მოგზაურობამდე გასათვალისწინებელი 11 რჩევა

მოგზაურობა სიამოვნებაა, რომელიც ბევრ დადებით რამესთან ასოცირდება, როგორიცაა:

  • დასვენება
  • სამსახურისგან და სტრესისგან თავის დაღწევა, თუნდაც დროებით
  • საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და განტვირთვა
  • ახალი ადამიანების გაცნობა
  • ისტორიული, კულტურული, მენტალური და სხვა მრავალი კუთხით განვითარება
  • ბედნიერება, სიხარული, სიყვარული, ა.შ.

თუმცა მოგზაურობა მუდამ კარგი როდია, შეიძლება ჩაგვშხამდეს კიდეც, ან სინანული გვაწუხებდეს, რომ შეგვეძლო უკეთ დაგვეგეგმა, მაგრამ ვერ შევძელით...

ასე და ამგვარად, გთავაზობთ 11 რჩევას, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოგზაურობამ მაქსიმალურად ბევრი ბენეფიტი მოგვიტანოს, ჩვენც ბედნიერები, დასვენებულები და პოზიტივით დამუხტულები დავბრუნდეთ:

  1. შეამოწმე ამინდი - ახლა, აპრილში დამემართა, როცა ამინდის პროგნოზს არ ჩავხედე და ყარსსა და ერზრუმში, ზაფხულის ბოტასებით აღმოვჩნდი.

ჩვენთან ზაფხული იყო, თურქეთი აქვეა, მეც ჩავთვალე, რომ აი ასე...

საბოლოოდ, იმ თოვლში, ფეხზე ამოცმული პარკებით ვმოძრაობდი, სანახაობრივად კი ორიგინალური იყო, მაგრამ კარგად ვიწვალე.

  1. გააკეთე დაზღვევა - შეიძლება მოულოდნელმა ავად გახდომამ ყველაფერი გააფუჭოს. ასევე, მოსალოდნელია პრობლემები საზღვარზე, შეიძლება კონკრეტული სახელმწიფო საერთოდაც არ ითხოვდეს, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, მაინც.

თან, რაღაც ლარი თუ მსგავსი ღირს დღეზე, ჰოდა ჩვენი რა მიდის?!

  1. გაიცანით ადგილობრივი მოსახლეობა - ვერცერთი საიტი, რუკა და სხვა რამე მსგავსი ვერ გეტყვით ქვეყნის სპეციფიკაზე იმდენს, რამდენსაც ადგილობრივი მოსახლე.

შეიძლება სახურავი იპოვოს სადმე და ხედი გაჩვენოთ ორინალურად, ან ადგილობრივების საყვარელ კაფეში წაგიყვანოთ, ან სულაც დაბადების დღეზე.

აი, „ლოქალების“ მიერ მასპინძლობა ცალკე სიამოვნებაა, დამიჯერეთ

  1. გაარკვიეთ რომელი ვალუტის წაღება სჯობს

მაგალითად, სომხეთი და აზერბაიჯანისთვის დოლარის ყიდვა, მერე მანათი, თუ დრამი - ორმაგი კონვერტაციაა და ლარითაც იყიდით. ზოგ ქვეყანაში ევროს ცუდი კურსია, ზოგან  ლარის, სჯობს თავი დაიზღვიოთ.

  1. გაარკვიეთ ადგილობრივი წესები - მაგალითად ირანში თავსაბურავით უნდა იაროთ, სინგაპურში, თუ 40 წლამდე ქალბატონი ხართ - მამაკაცის გარეშე საზღვარს ვერ გადაკვეთთ, ინდოეთში „დიახ“ თავის მოძრაობა ძალიან ჰგავს არა-ს და სხვა.

 

  1. გაარკვიეთ წინასწარ ავტომანქანაზე

მაგალითად, იტალიაში, როცა ნაპოლიდან სორენტოში წასვლა გადავწყვიტეთ - ძალიან იაფი ჯდებოდა ავტომანქანა, თუმცა ბოლოს მაინც ავტობუსით წავედით და კიდევ კარგი: ისეთი ციცაბო კლდეები იყო, რომ ნამდვილად გადავიჩეხებოდით!

ასევე, წინასწარ უნდა ვიცოდეთ სარეზერვო თანხაზე, მარჯვენა-მარცხენა მოძრაობაზე და სხვა წესების შესახებ

  1. ტელეფონის ნომერი - როუმინგის ჩართვას ყოველთვის სჯობს ადგილობრივი ნომრის აღება

გარდა ამისა, ზოგ ქვეყანას იმდენად მაგარი და იაფი ინტერნეტ პაკეტები აქვს, რომ ფაქტობრივად ძალიან დიდ თანხას ზოგავთ და თან საოცარ კომფორტს იქმნით, მით უფრო, თუ ინტერნეტი აქტიურად გჭირდებათ...

  1. გაარკვიეთ ფრენინსას რა ნივთების წაღება შეგიძლიათ

მე 2009-ში, არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა, მაგრამ ჩოხის წაღება გადავწყვიტე ხელბარგით. ნაქირავები მქონდა და ბარგში არ გავრისკე. შედეგად, ხანჯალი ამომაცალეს და ასეთი დარღვეული დრესკოდით აღმოვჩნდი უკრაინაში, კონფერენციის შემდგომ ნაციონალურ საღამოზე.

  1. სასტუმროს/სახლის ლოკაცია

ხშირად ცენტრი წერია ბუქინგზე, მაგრამ ჩვენი სასურველი ქალაქის მეზობელი ქალაქის ცენტრია. ამიტომ კარგად ნახეთ გუგლ მეფზე, რამდენად ახლოს არის მაგალითად რომელიმე ცნობილი სანახაობიდან და თავს ნუ გაიწვალებთ ყოველ დღე, კილომეტრების გავლით

  1. გადმოწერეთ Maps.me

ეს არის ოფლაინ რუკა, რომელსაც იწერ კონკრეტულ ქალაქზე და მერე, სულ რომ აღარ გქონდეთ ინტერნეტი - არსად იკარგებით.

სასარგებლოც არის, კომფორტულიც და სასიამოვნოც

  1. გადაავლე თვალი ისტორიის წიგნს, ამ კონკრეტულ ქვეყანაზე - ძალიან დიდი სიამოვნებაა, როცა ეს ყველაფერი იცი, წაგიკითხავს, სიღრმისეულად ფლობ ინფორმაციას და უცებ ამ ყველაფერს შენი თვალით ხედავ!

რჩევა ბევრად მეტიც შეიძლება, მაგრამ რომ არ დაგღალოთ - ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვნებით შემოვიფარგლე. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

2019-08-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?