სხვადასხვა ტრანსპორტის უპირატესობები

ტრანსპორტი - ჩვენი სწრაფი გადაადგილებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოგონებაა, არსებობს საჰაერო, სახმელეთო, წყლის, ა.შ.

აღარ გვინდა, სტანდარტული მიმოხილვით მოვალეობის მოხდა, მოდით, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ...

ვეცდები გადაადგილების მაქსიმალურად ბევრი საშუალება წარმოგიდგინოთ და მათ პლუს-მინუსებზეც ვისაუბრო:

მანქანა - მანქანა ბევრნაირი შეიძლება იყოს:

  • ტაქსი (სასურველია საერთო ტაქსების პოვნა, მაგალითად ავლაბრიდან ერევნისკენ რომ მიდიან, ან ისნიდან კახეთისკენ და ა.შ.)
  • გამოძახებული ტაქსი
  • ბლაბლა ქარი - ეს არის ევროპაში, როცა მაინც მიდის სადღაც მძღოლი, გზად გამრთობად გაგიყოლებთ და თან მინიმალური თანხით აუნაზღაურებთ
  • საკუთარი ავტომანქანა - აქაც, ან სტოპერებს ჩაისვამთ, ან თავად გასტოპავთ, ან გაიგებთ მეგობრებიდან ვინ მიდის და თანხებს გადაინაწილებთ.

პირველი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, რისი დაზღვევა! როცა დაზღვეული ავტომანქანით მგზავრობთ, თავი ქუდში გაქვთ, უფრო მშვიდად ხართ და რისკებიც მინიმალურია.

გარდა ამისა, გზად სადაც გვინდა ვაჩერებთ შედარებით სწრაფად დავდივართ, მუსიკასაც თავად ვარჩევთ, მინუსად ალბათ მხოლოდ სიძვირე ჩაითვლება, ასევე ზოგ მანქანაში - სივიწროვე...

  1. ავტობუსი - კარგ კომპანიებს ესეც დაზღვეული ჰყავთ...

ასევე: ფეხებს კარგად შლი, ძილისთვის ჩემთვის პირადად იდეალურია, განსაკუთრებით, თუ გვერდით არავინ მიზის. ზოგ ავტობუსს, თვითმფრინავის მსგავსად, მონიტორები და ყავა-ჩაი აქვს ჩამოტარებით. მოკლედ, თუ გაგიმართლა - ძალიან კომფორტულია.

მაგრამ ვერ ვივიწყებ ჩემს გამოცდილებას ინდოეთში, როცა ე.წ. „სლიფინგ ბასში“ აღმოვჩნდი. სახელის პირდაპირი თარგმნით ვიფიქრე, უბრალოდ განსაკუთრებულად კომფორტული სკამები დამხვდებოდა. სინამდვილეში, საწოლებად გადაკეთებული სკამები დამხვდა, და ლამის ვიღაც ინდოელ კაცთან ჩახუტებულს მომიწია მგზავრობა.

ავტობუსშივე გავატაროთ ე.წ. მინი ავტობუსი, ჩვენს ენაზე „მარშუტკა“, რომელიც ხან ძალიან სასიამოვნოა, ხანაც სრული კოშმარი. განსაკუთრებულად მაღალი ადამიანებისთვის, ანუ წინასწარ ნახვა - არ არის ცუდი იდეა.

 

  1. მატარებელი - ბევრისთვის ყველაზე კომფორტულია.

მე არ მიყვარს დასაჯდომები, სულ ვიღაც მიდი-მოდის და ძილისთვის ნაკლებად კომფორტულია.

ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში - საშინლად გამოიყურება, კარგ ქვეყნებში - კეთილმოწყობილია, მაგრამ ძვირი საკმაოდ. ხშირად ავტობუსზე და მანქანაზე სწრაფადაც კი ჩადის.

მოკლედ, გასარკვევია ქვეყნების მიხედვით.

  1. გემი - გემს ის უპირატესობა აქვს, რომ ზღვიდან დანახული ქალაქი სრულიად განსხვავებულია, ფოტოებიც საოცარი გამოდის, ასევე ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ეგზოტიკურებში - საკმაოდ იაფია და განსხვავებულ გამოცდილებაშიც გადის.

 

 

  1. თვითმფრინავი - დადგენილია, როგორც ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი. გარდა ამისა, ბუნებრივია, ყველაზე სწრაფია და ძვირიც.

არსებობს მისი დაბალბიუჯეტიანი ვარიანტებიც, რომლებიც ხშირად მატარებელზე იაფია.  გასათვალისწინებელია დროის ფაქტორი, მე პირადად, როცა ავტობუსით გზა 5-6 საათს არ აღემატება, ფრენას ხმელეთი მირჩევნია, საიდანაც რამეს მაინც დავინახავ და თან მინიმუმ ინტერნეტიც მექნება

ფრენაზე, აეროპორტი ქალაქიდან მოშორებითაა ხოლმე, ანუ გზას 1 საათამდე მაინც სჭირდება, ორივე გზა ჯამში 2 საათი, ასევე აეროპორტშიც ორი საათით ადრე უნდა იყოს, ემატება გასვლა-გამოსვლის პროცედურები და ჯამშ 5-6 საათს მაინც კარგავ, სულ რომ 20 წუთიანი ფრენა იყოს.

საერთო ჯამში, მაინც ლოკაციის და გემოვნების ამბავია, ფასისაც ამავდროულად, თუმცა წინასწარი ცოდნა გარკვეული უპირატესობების - მაინც ძალზედ სასარგებლოა.

 

 

2019-08-20
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?