საბურავების ფასები

ხშირად გაგჩენიათ შეკითხვა: სად სჯობს შევიძინოთ საბურავები, ან როდის?

ან კიდევ:

  • რა საჭირო ზამთრის საბურავები, ან ზაფხულის, როცა ოლ სიზონები, ანუ ყველა სეზონის საბურავები არსებობს?
  • მეორადი ვიყიდო თუ ახალი?
  • სად უფრო იაფია? გასაგებია, ბაზრობაზე, მაგრამ ბრენდირებულ ქსელებში იქნებ უფრო ხარისხიანია, დიდ ხანს გამიძლებს და საბოლოო ჯამში ეს ძვირი ფასი - ეკონომიურიც კი გამოვიდეს?
  • ჩინური უხარისხოა? როგორც ლეგენდები ამბობენ, ჩინური პროდუქციის უხარისხობის შესახებ...

ფაქტი ერთია, ყველა ამ კითხვის მიუხედავად, ქართველი მძღოლი ზამთრის საბურავებზე მხოლოდ მაშინ გადადის, თუ მოთოვა, მერე მოსრიალდა, ლამის ტვინი დაასხა და უპს - დრო დამდგარა საბურავების შეცვლის.

  • ნუ, ზოგი ბრიჯსტოუნს გვირჩევს
  • ზოგი მიშელინს
  • ზოგი კიდევ რამე სხვას
  • ზოგი ბრენდების იგნორირებისკენ მოგვიწოდებს და აგერ, ახალი ჩინური საბურავებისკენ გაიშვერს ხელს.

 

 თუ ავტომობილის დაზღვევით სარგებლობთ,აუცილებლად გაითვალისწინეთ სადაზღვევო კომპანიების ნაწილს პირობებშიც კი უწერია არასეზონური საბურავები თუ გაქვთ ზარალი შეიძლება არ აგინაზღაურონ.

 

ჯამში, ბუნებრივია ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი მანქანა გვაქვს. ბენზინის მსგავსია, რეგულარი გიწევს თუ სუპერი - მანქანის „ხარისხზე“ რომ არის დამოკიდებული.

ამასწინათ რაღაც კომპანია აღმოვაჩინე, ათ ლარად იძახებ მანქანის მომსახურე პერსონალურ მენეჯრს, რომელიც მოდის, მიჰყავს მანქანა...

მერე, რაც გინდა, ვთქვათ საბურავი - შემოივლის თბილისს, შეადარებს ფასებს და გთავაზობს, საუკეთესო ხარიხს, საუკეთესო ფასად, ან შენ ეტყვი, რა არის შენი ძირითადი პრიორიტეტი

საბურავთან დაკავშირებით, ერთი მძიმე ინციდენტიც მახსენდება: შარშან, პარკინგზე საბურავი დამიჭრეს

ვინ იყო არ ვიცი, ალბათ ვიღაც ჰეითერი (მოძულე) და ნუ სასწრაფოდ მივიყვანე მანქანა ერთ-ერთ ცენტრში

თავიდან, ვიფიქრე, ბარემ შევცვლი მთლიანად და ახალს ვიყიდიმეთქი, თუმცა საკმაოდ ძვირი იყო და ისევ მისი გაკერვით შემოვიფარგლე.

მოკლედ, სანამ საბურავის შეცვლას გადაწყვეტთ - გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ რომელიმე ცენტრში, აი რამე „მოტორსში“

მერე შემოიაროთ მისი კონკურენტები და შეადაროთ ფასი, რჩევები, უპირატესობები და ასევე, შეადაროთ, რამდენად ემთხვევა - თითოეული კომპანიის მიერ მოცემული რჩევა

მერე ბაზრობაზეც შეირბინეთ და გადაამოწმეთ, იქნებ ზუსტად იდენტური პროდუქტო ნახოთ, შედარებით იაფ ფასად.

და ბოლოს, თუ ცივ, ხშირად მოყინვად ადგილას ცხოვრობთ - დაივიწყეთ ყველა სეზონის საბურავებზე და მალევე გადადით ზამთრისაზე.

გარწმუნებთ, ეს მნიშვნელოვანია!

2018-12-21
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?