ონლაინ დაზღვევის უპირატესობები

 ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, შესაძლოა სამომავლოდ გადავდოთ, რადგან გვახსენდება გრძელი რიგები, სადაზღვევო აგენტთან ხანგრძლივი საუბრები, არჩევანის სიმრავლე და იმის ალბათობა, რომ შესაძლოა ჩვენთვის შესაფერისი პოლისის არჩევა მაინც გაგვიჭირდეს. ცხოვრების აჩქარებულ ტემპში, სადაც მნიშვნელოვან ტრანზაქციებსაც კი ერთი მაუსის დაკლიკვით ვანხორციელებთ, იგივე მოლოდინი გვაქვს ამა თუ იმ სერვისისგან, მათ შორის დაზღვევის შეძენისას.

 

სადაზღვევო კომპანიებმა კარგად იციან, რომ კლიენტების უმეტესობას უჭირს დროის გამონახვა მასთან ახლომდებარე სააგენტოს მოსაძიებლად, შემდეგ ადგილზე მისასვლელად, რიგში ჩასადგომად და მისი მომდევნო პროცესებისთვის. სწორედ ამიტომ, დღესდღეობით ვებსაიტზე ყველანაირ კითხვაზე პასუხის მიღებაა შესაძლებელი და შემდეგ მარტივი ფორმის შევსებით შერჩეული პოლისის შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მარტივად რომ ვთქვათ, დაზღვევის ონლაინ შეძენა სწრაფი, მოსახერხებელი და როგორც წესი გაცილებით იაფია. 

 

 გარდა ზემოთ ნახსენები უპირატესობებისა, ონლაინ დაზღვევას სხვა შემდეგი პრივილეგიებიც გააჩნია:

 

 

შედარების საშუალება

 

დაზღვევის შესაძენად მრავალი ფაქტორია გასათვალისწინებელი, მათ შორის ჩვენი ასაკი, რისკები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელ კლინიკას ვანიჭებთ უპირატესობას და ა.შ. ეს სია უსასრულოდ გრძელდება, რაც შესაძლოა მაშინ გაგვახსენდეს, როდესაც უკვე სააგენტოში ვიმყოფებით, დაზღვევის შეძენას ვაპირებთ და ბოლომდე დარწმუნებული არ ვართ რამდენად სწორ გადაწყვეტილებას ვიღებთ. ონლაინ დაზღვევისას საშუალება გვეძლევა შევადაროთ ფასები და პირობები, რომელიც როგორც წესი ვიზუალურად ამომწურავადაა მოწოდებული. წვდომა გვაქვს არაერთ ინფორმაციულ სტატიასთან, სადაზღვევო კალკულატორთან, ციფრულ ბროშურებთან, რის გადახედვასაც მცირე დრო სჭირდება, თუმცა ამის შემდეგ, შანსი იმისა, რომ გადაწყვეტილებით კმაყოფილი და თავდაჯერებული ვიქნებით, გაცილებით დიდია. 

 

დაბალი ფასი 

 

არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ონლაინ დაზღვევა იგივე სერვისს უფრო დაბალ ფასად გვთავაზობს, ფასის სხვაობამ შესაძლოა 40%-მდეც კი მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ლოგიკური მიზეზები არსებობს, რის ხარჯზეც ონლაინ დაზღვევა უფრო ხელმისაწვდომია: 

  • ონლაინ დაზღვევისას კლიენტი საკუთარი ინტერესით ირჩევს სადაზღვევო პოლისს და შეხვედრის გარეშე შეიძენს მას, რაც ფასზე აისახება. 

 

 

საუკეთესო არჩევანი

 

სისწრაფე - პირველი ასოციაციაა რაც ონლაინ სერვისებთან მიმართებაში მომდის. მაგრამ ამასთანავე, ონლაინ ნავიგაცია ხშირად საუკეთესოებს შორის საუკეთესო არჩევანის გარანტიაა, ზღვა ინფორმაციის წყალობით. ჩვენთვის ბოლომდე მორგებული სადაზღვევო პოლისის შეძენის პროცესი დაახლოებით ასე გამოიყურება: 

  • სადაზღვევო კომპანიების იდენტიფიცირება და მათ შორის რამდენიმე წამყვანი მათგანის ამორჩევა;
  • მათი რეიტინგის გადამოწმება სოციალურ ქსელშიც კი შესაძლებელია რამდენიმე წამში, დამაკმაყოფილებლის შემთხვევაში, მათი მომხმარებლის მიმოხილვების გადახედვა; 
  • ამის შემდეგ კიდევ უფრო შევამცირებთ მათ რაოდენობას, ორ ან სამამდე და კომპანიის ვებსაიტზე მზა ციფრულ ბროშურას გადავხედავთ, რაც წარმოდგენას შეგვიქმნის თუ რა სერვისს უნდა ველოდოთ; 
  • იქიდან გამომდინარე თუ რას ვანიჭებთ უპირატესობას- ფასს, კლინიკების ფართო არჩევანს თუ სხვა კონკრეტულ სერვისებს, ერთ მათგანზე არჩევანის შეჩერება; 
  • მარტივი ფორმის შევსება, რასაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება;
  •  კრედიტ კარტის მონაცემების შეყვანით გადახდის განხორციელება; 
  • სადაზღვევო პოლილის მომენტალური მიღება. 

 

შედეგად, სახლიდან გაუსვლელად, სხვადასხვა კომპანიებთან ინფორმატიული  ვიზიტების დაგეგმვის გარეშე, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავი მოვაგვარეთ, რაც ვფიქრობთ, ყველა ადამიანისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ონლაინ დაზღვევის გააქტიურება ისეთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რომ გასამართლებელი საბუთი ვერ ვიპოვოთ თუ რატომ ვერ გადავგდით ეს ნაბიჯი, რაც სამომავლოდ სიმშვიდის და დაცულობის გარანტიაა. 

 

2019-09-18
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?