სად დავაზღვიოთ ავტომობილი

ბევრჯერ უკითხავთ, სად მყავს დაზღვეული ჩემი ავტომანქანა, ან სად ვურჩევდი სხვებს... ბუნებრივია, არ იქნება სამართლიანი, ის კომპანია ვურჩიო, რომლის მიმართაც თავად ვარ ლოიალური.

ავტომობილის დაზღვევის 5 მიზეზი

გასაგებია, რომ მე, როგორც კმაყოფილ მომხმარებელს, უფლება მაქვს მომწონდეს პირობითაც ჯიპიაი ჰოლდინგი, ან ალდაგი, მაგრამ იქნებ ვინმე სხვა - უკეთეს პირობებს სთავაზობს?

 

ჰოდა, აი სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, გთავაზობთ შედარებას, ორი ყველაზე დიდი სადაზღვევო კომპანიის ავტო დაზღვევას: ჯიპიაი ჰოლდინგი და ალდაგი.

 

ორივე კომპანია ფარავს შემდეგ ზარალებს:

  • ავტოსაგზაო შემთხვევა
  • ხანძარი, აფეთქება, ვანდალიზმი
  • სტიქიური უბედურებები
  • სეტყვა, მიწისძვრა
  • ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, მესამე პირის ბოროტგანზრახული ქმედება

გარდა ამისა, 24 საათიანი ავტოასისტანსი:

  • საბურავის გაბერვა/გამოცვლა
  • საწვავის ადგილზე მიტანა
  • უფასო ევაკუატორის მომსახურება
  • მანქანის დაქოქვა სპეციალური ხელსაწყოთი
  • ავტოდაზღვევის ჯგუფის მომსახურება 24/7 - ავტოსაგზაო შემთხვევისას
  •  

ეს ყველაფერი ალდაგის საიტზე ვერ ვნახე და რაც მთავარია, ზარალის ანაზღაურება ხდება 5 დღის ვადაში, 1000 ლარამდე თანხა ხელზე! ანუ, თუ ხელოსანს შემდგომში თანხას დავაკლებინებ, მოგებაც შეიძლება დამრჩეს :)

 

და ჩემთვის, მეტისმეტად დაკავებული ადამიანისთვის ძალზ8ედ სენსიტიური ამბავი: ზარალის გაცხადება და ანაზღაურება ონლაინ - სრული მომსახურება დისტანციურად. მაგალითად: როდესაც პატარა ზარალია და არ გინდა ელოდო თანამშრომელს გააკეთებ ონლაინ გაცხადებას, გადაურებ ფოტოებს ონალინ ესაუბრები მენეჯერს და ხდება ონალინ კალკულაცია. ვაგდებ ვიდეოს რომ უფრო თვალსაჩინო იყოს რაზეა საუბარი

 

ჯიპიაის აქვს საიტზე კალკულატორი, რაც არ აქვს ალდაგს, ანუ თუ შაბათ-კვირა, ან დასვენების დღე დაგემთხვა, ინფორმაციას ვერ მიიღებ, ხოლო სამუშაო დღეები, მომხმარებლებისთვისაც საკმაოდ დატვირთულია...

 

ალდაგსაც და ჯიპიაისაც აქვთ საბონუსე სისტემა, თუ წლის განმავლობაში, არ დაგვიფიქსირდება შემთხვევა - ერთგულების ქულები გვიგროვდება, რომელსაც შემდგომში გამოვიყენებთ ახალი პოლისის მიღებისას.

 

რაც შეეხება, სადაზღვევო მოსაკრებელს - დიდად არ განსხვავდება თანხები, ამიტომ, ამ კუთხით თითქმის თანაბარ პირობებში იმყოფებიან.

 

მაშასადამე, თვალისთვის უფრო მარტივად აღქმადი რომ გამოვიდეს, პატარა ცხრილი გავაკეთოთ.

 

 

 

მახასიათებელი

ალდაგი

ჯიპიაი ჰოლდინგი

ავტო ასისტანსი 24/7

+

+

სადაზღვევო პრემია

+

+

თანხის ხელზე გაცემა

-

+

საბონუსე სისტემა

+

+

ონლაინ მომსახურება

-

+

საიტზე მარტივად გამოთვლის შესაძლებლობა

-

+

თანხის უფრო სწრაფად და მარტივად მიღების შესაძლებლობა

-

+

ხანგრძლივი ისტორია ბაზარზე

+

+

სულ

4

8

ჩემ მიერ ჩამოთვლილი კრიტერიუმებით, ჯიპიაიმ გაიმარჯვა, თუმცა თქვენს კრიტერიუმებსაც გააჩნია, ასე რომ - გადახედეთ სტატიას კიდევ ერთხელ და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება.

მიხარია, თუ დაგეხმარეთ :)

2018-09-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?