დაზღვევა რომ აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ბედნიერებისთვის და პლუს ეკონომიისთვის - ამაზე ყველა ვთანხმდებით, ხომ?
ხანდახან, მაგალითად მეც, მქონია შემთხვევა, როცა კონკრეტული ტერმინების არ ცოდნის გამო, უხერხული სიტუაცია შემქნია, ვთქვათ, კონსულტანტს უთქვამს რაღაც, ვერ გამიგია და ან მომრიდებია და ვერ ჩავძიებივარ, ხან ისეთი სახით შემოუხედავთ, რომ მიწა გამსკდომია... :)
მოდით, ავირიდოთ თავიდან მსგავსი პრობლემები და ჩამოვწეროთ რამდენიმე ფრაზა, რომლის ცოდნაც ჩვენ, დაზღვევით მოსარგებლე პირებს - ცხოვრებას გაგვიმარტივებს.
- მოსარგებლე – ეს ის ადამიანია, აი როცა შემთხვევა დადგება, გავიგებთ, რომ დაზღვევა გვეკუთვნის და მივიღებთ, უფრო მარტივად - სადაზღვევო კომპანიისგან ფულს ვინც იღებს.
- სადაზღვევო რისკი – რა რისკებს მოიცავს დაზღვევა, რისგანაც გვინდა, რომ დაგვიცვან და თუ რამე მოხდება - ანაზღაურებაც მივიღოთ
- სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას, ანუ ჩვენ მივიღებთ ან ფულს, ან შესაბამის მომსახურებას
- სადაზღვევო პოლისი – ხელმოწერილი საბუთი, იგივე მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;
- ფრანშიზა- სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით განსაზღვრული, რომელსაც არ აანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია. ფრანშიზა გამოიქვითება ყოველი ანაზღაურების გაცემისას და ვრცელდება ყოველ რისკზე დაზღვევის პოლისში მითითებული ერთი და იმავე ან განსხვავებული ოდენობით.
- სადაზღვევო თანხა - სადაზღვევო პოლისში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მოსარგებლისათვის, ანუ თქვენთვის, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა და რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას.
- სადაზღვევო პერიოდი- დაზღვევის მოქმედების პერიოდი, რომელიც მითითებულია სადაზღვევო პოლისში.
- ამბულატორია - სამედიცინო მომსახურება, რომელიც, სამედიცინო ჩვენების მიხედვით არ საჭიროებს სამედიცინო დაწესებულებაში 24 საათზე მეტი ხნით დაყოვნებას;
- ჰოსპიტალიზაცია - ავადმყოფის სამედიცინო დაწესებულებაში / ჰოსპიტალში გადაყვანა და განთავსება
ამ ყველაფერს ემატება დაზღვევის ფორმები, რომლებზეც ძალიან დიდ ხანს არ შევჯერდეთ, ბუნებრივია, რომ:
- სამოგზაურო დაზღვევა - მოგზაურობისას გვიცავს, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან
- ჯანმრთელობის დაზღვევა შესამისად ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზეა
- ავტო დაზღვევა - ჩვენს მანქანას აძლევს საშუალებას ჰქონდეს თავი ქუდში
- ქონების დაზღვევა, შესაბამისად ქონებას
და ა.შ.
თუ რამე, დამატებით ტერმინი იქნება გაუგებარი, კომენტარში დაგვიტოვეთ და ვეცდებით უმოკლეს დროში მოვფინოთ ნათელი.
წარმატება მისურვებია!