თებერვლის თვის ჰოროსკოპი. რისი დაზღვევაა რეკომენდირებული ამ თვეში?

ვერძი

თამამად უყურეთ მომავალს, ის თქვენთვის იმედის გაცრუებას არ აპირებს.

თვის დასაწყისშივე მოახერხებთ იმ საქმის დასრულებას, რომელიც ამ დროის განმავლობაში არ გასვენებდათ. შეგიძლიათ საკუთარი თავით ამაყიც კი იყოთ, რადგან ეს მოახერხეთ.

საქმიან სფეროში მიღწეული წარმატებები საშუალებას მოგცემთ, სათანადო დრო დაუთმოთ პირად ცხოვრებას, რაც თქვენს განწყობასა და სულიერ სამყაროზე არაჩვეულებრივ გავლენას მოახდენს.

პრობლემები არ ემუქრება არც თქვენი ორგანიზმის ჯანმრთელობას, თუმცა მაინც არ იქნება ცუდი თუ ამ უკანსკნელის კარგად დაზღვევაზე იზრუნებთ.

კურო

ამ თვეში, ასტროლოგები საკუთარი თავის განებივრებას გირჩევენ.

დაისვენეთ, გადით ქალაქგარეთ, იარეთ თეატრში, მოუსმინეთ კარგ მუსიკას და არ გამოაკლდეთ სამეგობროს შეკრებებს.

ეს ყველაფერი კარგად იმოქმედებს თქვენს ენერგიულობაზე და ძალიან მალე იგრძნობთ ახალი იდეების მოზღვავებას.

შესაძლოა ბიზნესის ან რაიმე საქმის წამოწყებაც კი გადაწყვიტოთ. ამ შემთხვევაში კი გახსოვდეთ, ბიზნესის დაზღვევა კარგი გადაწყვეტილება იქნება.

ტყუპები

თქვენთვის, ამ თვეში რეკომენდირებულია, რომ თავად შეუქმნათ საკუთარ თავს სიხარულის მიზეზები.

კარგი იქნება თავის განებივრება იმით რაც გიყვართ. ნუ დაელოდებით, რომ სხვამ შეგიქმნათ დღესასწაული. საკუთარ თავს ეგოიზმის უფლებაც მიეცით და პირველ რიგში საკუთარ სიამოვნებაზე იფიქრეთ. ამ თვეში ეს გამართლებულია.

თუ თქვენი სიხარულის წყარო შეიძლება გახდეს მოგზაურობა, აუცილებლად წადით საზღვარგარეთ და თანაც არ გადავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც თქვენს დასვენებას კიდევ უფრო უსაფრთხოს და შესაბამისად სასიამოვნოს გახდის.

კირჩხიბი

თქვენ იმაზე მეტი შეგიძლიათ ვიდრე გგონიათ, ამიტომ ასტროლოგები გირჩევენ, გააცნობიეროთ საკუთარი შიშები და დაინახოთ, რომ ისინი უსაფუძვლოა.

თუ საკუთარი თავის რწმენას საჭირო დონეზე აიყვანთ, მაშინ ფინანსური წარმატება და თქვენივე თავით კმაყოფილება გარანტირებული გექნებათ ამ თვეში.

რაც შეეხება საფრთხეებს, თვის დასაწყისში, შესაძლოა დაგიქვეითდეთ იმუნიტეტი, ამიტომ სხვა ზოდიაქოს ნიშნების მსგავსად, არც თქვენ არ გაწყენთ ჯანმრთელობის დაზღვევა.

ლომი

იყავით მაქსიმალისტი, თებერვალი თქვენი თვეა, რასაც მოისურვებთ ყველაფერს მიიღებთ.

წარმატება გელით ყველგან და ყველაფერში, მთავარია იოცნებოთ და დაგეგმოთ ის რაც ნამდვილად გჭირდებათ.

ერთადერთი საფრთხე, რომელიც 2019 წლის თებერვლის თვეში გემუქრებათ, ეს არის ინფექციური დაავადება. მისგან მოყენებული ზარალის შემცირებისთვის, საჭიროა, რომ თვის დასაწყისშივე აღჭურვოთ საკუთარი თავი ჯანმრთელობის დაზღვევით.

ქალწული

ასტროლოგები გირჩევენ, არ მოახდინოთ საკუთარი შესაძლებლობების გადამეტებით შეფასება.

წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევთ თუ მოახერხებთ საკუთარი ძალების სწორად გადანაწილებას და თქვენ თავზე ზუსტად იმდენის აღებას, რამდენსაც შეგიძლიათ, გაართვათ თავი.

