თავბრუსხვევის მიზეზი - ყოველდღიურობა, თუ რამე საგანგაშო?

ხშირად მოგისმენიათ ადამიანებისგან, რომ თავბრუ ეხვევათ და ნაცნობ-მეგობრების დამამშვიდებელი რჩევებიც არ აყოვნებს:

  • ალბათ გადაიღალე
  • დაიძინე და დილით დასვენებულზე კარგად იქნები
  • რამეს დალევდი, ნაბახუსევზე ხარ ალბათ (ნუ, უფრო მეტად „პახმელიას“ იყენებენ, მაგრამ მე მაგალითადაც კი არ მინდა ეს სიტყვა!)
  • რაღაცნაირი მაგნიტური დღეებია, ბევრს სტკივა
  • გაცივდებოდი, თბილად ჩაიცვი...
  • და მრავალი სხვა!

ამ ადამიანების უდიდეს ნაწილს, წარმოდგენაც კი არ აქვს რა ხდება, არც დიდად შენი ჯანმრთელობა ადარდებს, თუმცა სიბრძნის დემონსტრირება არ ეზარებათ, როცა შეიძლება ამ ყველაფრის მიღმა - საკმაოდ არასასურველი რამეები იდგეს.

თავბრუსხვევა სხვადასხვა ადამიანებისთვის სხვადასხვანაირ მნიშვნელობას ატარებს. ზოგიერთი მას წონასწორობი დარღვევის აღსაწერად იყენებს, ზოგიერთი კი ამბობს, რომ ამ დროს მის გარშემო ყველაფერი ტრიალებს. წარმოთქმაც კი განსხვავებული, მაგ: დასავლეთ საქართველოში „თავი მებრუალებაც“ ხშირად მომისმენია :)

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ მიზეზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუს ხვევა:

  • ყურის ვირუსული დაავადება - ეს იწვევს ძლიერ თავბრუსხვევას
  • შაკიკი - თავბრუსხვევის ეპიზოდი თავის ტკივილამდე ან მერე აქვთ, ხოლმე ადამიანებს
  • სტრესი - უფრო მეტად, თუ ძალიან ხშირად სუნთქავთ მღელვარების დროს
  • სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა- რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აქვთ
  • სისხლის წნევის უეცარი ვარდნა, რომელიც სწრაფი დაჯდომით ან ადგომითაა გამოწვეული და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ნორმას უბრუნდება
  • ტვინში შემცირებული სისხლის ნაკადი, იგივე ვერტებრობაზილარული უკმარისობა - ამ დროს შესაძლოა ტვინში შემავალი სისხლძარღვები დაბლოკილი იყოს

ერთ-ერთი მიზეზი, ანემიაც შეიძლება გახდეს, რომელიც თავის მხრივ - გულისხმობს ორგანიზმში ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის არასაკმარისობას.

ანემიის სიმპტომებია:

  1. სისუსტე,
  2. კანის სიმშრალე,
  3. გულის ფრიალი,
  4. ქოშინი,
  5. გულმკერდის ტკივილი,
  6. თავბრუსხვევა,
  7. მეხსიერების დაქვეითება,
  8. კიდურების გაცივება,
  9. თავის ტკივილი

და მაინც: საუკეთესო რჩევა, საწყის ეტაპზე ოჯახის ექიმთან ვიზიტია, იმისთვის, რომ დავრწუნდეთ საშიში რომ არაფერია, თან თუ დაზღვეულებიც ვართ და ექიმიან-მედიკამენტებიანად ეს ყველაფერი უფასოდ გვეკუთვნის, რატომაც არეა?

 

2018-12-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?