პლანეტა მარსის გარშემო მსჯელობა არასდროს წყდება. ის არამარტო მეცნიერების, არამედ კინემატოგრაფების, მწერლების და იმ მეოცნებე ადამიანების მუზაა, ვისთვისაც დედამიწაზე ცხოვრება საკმარისი არ არის. ამ განსაკუთრებული ინტერესის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მასზე სიცოცხლის ნიშნები იპოვეს, რაც ოცნებას რეალურს ხდის, თუმცა არც ისე ახლოსაა, რომ მის თავისებურებებს საკმარისად ვიცნობდეთ. იმ დროში, როცა მარზე კოლონიზაცია განიხილება, წარმოვიდგინოთ თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება მარსზე და რამდენად რეალურია ეს.
პირველ რიგში, გავეცნოთ სხვადასხვა ფაქტებს მარსის შესახებ:
- მარსი მზიდან მეოთხე პლანეტაა.
- სახელი რომაული ომის ღმერთის საპატივცემულოდ დაერქვა. ასევე ცნობილია, როგორც წითელი პლანეტა.
- მარსზე თეორიულად 3ჯერ უფრო მაღლა შეგიძლიათ ახტომა, ვიდრე დედამიწაზე გრავიტაციიდან გამომდინარე.
- 39 მისიიდან, მხოლოდ 16 იქნა წარმატებული.
- მარსის ნაწილები დედამიწაზე აღმოაჩინეს. რამაც ხელი შეუწყო მეცნიერებს გამოეკვლიათ მისი თავისებურობები, ვიდრე კოსმოსურ მისიებს განახორციელებდნენ.
- მარსზე მზის სისტემაში ყველაზე დიდი მთა მდებარეობს. ოლიმპუს მონსი, მილიარდობით წლის წინ ფორმირებული ვულკანი, სიმაღლეში 21 კილომეტრს აღწევს, 600-დიამეტრში.
- მზე მარსიდან იმის ნახევარი ზომის ჩანს, ვიდრე დედამიწიდან ვხედავთ.
რა მსგავსებაა დედამიწასა და მარსს შორის?
მარსის მსგავსება დედამიწასთან კოლონიზაციის განხილვისას დამაიდებლად ჟღერს, თუმცა ეს არც ისე ბევრია. ესენია:
- მარსის დღე, საკმაოდ ახლოსაა დედამიწის დღესთან. ჩვენს მსგავსად, მარსზე დღე-ღამე 24 საათს 39 წუთს და 35 წამს ითვლის.
- მარსზე სეზონები დედამიწის მსგავსად იცვლება, თუმცა თითოეული სეზონი უფრო დიდხანს გრძელდება, რადგან მარსული წელიწადი 1.88 დედამიწის წელს უდრის.
- ნასას კვლევები აჩვენებს, რომ პლანეტაზე წყლის ნიშნები, გაყინულ მდგომარეობაში შეინიშნება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
რა განსხვავებაა დედამიწასა და მარსს შორის?
სანამ ჩემოდნებს ნაადრევად ჩავალაგებდეთ, ვნახოთ განსხვავებების ნუსხა, რომელიც გაცილებით აღემატება მსგავსებებს:
- ატმოსფერული წნევა მარსზე გაცილებით დაბალია არმსტრონგის ზღვარზე, სადაც ადამიანებს შესაბამისი წნევის კოსტუმის გარეშე გადარჩენა შეუძლია.
- მარსზე კლიმატი საგრძნობლად მკაცრი და ცივია, ტემპერატურა შესაძლოა -124- მდეც დაეცეს.
- მართალია ვახსენეთ, რომ წყლის არსებობის ნიშნები იმედისმომცემია, თუმცა იმაზე ნაკლებია, ვიდრე დედამიწის ყველაზე მშრალ უდაბნოში.
- მარსიდან ვერ დაინახავთ ღრუბლებს, ვერც წვიმაში გაისეირნებთ, იქ მუდამ მზე ანათებს, გარდა მტვრის ქარიშხლიანი დღეებისა, რომელიც საკმაოდ ხშირია და ხან თვეები გრძელდება.
- მართალია დედამიწაზე ჰაერი დღიდღე ბინძურდება, თუმცა მარსული ატმოსფერო სასიკვდილოდ ტოქსიურია, 95% ნახშიროჟანგისგან შედგება.
- ყველაზე მნიშვნელოვანი უსიამოვნება რადიაციაა. მარსს მაგნიტური ველი და სქელი ატმოსფერო არ გააჩნია, შესაბამისად მისი ზედაპირი რადიაცისგან დაცული არ არის.
გარდა ზემოთ მოცემული სირთულეებისა, ფაქტია, რომ ადამიანი მარსის სასიცოცხლო პირობებში, მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ გარემოში თუ გაძლებს. ჯერჯერობით ადამიანს წითელ პლანეტაზე ფეხი არ დაუდგამს, თუმცა NASA ამ საკითხზე აქტიურად 1960-იანი წლებიდან მუშაობს.
დღეს კიდევ უფრო მწიფდება აზრი, რომ მარსზე ადამიანების კოლონიზაცია მოხდეს, რისთვისაც პირველი ნაბიჯები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკვების კოსმოსურ სადგურზე მოყვანაა, მსგავსი რამდენიმე ექსპერიმენტი წარმატებით განხორციელდა. კოსმოსის ათვისების პროექტში საქართველოც ჩაერთო, შეიქმნა ვერტიკალური სათბურ-ლაბორატორია ვაზის კულტივაციის მიზნით. მსგავსი ფერმა, მეცნიერებს საშუალებას მისცემს დააკვირდნენ, რომელი ვაზი შეძლებს მარსის ნიადაგში არსებობას, ამისთვის იქნება სიმულაცია, სადაც მცენარისთვის მსგავს პირობებს შექმნიან- დაბალი ტემპერატურით, ატმოსფეროს მაღალი წნევით და ნახშიროჟანგის მაღალი შემცველობით.
2022 წლისთვის ცნობილი გახდება, რომელ ღვინოს მიირთმევენ მარსიანელები, რომელიც სავარაუდოდ თეთრი იქნება, რადგან ის უფრო გამძლე და ამტანია, და მის ნატურალურ ანტიოქსიდანტს რადიაციისგან თავდასაცავად იყენებენ. ასე რომ, წინ საინტერესო სიახლეები გველის, შესაძლოა შვილიშვილებთან სტუმრობა ასეთ შორს გზაზე მოგვიწიოს, რასაც ჭიქა ქართული ღვინით აღვნიშნავთ. და დევიდ ბოუის კითხვა: ‘’არის სიცოცხლე მარსზე?’’