უდროო დროს თავის ტკივილი - ნამდვილად დიდი „თავის ტკივილია“... აი, ამ ფრაზის წამომავლობაც მოწმობს, ეს არც ისე მარტივად გადასატანი ამბავია და ბევრი პრობლემის სათავეც შეიძლება გახდეს.
ხანდახან მას უბრალო გადაღლილობა იწვევს, ან მზეზე დიდ ხანს სიარული, ან შიმშილი, ან უძილობა, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თავის ტკივილის მიღმა შეიძლება საკმაოდ სერიოზული პრობლემები ან მათი წინაპირობები იმალებოდნენ.
ჰოდა, რა უნდა გავაკეთოთ, როცა თავი გვტკივა, თან არც თუ ისე იშვიათად?
მოგაწვდით რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელიც ვფიქრობ, რომ გაგიმარტივებთ ბევრ რამეს.
ფოტოდან, მარტივად მიხვდებით, რომელი ტიპის ტკივილი შეიძლება იყოს.
- თუ ტკივილი ორიენტირებულია თვალის გარშემო, მას ე.წ. კლასტერული ტკივილი ჰქვია. ამ დროს შეიძლება გაწითლდეს დაზიანებული თვალი, თან ახლდეს გულის რევის შეგრძნება და გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს ანევრიზმა, ან სიმსივნის საწყისები.
- თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს ტემპერატურის ზრდა ახლავს თან - მენინგიტის ნიშანიც შეიძლება აღმოჩნდეს
- თავის დარტყმის შემდეგ გამოწვეული ტკივილი, რომელიც არ გადის - შეიძლება ტვინის შერყევით იყოს გამოწვეული, ამ დროსაც საჭიროა დროულად მიმართოთ ექიმს.
- როცა თავის ტკივილი იწვევს მეტყველების არევას, მხედველობის შესუსტება და/ან სხეულის ბალანსის დაცვა - ეს შეიძლება ინსულტის ნიშნებიც აღმიჩნდეს
- ელვისებური, უეცარი თავის ტკივილი - ხანდახან ტვინში სისხლჩაქცევის მიმანიშნებელი შეიძლება გახდეს
- არსებობს დაძაბულობის თავის ტკივილიც, რომელიც ჩამოთვლილ სიმპტომებს შეიძლება წააგავდეს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გადის...
შაკიკი - ეს დაავადება მსოფლიოს მოსახლეობის მეათედს აწუხებს და ის რამდენიმე საათიდან - ორ სამ დღემდე გრძელდება, ძლიერი, მფეთქავი ტკივილი ახასიათებს და უფრო მეტად ქალებშია გავრცელებული.
ის მემკვიდრეობითია და უმეტესად ბავშვობაშივე, ან მოზარდ ასაკში იჩენს თავს, მისგან პრევენცია კი - როგორც წამლებით, ასევე - ნაკლები სტრესით, მეტი დასვენებით, სწორი ძილით და კვებით არის შესაძლებელი.
თუ უფრო ვრცლად გნებავთ ინფორმაციის მიღება აღნიშნულ თემაზე - დაეზღვიეთ და შემდგომ ჩამოიარეთ შესაბამისი პროფილის ექიმები...
მე პირადად, ჩემი საკმაოდ ფრთხილი ბუნებიდან გამომდინარე - სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა დაფინანსებული პროცედურა სრულად მაქვს ათვისებული და დამიჯერეთ, მათი რაოდენობა საკმაოდ დიდია... :)