ის, რაც საბურავების შესახებ არ იცოდით

დღეს ავტომანქანის ფლობა ფუფუნებას თითქმის აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ის თითქმის ყველას ჰყავს, რაც პარკინგზე, საცობებზე და კიდევ ბევრ რამეზე აისახება.

საგზაო უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, რაც შეამცირებს ავტო საგზაო შემთხვევების რაოდენობას...

ამჯერად, სასარგებლო რჩევებს გაგიზიარებთ საბურავებზე, რაც სავარაუდოდ არ იცოდით და თქვენთვის საინტერესო სიუპრიზი იქნება.

ოპერატიულები რომ ვიყოთ, რამდენიმე ფაქტით შემოვიფარგლოთ, რომელიც საბურავზე ხაზების განლაგების ტექნიკას ეხება:

  1. ერთი მიმართულების გამოსახულება - წყლის ნიაღვარს უმკლავდება იდეალურად და საბურავსა და გზას შორის კონტაქტს უშლის ხელს. ანუ, მოცურების ალბათობის შესამცირებლად გამოიყენება.

 

2. საპირისპირო, ანუ არა მიმართული გამოსახულება - ცოტა დოზით ყველაფერს შეიცავს, შესაბამისად უნივერსალურად ითვლება და აქედან გამომდინარე - ყველაზე გაყიდვადი ტიპია საბურავის

3. ასიმეტრიულ გამოსახულებიანი საბურავები - მშრალი ამინდისთვის გამოიყენება. მისი ზედაპირი მყარია, რაც უზრუნველყოფს, დიდი დატვირთვის პირობებშიც - მყარად დგომას და უსაფრთხოების შენარჩუნებას, გთავაზობთ აქაც ნიმუშს.

4.ღრმა პროტექტორის მქონე საბურავები - ისინი გამოიყენება რბოლისას, ან აღმართებზე ასვლისას. სიღრმე დიდია, რაც ამ დროს საბურავის მაქსიმალურ უსართხოებას უზრუნველყოფს, თუმცა მათი გამოყენება ასფალტზე, არც ისე მიზანშეწონილია.

 

მუხრუჭის სიძლიერის მიხედვით, ტემპერატურის, ყინვისა და თოვლის მიხედვით - არსებობს ზამთრის, ზაფხულის და ყველა სეზონის (ე.წ. all season) საბურავები, რომელთაგან ყველა სეზონის საბურავები ყველაზე უფრო აქტუალურია, ისეთ ქალაქებში, სადაც ზედმეტად ცივი ზამთარი არ იცის.

იმედია რჩევები გამოგადგათ და ამიერიდან, თვალითაც მარტივად გაარჩევთ საბურავებს, შესაბამისად - თქვენთვის ყველაზე საჭირო მათგანს შეარჩევთ

2019-03-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?