ჭამე, ვიტამინია! - ხშირად მოგვძახიან უფრო თაობის წარმომადგენლები.
ჩვენც ვუსმენთ, ან აღარ ვუსმენთ.
მათი კომპეტენციის გარკვეული ნაწილი, ყურმოკრულ ამბებზეა დაფუძნებული, მაგალითად:
- მშიერი როგორ დაიძინებ ჭამეეე! - არა და ძილის წინ კვება, ყველამ ვიცით, რამდენად ცუდი შეიძლება იყოს მომნელებელი სისტემისთვის
- უშაქროდ როგორ სვამ ყავას/ჩაის, არ შეიძლებაა - მარტივი დაგუგლვა გვეტყვის, რომ უშაქრობა არაფერს გვაკლებს, პირიქით, თან ძალიან პირიქით!
- პურის გარეშე თავს დაიავადებ! - ნუუუუ
შაურმით და კოკა კოლით ხელშიც, ბევრი დაგვმოძღვრავს, რომ აგერ ბაბუამისი სიგარეტით და არყით, 90 წლის ასაკშიც ძალიან მხნედ გამოიყურება, ხოლო მის ჯანმრთელ მეზობელს, გუშინ თავში აგური დაეცა და გარდაიცვალა.
მოკლედ...
შევეხოთ, რა ვიტამინები არსებობს, რომელს რა შეიცავს და ზოგადად, რა სარგებლობა მოაქვს.
ვიტამინები ორ ჯგუფად იყოფა:
- წყალში ხსნადი - B და C ვიტამინები
- ცხიმში ხსნადი - A, D, E და K ვიტამინები
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაავადებების გამომწვევი შეიძლება როგორც ვიტამინების ნაკლებობა იყოს, ასევე, მათი ჭარბი რაოდენობა ორგანიზმში.
ძირითადი ვიტამინების დასახელება, უკვე გაგაცანით, ახლა დროა - ის პროდუქტები გავიცნოთ, რომლებიც ამა თუ იმ ვიტამინს შეიცავენ.
A ვიტამინს შეიცავს: ყველი, რძე, ხაჭო, კვერცხი, თევზი, გოგრა, სტაფილო, ქაცვი. ნაღების კარაქი, თევზის ქონი, მწვანე და ყვეთელ ბოსტნეული, ყვითელი ხილი.
B1, B2 – შეიცავს: მშრალი საფუარი, ბრინჯის ჩენჩო, ხორბალი, შვრიის ღერღილი, არაქისი, ღორის ხორცი, ბოსტნეულის უმეტესობა, ქატო, რძე, ღვიძლი, თირკმელები, საფუარი, მწვანე ფურცლიანი ბოსტნეული, თევზი, კვერცხი.
C შეიცავს: ციტრუსები, ასკილი, კივი, შავი მოცხარი, მწვანე ბოსტნეული, მჟავე კომბოსტო, კენკრა, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო, ტკბილი კარტოფილი, ჩვეულებრივი კარტოფილი.
D შეიცავს: ზღვის თევზი, ზღვის კომბოსტო, რძის პროდუქტები, თევზის ქონი, სარდინები, ქაშაყი, ორაგული, თინუსი.
E შეიცავს: მწვანე ბოსტნეული, კვერცხი, რძე, მცენარეული ზეთი, გაღვივებული თესლი, ხორბლის ბუტკო, სოიოს მარცვალი, ბროკოლი, ბრიუსელური კომბოსტო, მწვანილის ფურცლები, მთლიანი მარცვლოვნები, ისპანახი, შოკოლადი.
K შეიცავს: ბოსტნეულის ფურცლები, მწვანე პომიდორი, ასკილი, ისპანახი, ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო, ჭინჭრის ფურცლები, ჭვავი, შვრია, სოიო, ხორბლის კულტურები, ცხოველური წარმოშობის მოიპოვება ღორის ღვიძლში და კვერცხში.
ცალკე სტატიის თემაა საბავშვო ვიტამინები, რომლებიც მოზრდილთა ვიტამინებისგან განსხვავება და მნიშვნელოვანია მათი ცალკე ასპექტში განხილვა და შესწავლა.