ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი

საქართველოში ხშირად ნახავთ ვაკანსიებს, შემდეგი მოთხოვნებით:

  • 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები
  • მართვის მოწმობა
  • საზღვარგარეთ მიღებული განათლება
  • ასაკი 20-25 წელი
  • ექსელის, ენების ცოდნა
  • და მრავალი სხვა

ხელფასი? მმმ გამომუშავებით, თუ კარგად იმუშავებთ...

დასვენების დღე - ერთი! აბა, ენთუზიასტი კადრი დასვენებაზე უნდა ფიქრობდეს, ან ხელფასზე?

მოკლედ, რაზე გამახსენდა...

ჯიპიაი ჰოლდინგის დასაქმების ფორუმი ვნახე ამასწინათ და მომენტალურად ამეკვიატა ფრაზები:

  1. ჩვენ არ გვაქვს ასაკობრივი შეზღუდვა
  2. ფიქსირებული ხელფასი პირველივე დღიდან, 400 ლარი + დაემატება გამომუშავებული ბონუსი
  3. არავითარი მოთხოვნა, განათლებისა და გამოცდილების კუთხით, მთავარია განვითარების სურვილი
  4. მეგობრული და მზრუნველი გარემო
  5. არ დაგჭირდებათ არც CV და არც რეკომენდაცია
  6. ა.შ.

დიახ, ძალიან კარგად გამოიყურება, ხომ?

გეთანხმებით, 21-ე საუკუნეში, ვაკანსიები სწორედ ასე უნდა გამოიყურებოდეს.

ჰოდა, გადავწყვიტე, ოდნავ უფრო მეტი ინფორმაცია მომეწოდებინა. მარტივად, კითხვა-პასუხის რეჟიმში იყოს:

     როდის და სად ტარდება გასაუბრება?

გასაუბრება ჩატარდება 22-23 თებერვალს 10:00- 19:00 საათამდე რუსთაველის 27-ში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში.

     მჭირდება თუ არა CV ან რეკომენდაცია?

გასაუბრებისას არ დაგჭირდებათ არც CV, არც რეკომენდაცია.

     რა კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

გასაუბრებაზე მოსვლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ და მოტივირებულ კანდიდატს მიუხედავად ასაკისა, განათლებისა და გამოცდილებისა

     სწავლების პირველი საფეხური

გასაუბრების გავლის შემდეგ დაიწყება ორ კვირიანი სწავლების პროგრამა, სადაც პროფესიონალი მენტორების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლით სადაზღვევო პროდუქტებსა და გაყიდვების სპეციალისტისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

     სწავლების მეორე საფეხური

მეორე საფეხურზე სწავლების პარალელურად თქვენ დაიწყებთ 6 თვიან პრაქტიკული სამუშოებს , რაშიც დაგეხმარებათ თქვენი მენტორი. ამ პერიოდში თქვენ იღებთ სტაბილურ ანაზღაურებას

ანაზღაურებასთან ერთად, თანამშრომლები შემდეგი პრივილეგიებით ისარგებლებენ: დაზღვევა, ტრენინგები, მობილური ლიმიტი, გასვლითი ღონისძიებები.

დამატებითი ინფორმაცია - იხილეთ ვებ გვერდზე  www.jobsforum.ge წარმატებული კარიერის აწყობას გისურვებთ!

 

2019-02-20
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?