4 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო საქართველოში

ზაფხულის საქართველოში გატარებაზე კამპანიები, წელს ყველაზე უფრო აქტუალურია. ზოგი ამბობს, რომ ტურისტების ნაკადები შეგვიმცირდა, ზოგი ამას ცრუ განგაშს უწოდებს, ფაქტი სახეზეა: საქართველოში ბევრი, ძალიან მაგარი ადგილი გვაქვს და მათი მონახულება - უდიდესი სიამოვნებაა.

ადრე, ასეთი პოზიცია მქონდა: სანამ დრო, ენერგია და ფული მაქვს, მოდი ევროპებს, აზიებს და ლათინურ ამერიკებს მოვივლი, საქართველო არსად გამექცევამეთქი... თუმცა, ბოლო ორი წელია, სტრატეგია შევცვალე, პარალელურ რეჟიმში, საქართველოს ათვისებაც დავიწყე და დამერწმუნეთ, ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ.

მაშ ასე, ამ პოსტში, გთავაზობთ 4 ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ საქართველოში.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ბლოგი და არა კვლევა, შესაბამისად, ქვემოთ ჩამოთვლილი ადგილები, შესაძლოა იყოს სუბიექტური და ჩემი პირადი გემოვნების ამოძახილი J

დავიწყეთ:

  1. მთიანი აჭარა - ორი წლის წინ წავედი პირველად და მახსოვს, თავი არამხოლოდ საქართველოდან ძალიან შორს, არამედ - სულ სხვა სამყაროში მეგონა...

აქ ნახავთ ჩადრიან ქალბატონებს, ტაძრების და მეჩეთების მონაცვლეობას, ერთ სტილში აშენებულ, ხის ულამაზეს ქოხებს, ფერად ტბებს და საოცარ ხედებს, სტუმართმოყვარე ადამიანებს და ძალიან მდიდარ, უგემრიელეს სამზარეულოს...

როცა ფოტოები გადავიღე და დავდე ინსტაგრამზე და ფეისბუქზე, ხალხი შოკში იყო, მათ შორის მეც არ მჯეროდა, რომ აჭარა თურმე ასეთი დიდი, მრავალფეროვანი და გამორჩეულად ლამაზი იყო...

  1. სამეგრელო - მიკერძოებაში არ ჩამომართმევთ იმედია, რაკი მეც მეგრელი ვარ, რეალურადაც ძალიან ლამაზია. ჯერ კიდევ, ჩვეულებრივი, არატურისტული სოფლები, სადაც სახლებში ეზოები ულამაზესად არის მოვლილი და „გაპიწკინებული“, სამზარეულო, რომელიც საქართველოს მასშტაბით ჩემთვის უგემრიელესია, თავისი ელარჯებით, ხარჩოებით, ხაჭაპური, კუპატი, გებჟალია და რავიცი კიდევ, უდიდესი ჩამონათვალია...

დადიანების სასახლე ზუგდიდში, იქვე ორ ნაბიჯში ზღვიანი ანაკლია და განმუხური, ოდნავ სხვა მხარეს - ულამაზესი მარტვილის კანიონი, რომელიც თავიდან ასევე მეგობრის ფოტოებზე ვნახე და ვერაფრით ვიჯერებდი, რომ საქართველოში იყო...

  1. ჯუთა - ყაზბეგი. აქ რამდენიმე სასტუმროა, სადაც წარმოიდგინეთ: იღვიძებთ და გარშემო სულ მთებია, წინ სიმწვანე, ხის სახლები, ხედები და ძალიან ლამაზი ადგილები... მოკლედ, ღირს წასვლა ნამდვილად... გზაც ლამაზია.

ყაზბეგის შესახებ ვიცით ყველამ, ძალიან ტურისტულიც არის, ამიტომ ჩემი არჩევანი ამჯერად და ამიტომ - სწორედ ჯუთაზე შევაჩერე.

  1. მესტია - პოპულარულ ლოკაციას შევეხე, მაგრამ უსვანეთობა მაინც არ იქნებოდა. მესტია, უშგული, ჰაწვალი, ჰეშკილის ქოხები...

გარწმუნებთ, სულ სხვა სამყაროა, არავის ჰგავს დედამიწის ზურგზე და თან, იმდენი უცხოელია, რომ საერთოდ ვერ იგრძნობთ, რომ საქართველოში ხართ. ხედები, კოშკები, ხალხი - ერთი დიდი შთაბეჭდილებაა აქ მოხვედრა.

ძალიან ბევრი ვეცადე, მეტ-ნაკლებად ჩამეტია ამ ჩამონათვალში, მაქსიმალურად ბევრი, საინტერესო ლოკაცია, მაგრამ ვერ გამოვიდა, რაკი საქართველო გაცილებით მრავალფეროვანი და ლამაზია...

სულ მიკვირს ხოლმე, ამ მცირე ტერიტორიაზე, როგორ ეტევა ასეთი მრავალფეროვნება და კიდევ ერთხელ მებედნიერება, რომ სწორედ ამ სილამაზეებში დავიბადე!

2019-07-19
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?