სამზარეულოს დიზაინი - ანუ მყუდრო სახლის შექმნის საიდუმლოება!

სამზარეულოს დიზაინი, ალბათ სახლის სიმყუდროვის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

  • ზოგი სტუდიოს ირჩევს, სასტუმრო ოთახში მიირთმევს საკვებს, უფრო მეტიც, იქვე ამზადებს
  • ზოგის მყუდროებას იზოლირებული სამზარეულო ქმნის, თუნდაც ძალიან პატარა იყოს
  • ზოგი საძინებლებს აკლებს ფართს, რომ სამზარეულოს დაემატოს და იქ ბედნიერად და მშვიდად იფუსფუსოს

მარტივ გზას გეტყვით: შეირბინეთ ავეჯის რომელიმე, ძვირადღირებულ და გემოვნებით ცნობილ მაღაზიაში

სთხოვეთ, რომ ფოტო გნებავთ, თქვენ ცოლს/ქმარს რომ აჩვენოთ და მოაწყვეთ ფოტო-სესია.

მერე:

  • ზოგან კარადების ფერი მოგეწონებათ
  • ზოგან ნიჟარა და ონკანი
  • ზოგ ვიზუალში კარადების სახელურები
  • ზოგში კიდევ მაგიდა და კედელზე გაკრული სურათები

რემონტის ჯგუფი იპოვეთ ფეისბუქზე და რეკომენდაციები მოიძიეთ ყოვლისშემძლე ხელოსნებზე, მინიმუმ 5 რეკომენდაციაზე ნაკლებს არ ენდოთ :)

თანხა ხელოსანს წინასწარ არასდროს მისცეთ!

ჩემსავით გადაგდებული რომ არ აღმოჩნდეთ და მერე მის დევნაში ამდენი დრო აღარ დაგეკარგოთ...

გუგლიც კარგი რამეა, მისი სინთეზი, მზა ავეჯთან მიღებული ინსპირაციებით ძალიან მნიშვნელოვანია.

ახლა წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია:

  • გააკეთეთ სამზარეულო, ზუსტად ისეთი, როგორზეც ამდენი წელი ოცნებობდით
  • სახლში მოიჩქარით სამსახურიდან, რომ ამ იდეალურ გარემოში იფუსფუსოთ, არსად გახვიდეთ სხვაგან!
  • ინგრედიენტებიც ამოიტანეთ და საღამოს სტუმრებს ელით, რომ გააოცოთ და კომპლიმენტებიც უხვად მიიღოთ
  • შემოდიხართ, ანთებთ შუქს და ვაიმე! მეზობლისგან წყალი ჩამოსულა, ყველაფერი დატბორილი და გაფუჭებულია.
  • ცეცხლებს აკვესებთ თვალებიდან, სასწრაფოდ იღებთ ნაჯახს და მეზობლის სახლში არბიხართ...
  • გზადაგზა უკვე წარმოიდგენთ, როგორ ანაწევრებთ, ვერავინ გაკავებთ
  • მერე წლობით ჯდებით ციხეში...

მოდით, აღარ გვინდა ეს „ჰორორები“.

დაზღვევა რომ გქონოდათ - ნერვებიც აღარ დაგაწყდებოდათ და თქვენი რემონტის გაფუჭება - შეიძლება ამაზე უკეთესი დიზაინის წინაპირობაც გამხდარიყო.

ჰოდა, დააზღვიეთ თქვენი მყუდროება და ბედნიერება, სამზარეულოს სწორი და სასურველი დიზაინის შერჩევაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!

2018-11-05
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?