7 რამ, რაც ონლაინ უფრო მარტივად შეგვიძლია გავაკეთოთ

თანამედროვე ეპოქამ, ინტერნეტის მასობრივმა გავრცელებამ და მისი გამოყენების ეტაპობრივმა გამარტივებამ - ცხოვრებაც საკმაოდ დიდი დოზით გაგვიმარტივა.

თუ ოდესღაც ყველაფრისთვის ოფისში მისვლა გვიწევდა, ახლა ეს ძალიან მარტივია და ხშირად, ვერც კი წარმოგვიდგენია, ამაში ასეთ დიდ დროს როგორ, ან რატომ კარგავდნენ, ჩვენი წინა თაობები.

მაშ ასე, ამ სტატიაში მოგიყვებით იმ შვიდი აქტივობის შესახებ, რაც ონლაინ გაცილებით მარტივი და კომფორტულია, ხშირ შემთხვევაში კი იაფიც...

დავიწყეთ:

  1. ავია ბილეთების შეძენა - დიახ, შეიძლება შეგვეშინდეს, შორ და ძვირიან ლოკაციებზე განსაკუთრებით, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ოდესღაც ტურ-აგენტებმაც ჩვენს მსგავსად ისწავლეს.
  • დღეს ოჯახის წევრს დავისვამთ
  • ხვალ ჩვენით, უბრალოდ ასჯერ გავზომავთ და ერთხელ გავჭრით
  • ზეგაც ჩვენით, ცოტა ნაკლები სტრესით...

და ბოლოს, როგორც იტყვიან - წავა ლიწინით :)

  1. საინტერესო სასწავლო კურსის გავლა, საერთაშორისო უნივერსიტეტში - დიახ, რეგისტრაციაც მარტივია და კურსის გავლაც მეტად კომფორტული. ნუ, ბუნებრივია, ისე ვერ მოგვთხოვენ, როგორც ყოველდღიურად - „ცოცხალი“ ლექტორი, მაგრამ აქ ჩვენს პასუხისმგებლობაზეა:
  • ვრეგისტრირდებით, დროს ვხარჯავთ, თანხას ვიხდით... ჰოდა, სწავლა ჩვენს ინტერესებშია, უპირველეს ყოვლისა!
  1. ენის შესწავლა - უამრავი, მომხმარებელზე ძალიან კარგად მორგებული პროგრამაა, ჩავუხსნებით, გავამდიდრებთ ლექსიკონსაც და საბოლოოდ, როცა სასაუბრო დაგვჭირდება - მერე მოვძებნით ვინმე, „ნეითივ სპიკერს“ და ეგაა, ნელნელა ეს ყველაფერიც მოვა.
  2. ინფორმაციის მიღება - საბედნიეროდ, ადგილზე მისვლების და ისტერიული რეკვების ეპოქა დავამარცხეთ, ახლა შევალ ონლაინ და ნებისმიერ ჩვენგანს, ნებისმიერი ინფორმაცია ხელეწიფება. (არ დაივიწყოთ ინფორმაციის  მოძიების  დროს წყაროს სანდოობის გადაამოწმება, რადგან ინტერნეტში  მცდარი ინფორმაციის მიღების  რისკი არც თუ ისე დაბალია)
  3. ფლირტი - სანამ უშუალოდ შეხვდებით, გამოეწყობით, დროს დახარჯავთ და ა.შ. - პოტენციური პარტნიორის შეხედულებები, ფასეულობები, IQ და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები, ონლაინ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გაარკვიოთ.
  4. ნივთების შეძენა - მაგ: ტანსაცმლის გამოწერა. უფრო იაფიც არის, არჩევანიც უფრო დიდია, ჩაუცმელია და უახლეს კოლექციაზეც მანამდე გვაქვს წვდომა, სანამ საქართველომდე ჩამოაღწევს.
  5. დაზღვევა - ოო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ზოგადად დაზღვევაც და მისი ონლაინ შეძენის შესაძლებლობაც. მაგ: ამასწინათ ჯიპიაიში გავაკეთე და ძალიან მეამა. რაც მთავარია, ანაზღაურების ამბების მოგვარებაც შეიძლება ონლაინ, მენეჯერთან კონსულტაციაც და მოკლედ მთელი ამბები...

დანარჩენი, შეგიძლიათ კომენტარებში განავცროთ, ჭეშმარიტება დებატებში იბადება, ჰოდა გამოხატეთ თქვენი აზრი, მეც და სხვა მკითხველებსაც - გვაინტერესებს და გაგვიხარდება... :)

2019-02-15
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
როგორ მოვემზადოთ სქესობრივი ცხოვრებისთვის?
7 მიზეზი, ცელქი ბავშვების დასაზღვევად
ვის და რას დააზღვევდნენ მთაწმინდის დეპუტატობის კანდიდატები?
სამოგზაურო ბარგის დაზღვევა - 5 მიზეზი ბარგის დასაზღვევად.