ამ თვეში და განსაკუთრებით 7-16 თებერვლამდე პერიოდში, გაგიტაცებთ ექსტრემალური სპორტი, რადგან ორგანიზმი ადრენალინს მოგთხოვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პაკეტი აუცილებლობაა.

სასწორი

საოცარი თვე გელით, იღბალი გაგანებივრებთ და კიდევ უფრო მეტ შანსს მოგცემთ წარმატებისკენ ახალი ნაბიჯების გადასადგმელად.

განსაკუთრებული წარმატება გელით კარიერაში, რადგან ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერა გარანტირებული გაქვთ.

თუმცა, გახსოვდეთ ისიც, რომ იღბალს არასოდეს არ უნდა გაუთამამდეთ და სიფრთხილეს თავი არასოდეს სტკივა, ამიტომ არ დაივიწყოთ თავის დაზღვევა.

მორიელი

ასტროლოგები გირჩევენ, შეეცადოთ პოზიტივის დანახვას ყველაფერში და თანაც, ეს თვე სასიამოვნო მოგზაურობით ან მოგზაურობებითაც გაგანებივრებთ.

ახალი ადგილებისა სტუმრობა დადებითად იმოქმედებს თქვენს ქვეცნობიერში და სამყაროს ახლებურად აღმის საშუალებას მოგცემთ.

მოგზაურობამდე კი არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო დაზღვევა.

მშვილდოსანი

თებერვალი თქვენთვის არის პირადი ურთიერთობების თვე. თუ გულის კარს გააღებთ, სანაცვლოდ ურთიერთგაგებასა და ჰარმონიას მიიღებთ.

იმ შემთხვევაში თუ თვის პირველ ნახევარს არაჯანსაღ კვებას დაუთმობთ, თვის მეორე ნახევარში გელით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, დაგჭირდებათ ექიმთან ვიზიტი.

ექიმთან ვიზიტამდე კი აუცილებელია, შეიძინოთ ჯანმრთელობის დაზღვევის კარგი პაკეტი.

თხის რქა

თვის პირველ ნახევარში, შესაძლოა შეგაწუხოთ თქვენი ორგანიზმის საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობამ.

აუცილებელი გახდება ექიმთან ვიზიტი და ხარჯების შემცირების მიზნით, რა თქმა უნდა, რეკომენდირებულია სადაზღვევო პაკეტის შეძენა.

თებერვლის მეორე ნახევრისთვის, სწორი მკურნალობის წყალობით, თქვენი ორგანიზმი ჯანმრთელობას დაიბრუნებს და ენერგიის ისეთ მოზღვავებას იგრძნობთ, სამყაროს დაპყრობის ამბიცია გაგიჩნდებათ.

მერწყული

ამ თვეში, აუცილებელია, რომ საკუთარი სიტყვის ერთგული იყოთ. თუ ვინმეს რაიმეს დაპირდით ან დაპირდებით, ეს უნდა შეასრულოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ ადამიანების რისხვა არ აგცდებათ, ვისაც პირობას დაურღვევთ.

ასტროლოგთა აზრით, ამ თვეში აქტუალური იქნება ოჯახის უმცროს თაობასთან უთანხმოებაც, სიტუაციის დარეგულირება შესაძლებელი იქნება გასვლითი უიქენდის ორგანიზებით.

ქალაქგარეთ კი არ ღირს დაუზღვეველი ავტომობილით გასვლა, ამიტომ ამ თვეში კარგი იქნება თუ თქვენს ავტომობილს დააზღვევთ.

ოჯახური ურთიერთობების დალაგების შემდეგ, თვის ბოლო მეოთხედში სენტიმენტალური ფილმებითა და კლასიკური ლიტერატურის კითხვით იქნებით დაკავებული, რაც შინაგანი ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.

თევზები

2019 წლის თებერვლის თვეში, გეკრძალებათ ფულთან არასერიოზული დამოკიდებულება.

ახლა, თქვენთვის, არ შეიძლება ფულის ფლანგვა.

პრობლემების თავიდან არიდების მიზნით, რეკომენდირებულია, ყოველი თეთრისთვის გამართლებული დანიშნულების პოვნა.

თუმცა, ჯანმრთელობის, სახლისა და ავტომობილის დაზღვევა ფულის გაფლანგვად არ ითვლება, პირიქით, ეს ფლანგვისგან თავის დაცვის საშუალებაა.

2019-02-04
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?