დაზღვეული ცხოვრების 10 მთავარი უპირატესობა

ალბათ ხშირად გვიფიქრია ქვეყნებზე, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დაბალია, ან პირიქით, მაღალი.

დავინტერესებულვართ, თუ რა მიზეზით არის განპირობებული ეს ყველაფერი: ალბათ მეტად უვლიან თავს, პროფილაქტიკასაც ხშირად იტარებენ, ან მშვიდად ცხოვრობენ, ან დროული დიაგნოსტიკა აქვთ დაავადებების, ან სხვა მრავალი, ან ყველაფერი ერთად...

იყო დრო, ეს ყველაფერი დიდ დროსთან იყო დაკავშირებული...

უნდა დაგემტკიცებინა, რომ მართლა მოგივიდა შემთხვევა, მერე მტკიცებულებები გეფრიალებინა და ათასი დოკუმენტისთვის მოგეწერა ხელი, მერეც, ან აგინაზღაურებდნენ, ან არც. მანამდე, დაზღვევის პროცესი ხომ, თან გაწელილი იყო და თან ცოტა არ იყოს - ბუნდოვანებით მოცული...

დავიწყოთ:

  1. შენ ზრუნავ ჯანმრთელობაზე, როცა რამე გაწუხებს - ეგრევე იგებ და პრობლემას, ასეთის არსებობის შემთხვევაში - დასაწყისშივე აღმოფხვრი
  2. შენ ზოგავ თანხას - შეაჯამეთ დაზღვეული და უდაზღვევო ცხოვრების ხარჯები, გნებავთ ჯანმრთელობის, გნებავთ ავტო დაზღვევის დროს
  3. ყველაფერი მარტივია, რამდენიმე წუთში, დაზღვევას საიტიდანვე აკეთებთ
  4. ფრანშიზის რეგულირება, ანუ თანხა შეიძლება სრულად მიიღოთ, თან მალევე
  5. შენ კარგი ტიპი ხარ - ვისაც არც თანხა ენანება, არც რისკავს და ევროპულად ცხოვრობს
  6. შენ შეგიძლია აირჩიო შენზე მორგებული პაკეტი, უამრავი არჩევანიდან, რაც ასევე ძალიან მაგარია
  7. ბევრ შემთხვევაში, შენ არც არაფრის წარმოდგენა არ გჭირდება, გადიხარ მარტივ პროცედურას და თანხასაც იღებ
  8. შენ უფრო მოვლილი ხარ, ერთი მხრივ - თავს რომ უვლი მარტივად იმიტომ და მეორე მხრივ, სანერვიულოც ნაკლები რომ გაქვს - აი ამიტომაც. შენს ნაცვლად სხვები დარდობენ, შრომობენ და ბოლოს მზა შედეგს „ჩაგახუტებენ“, მშვენიერია, ხომ?
  9. შენ არ ფიქრობ ყოველ თვე, სადმე რამის გადახდა არ დაგავიწყდეს, გაშვებული გაქვს ავტომატურ რეჟიმზე და თანხებიც თავისით მიდის, ისე, რომ ვერც გრძნობ და თან არც გავიწყდება
  10. შენ შენს პოტენციურ მოგებასაც აზღვევ, მაგალითად, აგრო დაზღვევის შემთხვევაში, ან მანქანის შემთხვევაში, რომელსაც აქირავებ, ან უძრავი ქონების შემთხვევაში, რომლის დაზიანების რისკიც შედარებით მაღალია...

რა თქმა უნდა, მიზეზი გაცილებით ბევრია, თუმცა ათი კარგად ჟღერს, ამიტომ ამჯერად მოდით, ამით შემოვიფარგლოთ და სხვა დროს, სათითაოდ, დაზღვევის ყველა ფორმას - უფრო სიღრმისეულად ჩავუსხდეთ...

მომავალ შეხვედრამდე!

2018-08-27
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?