ტურიზმი საქართველოში 2018

წაიკითხავდით,  ბოლო წლების სტატისტიკას, საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის. ნუ, თუ არ წაიკითხავდით, შენიშნავდით მაინც...

ჰოდა

რას მოვაყოლე...

ხშირად, ქვეყნებში შიდა ტურების დაგეგმვა, ჩამოსვლის შემდეგ ჯობს, რაკი ონლაინ ადგილობრივ კომპანიებზე რთულია დეტალური ინფორმაციის მოძიება, მათი სანდოობის გამორკვევა და ა.შ. ჩახვალ, შეირბენ რომელიმე ტურისტულ ქუჩაზე და ეგ არის.

ძირითად შემთხვევებში, ბედს ხარ მინდობილი. სულ ხუთი დღით ჩახვედი, ტური იყიდე, ხვალ მთელი დღე უნდა გაატარო ამ ამბებში და ჰოპ - კომპანია ტურს აუქმებს, შენ კიდევ ხუთი დღიდან როცა ერთი ან უფრო ცუდ შემთხვევაში მეტი დღე გიუქმდება, არც ისე სახარბიელო დღეში ხარ.

პრობლემები ხშირია:

  1. შეიძლება შენი ფრენა გადაიდოს. ერთი შეხედვით გადაიდო და ჰა, თუმცა თუ ჩავუღმავდებით, აი მანდ ხდება უბედურება.

სექტემბერში მაქვს ფრენა ქუთაისიდან ბარსელონაში, საიდანაც 9 საათში მაროკოში უნდა გადავფრინდე. საკმარისია ეს ფრენა გაუქმდეს და მეორე დღეს მომიწიოს, მე მაროკოს ფრენის ბილეთების მიუქმდება, რაკი ვაგვიანებ, სასტუმროებიც მრჩება ჰაერში, ახლიდან მიწევს ბარსელონაში ხარჯების გაღება და თან იმ ბარსელონაში, სადაც უკვე მეხუთედ მივდივარ. ვფიქრობ, ნეტა დამეზღვია.

  1. შეიძლება ბოლო წამს, სასტუმრომ მოგწეროს, რომ რაღაც ფორსმაჟორის გამო ვეღარ ახერხებს შენს მიღებას. ორი დღეღა დაგრჩა, ათასი საქმე, ყველაფერი, რაც კარგია დაჯავშნილია, ფულს კი მიბრუნებს, მაგრამ ახლა რაღა ვიშოვო, ან სად?! კიდევ ერთი შარია, კიდევ ვფიქრობ, ნეტა ეგეც დამეზღვია!
  2. ადგილობრივი ტური აიღე, გადაგაგდეს, აი როგორც ტაქსი გთხოვს აეროპორტში 17 ლარიან გზაზე 60 და 80 ლარს, მიდი და სდიე აბა, უცხო ქვეყანაში, ან თუნდაც იპოვო, დაკარგულ ბედნიერ წუთებს, ნანატრი შვებულებისას ვინ აგინაზღაურებს? არც არავინ, გარდა სადაზღვევო კომპანიისა :)

ჩემი, ეარბიენბიზე გაქირავებული ბინებიდან და ასევე, იმ სტუმრებისგან, რომლებიც ჩამოდიან და ხშირად ვიკვეთებით, გასართობ ადგილებში - მცირე სტატისტიკური მოკვლევა გავაკეთე:

  • ევროპიდან, ამერიკიდან და მსგავსი ქვეყნებიდან ჩამოსულთა აბსოლოტური უმრავლესობა დაზღვეულია
  • ყველა აზღვევს ფრენას, ტურს, ა.შ.
  • სამოგზაურო დაზღვევის გარეშე მოგზაურობა ვერც კი წარმოუდგენიათ
  • ბარგიც დაზღვეული აქვთ, რამდენიმე მათგანს პრაქტიკაც ჰქონია, რომ ბარგი დაკარგულა, ან დაგვიანებულა და მთელი დასვენების პერიოდი, რაც ეცვათ იმას პლუს უცებ ნაყიდი ტანსაცმლით გაუტარებიათ
  • ისინიც კი, ვინც უცხო ხალხთან რჩებიან, კარვებში ათენებენ და სათავგადასავლო ცხოვრების წესს აწვებიან, აუცილებლად ყიდულობენ დაზღვევას, მინიმალურ პაკეტს მაინც.

მეც სულ მიკვირდა, რატომ იყვნენ ასე მშვიდად ყველაფერზე და მე რატომ ვღელავდი ამდენ რამეზე.

გამოსავალი ნაპოვნია.

აქა მშვიდობა!

2018-07-27
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?