თვალები და მათთან დაკავშირებული პრობლემები

მიმდინარე საუკუნეში, როცა ჩვენს თვალებს იმაზე გაცილებით მეტი გამოსხივების ატანა უწევთ, ვიდრე ადრე, მაგალითად:

  • ტელევიზორი
  • კომპიუტერი
  • ათასნაირი განათება
  • გაცილებით დიდი დროის გატარება ამ ყველაფერთან
  • ა.შ.

თვალის ტკივილები უფრო აქტუალური გახდა, შესაბამისად, თვალებს დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.
„თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთო“ - ჯერ კიდევ როდის, ეს გამოთქმა კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს თვალების უდიდეს როლს ადამიანებისთვის.
ჰოდა, დავიწყეთ...

თვალის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია:

  • კატარაქტა - ის ყველაზე გავრცელებული ოფთალმოლოგიური დაავადებაა, რომელიც უფრო მეტად ასაკოვან ადამიანებს ემართებათ, თუმცა გვაქვს შემთხვევები ახალგაზრდებთანაც და იწვევს მხედველობის დაქვეითებას.
    მიზეზებად სახელდება: ტრავმა, დიაბეტი, ანთებითი დაავადებები, სტრესი, გენეტიკა და ა.შ.
  • გლაუკომა - ამ დაავადების დროს იზრდება თვალშიდა წნევა დაზიანდება შესაბამისი ნერვები, რაც გვიქმნის მხედველობის პრობლემებს. ამ დროს დაბრმავების რისკიც კი არსებობს... 

ამ დროს გვირჩევენ სამედიცინო დახმარებას, მაგ: თვალშიდა წნევის გაზომვას, მხედველობის ველის გამოკვლევას, თუ ნერვების მდგომარეობის განსაზღვრას.

  • კერატოკონუსი - ეს არის რქოვანას ქსოვილის გენეტიკური დაავადება, როცა რქოვანა თხელდება, რაც იწვევს მისი ნორმალური ფორმის ცვლილებას და მხედველობის დარღვევა მოჰყვება.

ცალკე გამოსაყოფია - ჩვენი დიდი ნაწილის პრობლემა: თვალის სიმშრალე.
ეს შეიძლება სხვადასხვა ფორმით იყოს გამოხატული, მაგალითად: ცრემლის სიმცირე, ან ცრემლის სტრუქტურის ცვლილება...
დაავადებას შესაბამისი სიმპტომები ახასიათებს:
თვალის ტკივილი, უცხო სხეულის მსგავსი შეგრძნებები, ჩხვლეტის და სიმძიმის შეგრძნება, თვალების ხშირი დაღლა, დაავადების დასაწყისში – გაძლიერებული ცრემლდენა, ხოლო შემდეგ – სიმშრალე, სიწითლე, მხედველობის ფუნქციის დაქვეითება ღამის საათებში, რეაქცია სინათლეზე და ა.შ.

დაავადების სამკურნალოდ რამდენიმე გზას გვირჩევენ:

  • ხელოვნური ცრემლი
  • საცრემლე ჯირკვლის სტიმულაციის გამომწვევი პრეპარატები.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში - ოჯახურ პირობებში მკურნალობა დაუშვებელია. მივმართოთ ექიმს, სიმშვიდისთვის კიდევ - გვქონდეს დაზღვევა, თანხის დაზოგვის მიზნით რომ აღარ გადავდოთ რამე და ამით პრობლემების უფრო გართულება არ გამოვიწვიოთ.
გეგმიური ანალიზები, დროული პრევენცია და მკურნალობის დაწყება საჭიროების შემთხვევაში... ანუ, სად მივყავართ ამ ყველაფერს? დიახ, დაზღვევასთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ხალხის ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ბოლომდე, მის ასეთ საჭიროებას.

2019-04-24
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?