორისო ფონდი კურაციოს 2017 წლის ჯანდაცვის სფეროს კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯოს 57% ჯიბიდან გადახდებზე მოდის, რომლსი 2/3-საც სამკურნალო მედიკამენტებზე დახარჯული თანხები შეადგენს. ჯიბიდან გადახდების მაღალი დანახარჯს 2 მიზეზი განაპირობებს:

  • თვითმკურნალობა- საბედნიეროდ ეს მაჩვენებლეი არც თუ ისე დიდია, რასაც ხელი შეუწყო მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის აკრძალვამ.
  • მეორე და მთავარი მიზეზი ანგარებიანი, არამიზნობრივი დანიშნულებები, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლოს გაიცემა.

დაფინანსების ინსტიტუციური სქემები, რაც დაფინასების სიტემაში კერძო სადაზღვევო კომპანიების ჩრთულობას მოიცავს, შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვნად შემცირდეს პოლიფარმაციის პრობლემა, რასთან გამკლავებაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს უჭირს. კერძოდ, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გაიდნაილი და არ დაინიშნოს უსარგებლო ან ზოგ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე  მედიკამენტი. ამის რესურსი და გამოცდილება კერძო სექტორს აქვს.

 კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკით , წამალზე დანახარჯი ერთ დაზღვეულზე წელიწადში საშუალოდ 60-70 ლარს არ აღემატება,  რაც  ეროვნულ დანახარჯზე სამჯერ ნაკლებია. ეს შედეგია უპირველეს ყოვლისა იმისა, რომ  კონტროლდება დანიშნულებების შესაბამისობა გაიდლაინებთან, დანერგილია ხარჯთეფექტური სქემები. მაშინ როდესაც საერთო ეროვნული მაჩვენებლით ერთ ადამიანზე წამლის ხარჯი - 240 ლარზე მეტია, ეს იმას ნიშნავს, რომ კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული ადამიანი არამხოლოდ ნაკლებს ხარჯავს, არამედ  მედიკამენტებს გაცილებით უფრო სწორად და ეფექტურად  მოიხმარს.

როგორც ზემოთ ვთქვით, მთავრობის ახალ სისტემაში მხოლოდ კონკრეტული, მოწყვლადი ჯგუფები ერთიანდებიან, და პროგრამის მიღმა რჩებიან ის ადამიანები, რომლებიც არ შედიან ამ ჯგუფში და ვერ სარგებლობენ შეღავათიანი სამედიცინო მომსახურებითა და მედიკამენტებით.  საყოველთაო ჯანდაცვაში გასულ წელს შესული ცვლილებების შედეგად, გაუქმდა ე.წ. დაშენებული სადაზღვევო პროდუქტები, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევდა არა მხოლოდ მედიკამენტები, არამედ მთლიანად სამედიცინო მომსახურება, რომელიც ნაწილობრივ ან საერთოდ არ იფარებოდა სახელმწოფო პროგრამით, კერძო დაზღვევით გადაეფარათ.  დღეს ეს ადამიანები ან საერთოდ ვერ სარგებლობენ სახელმწიფო დაზღვევით, ან უწევთ უარის თქმა კერძო დაზღვევაზე იმის შიშით, რომ  არ დაკარგონ სახელმწიფო დაფინასება. საუბარია 1,5 მილიონ მოქალაქეზე - მოსახელობის 40%.

დაფინასების სიტემაში კერძო სადაზღევო სექტორის ჩართულობით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს  შემავსებელი/დაშენებული პროდუქტებით  რომელიც:

  • დააფინანსებს მედიკამენტებს, რაც არ იფარება საყოველთაო პროგრამით;
  • დააფინანსებს ამბულატორიული მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევებს. მაშინ როცა, საყოველთაო დაზღვევით იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა
  • დააფინანსებს ჰოსპიტალური მომსახურება სრულად. საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას, კერძო და ზღვევა კი შეუვსებს ანაკლისი ბენეფიციარს
  • დააფინანსებს სტომატოლოგიას, რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით.

 

საბოლოოდ, თუ სახელმწიფოს მხიდან იქნება ნება და დაფინასების სისტემაში კერძო სადაზღვევო მექანიზმს ჩართავს, შედეგად მკვეთრად შემცირდება პოლიფარმაციის შემთხვევები, შესაბამისად დაიკლებს ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე და შესაძლებლობა გვექნება შევამციროთ შენამეურნეობის დანახარჯები.

 

2018-09-03
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?