ზღვა, თუ მთა?

 

არსებობს საუკუნის შეკითხვები, რომლებზეც პასუხი მუდმივად საკამათოა, ხან ერთმანეთს ვხოცავთ, ხან არგუმენტირებულად ვთანხმდებით, მაგრამ კითხვები მუდმივად რჩება დღის წესრიგში...

მაგალითად:

  • დედა უფრო გიყვარს თუ მამა?
  • დღევანდელი კვერცხი, თუ ხვალინდელი ქათამი?
  • ყავა თუ ჩაი?
  • ოჯახი თუ კარიერა?
  • მთა თუ ზღვა?

აი ამ ბოლო კითხვაზე შევჩერდებით, ამ ბლოგის ფარგლებში და შეძლებისდაგვარად სასარგებლო რჩევებს მიმოვიხილავთ.

მე მაგალითად, როცა რამის შერჩევა მიჭირდა, ვთქვათ ორი სამსახურეობრივი შემოთავაზება მქონდა, ბევრი რჩევის მიღების და კიდევ უფრო დაბნევის ნაცვლად - სვოთ ანალიზს ვაკეთებდი და თავად ვაკეთებდი არგუმენტირებულ დასკვნას.

ამჯერად, სიმარტივისთვის, თან ისე, რომ არ მოგახვიოთ ჩემი აზრი თავს, ვეცდები ორივეს 5-5 მთავარ უპირატესობას გავუსვა ხაზი, დანარჩენს კი - თქვენ მოგანდობთ.

მაშ ასე, დავიწყეთ:

მთა:

  1. სუფთა ჰაერია - ორგანიზმის გასაწმენდად, იდეალური შესაძლებლობაა, ისვენებთ, ჯანსაღდებით, საკვებიც ჯანსაღია და აი, რაღაცნაირად „დარეფრეშებული“ ბრუნდებით
  2. სოციალიზაცია - აქ მეტ ადამიანს ეკონტაქტებით, ნაკლებად იჭერს ინტერნეტი, ნაკლებად გაწუხებთ ყოფითი პრობლემები, მოწყვეტილი ხართ გარემოს და ბოლომდე ახერხებთ განტვირთვას, ნუ შეძლებისდაგვარად
  3. რომანტიკა - საუკეთესო გარემოა წიგნების წასაკითხად, განმარტოებისთვის, მთებში სახეტიალოდ, გვირილების დასაკრეფად და თმაში ჩასაწნავად. რომანტიკა ცოტა დავიწროვება გამოვიდა შესაძლებლობების, აი - სასიამოვნო, მყუდრო გარემო იგულისხმებოდა უფრო
  4. ადამიანები - აქ თქვენნაირ ადამიანებს იპოვით, სოფლის უბრალო მოსახლეობას, დასასვენებლად წამოსულებსაც - ჰოდა, სხვანაირ სიმშვიდეს მოიპოვებთ
  5. დასვენება - აქ შედარებით პასიური დასვენება გამოვა, გძინავთ ბევრი, დადიხართ ან არ დადიხართ, თქვენზეა, იღებთ ნატურალურ საკვებ-სასმელს და როგორც ფიზიკურად, ასევე ე.წ. სულიერადაც ისვენებთ

ზღვა:

  1. აქტიური დასვენება: აქ ხმაურია, აქტიური რეჟიმი და ბევრი ადამიანია, გასაკეთებელი შედარებით ბევრი და მრავალფეროვანია შესაბამისად
  2. ცურვა და ზღვის გარემო - ჩემთვის, სულ რომ ზღვაში ფეხი არ ჩავდგა, საზღვაო ქალაქი და შესაბამისი დასვენება, სულ სხვა მუხტის მატარებელია, აი სხვანაირად მჩქეფარე, აქტიური, ბობოქარი და უძილო
  3. მრავალფეროვნება - საზღვაო ლოკაციებს ეს ახასიათებთ, მაგალითად: აქ კლუბებიც არის, სასეირნო ადგლებიც, ცურვაც, მზეც, ჩრდილიც და ზოგადად, ბედნიერი დასვენებისთვის საკმაოდ დიდი არჩევანია!
  4. ბევრი ადამიანი - ზღვაზე ბევრი ტურისტი ჩამოდის, ბევრი ადგილობრივიც, ანუ ხალხის დიდი არჩევანია, ისევე, როგორც გასართობი ადგილების
  5. ზღვაც რომანტიკააა - აქ მზის ჩასვლის და ტალღების ყურება შეგიძლიათ, გემით გასეირნებაც. მოკლედ, აქაც ძალზედ მრავალფეროვანი არჩევანია, ძირითადად, აქტიური დასვენების.

საბოლოოდ, მაინც იმაზე უნდა შევჯერდეთ, რომ ისევ და ისევ, გემოვნების ამბავია.

მე ავირჩევდი შერეულს, ცოტა ხანს მთაში და შემდეგ ზღვაზე.

დანარჩენი - თქვენთვის მომინდია!

2019-08-12
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?