ზაფხული მოვიდა და ბევრი სითხეა აუცილებელი

ამ ბლოგში, ვეცდები ყურადღება გაგიმახვილოთ სითხის მნიშვნელოვნებაზე. იყო დრო, აღარც მახსოვდა, დავლიე თუ არა იმ კონკრეტულ დღეს წყალი. ასევე, ნებისმიერი სითხე: გაზიანი ტკბილები, ე.წ. ნატურალური წვენები, კომპოტები, ყავა - ჩაის ამბებში გამყავდა, მოკლედ, ძალზედ არასწორი ცხოვრებით ვცხოვრობდი.

გამოხდა ხანი...

დღეს უკვე, 2.5 ლიტრი წყალი თუ არ მივიღე, მგონია, რომ საწვავი გამოელევა ორგანიზმს და მალევე მეწყება დაღლილობის შეგრძნება...

პრობლემა, ან საკითხი, რაც გინდათ დაარქვით - აქტუალური ხდება, ზაფხულთან და სიცხეებთან მიმართებით და გადავწყვიტე, სწორად ამ დროს შემეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანია სითხეების, კერძოდ კი - წყლის მიღება:

  1. წყალი სასარგებლოა მომნელებელი სისტემისთვის - ნუ ჭამის დროს, ან ჭამამდე-შემდეგ, ახლო ინტერვალებში ნუ მიიღებთ და სხვა დროს - გადასარევი გადაწყვეტილებაა
  2. მოტივაციას გვაძლევს ნაკლები მარილი მოვიხმაროთ. ცოტა შემოვლითი გზით: მივირთვით მარილიანი, მერე დავლიეთ დიდი ოდენობით წყალი. შემდეგ, მარილმა შეაკავა წყალი ორგანიზმში, გავიბერეთ, ძალზედ უსიამოვნო შეგრძნება დაგვეუფლა. ჰოდა, წყალთან მეგობრობით, მარილის ჭარბ მოხმარებასაც დავამარცხებთ ასე თუ ისე.
  3. კანის სიჯანსაღე - წყალი ძალიან კარგად მოქმედებს ჩვენს კანზე, უფრო გვიან ვბერდებით, უფრო ხარისხიანი და ნაკლებად მიზეზიანი სტრუქტურა გვაქვს და ა.შ. ჰოდა, როცა ეს ასე მარტივად ხელშესაწყობია - რატომაც არა? სიმკვრივე და ელასტიურობა - ძალზედ მნიშვნელოვანია!
  4. დამწვრობისგან დაცვა. ესეც ცოტა შემოვლითი გზით, მაგრამ მაინც ძალზედ მნიშვნელოვანია. როცა დიდი რაოდენობით მოვიხმართ გრილ სითხეებს, დამწვრობის ნაკლები შანსი გვაქვს, ან თუ დავიწვებით - შედარებით მალე გაივლის. ნუ, ლეღვის ნახარშით თუ წამოწვებით შეზლონგზე, ამისგან წყალი ვერ დაგიცავთ, თუმცა, ფაქტია, რომ საკმაოდ ეხმარება ამ პრობლემის გადაჭრასაც.
  5. გაციების, ვირუსების და სხვა მავნე რამეების ორგანიზმიდან გამოდევნა. ჩათვალეთ, გამორეცხვა-გასუფთავებას ახდენთ ორგანიზმის, წყლის ხშირი მოხმარებით.
  6. მატებს ენერგიას - ზაფხულში ორმაგად გვჭირდება ენერგია, დაღლილობის მეტი შანსიც გვაქვს, ჰოდა - გავატაროთ აქტიურად, ეს მართლაც რომ მშვენიერი და მეტწილად დასვენებაზე გათვლილი პერიოდი.
  7. ეხმარება ტვინს მუშაობაში - როგორც იცით, ტვინის უჯრედების დიდი ნაწილი წყლისგან შედგება, ცხელ დღეებში, როცა ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით წყალს - კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მისი ბალანსის სწორი და დროული შევსება...

იმედია, ეს ბლოგ პოსტი დაგეხმარებათ უფრო სწორად აღიქვათ თქვენი ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებების მნიშვნელოვნება და კიდევ უფრო ჯანმრთელები გავხდებით, ყველა ერთად.

მით უმეტეს, რომ ეს მაინც არ ღირს ძვირი კი არა და უფასოდაც შეგვიძლია მივიღოთ.

2019-06-11
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?