მუცლის თიაქარი, ეს არის მუცლის ღრუს ორგანოების გამოსვლა გარეთ, ანუ კანქვეშ. თიაქარის რამდენიმე სახეობა არსებობს, ხოლო მათ შორის, ყველაზე გავრცელებული - სწორედ მუცლის თიაქარია.
აღსანიშნავი ფაქტია ის, რომ ამ დაავადებით მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ია დაავადებული!
მუცლის თიაქარს სხვადასხვა ფორმები ახასიათებს, ანუ მისი რამდენიმე ფორმა არსებობს:
- საზარდულის თიაქარი (ირიბი და სწორი)
- ბარძაყის თიაქარი
- ოპერაციის შემდგომი თიაქარი
- ჭიპის თიაქარი
- კუჭის თიაქარი
- შმორლის თიაქარი
და სხვა.
მოდით, რამდენიმე, ყველაზე გავრცელებული ფორმები, სათითაოდ განვიხილოთ და შეძლებისდაგვარად, პრევენციის გზებსაც შევეხოთ.
საზარდულის თიაქარი - საზარდულის თიაქარი ეწოდება საზარდულის არხში მუცლის ან მენჯის ღრუს ორგანოების გამოსვლას საზარდულის შიგნითა გაფართოებული რგოლის ან გათხელებული ფსკერის გავლით, რაც იწვევს თვალით შესამჩნევ გამობერილობას
საზარდულის თიაქრებს ყოფენ ირიბ (თიაქრის პარკი მდებარებს საზარდულის არხში სათესლის ბაგირაკის ელემენტებს შორის) და სწორ (თიაქრის პარკი მდებარეობს სათესლე ბაგირაკიდან შიგნით) თიაქრებად. ირიბი და სწორი თიაქრების დიფერენცირება ხდება შემდეგი ნიშნებით: ირიბი თიაქრები განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, ჩვეულებრივ ორმხრივია, დროთა განმავლობაში. შესაძლებელია ჩამოვიდნენ სათესლე პარკში. სწორი თიაქრები ხშირად წარმოიქმნება ხანდაზმულებში, არის ორმხრივი, სათესლე პარკში არ ეშვებიან
ბარძაყის თიაქარი ყოველთვის შეძენილია. დაზიანების ხასიათით და სიმპტომებით ჰგავს საზარდულის თიაქარს. ამ დროს პაციენტი უჩივის მუცელში სიმძიმის შეგრძნებას, ცვალებადი მოცულობის შებერილობას, რომელიც წოლისას ქრება
შმორლის თიაქარი - ასახავს მალთაშუა დისკის “გამოდრეკას” ზედა ან ქვედა მალის სხეულში.
მისი განკურნება არ ხდება, მაგრამ საჭიროა ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს პაციენტმა მალთაშუა თიაქრის აღმოცენება.
რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიშები, რომელზეც რეკომენდაციას ექიმი გასცემს.
არ არის მიზანშეწონილი ვერტიკალურ მდგომარეობაში დატვირთვა.
ჭიპის თიაქარი ხშირია ჩვილ და პატარა ბავშვებში, განსაკუთრები ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში. ჭიპის თიაქარი მოზრდილებსაც შეიძლება დაემართოთ და მკურნალობის გარეშე, დროთა განმავლობაში, როგორც წესი უარესდება - ოზრდილებში ჭიპის თიაქარის გავითარებას ხელს უწყობს ჭარბი წონა ან სიმსუქნე, გაჭინთვა ან მძიმე საგნების აწევა, მუდმივი/გაგრძელებული - ძლიერი ხველა ან ტყუპებზე ორსულობა.
რაც მეტად ვიცნობთ ჩვენს სხეულს, დაავადებებს, მათ სიმტპომებს და შესაბამისად, უკეთ ვიცით როგორ გავუწიოთ საკუთარ თავს პირველადი დახმარება, თუმცა არ დაგავიწყდეთ დროულად მივმართოთ ექიმს - ამაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა.
ჰოდა, ჯანმრთელი ცხოვრება მისურვებია!