საახალწლო საჩუქრების იდეები

 

საახაწლო თუ ნებისმიერი მიზეზით საჩუქრის არჩევისას მთავარია ადრესატს მოვუსმინოთ და რაიმე საკვანძო სიტყვა დავიჭიროთ, რაც დაგვეხმარება ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც მას ნამდვილად გაახარებს, გამოიყენებს და თაროზე არ შემოდებს. წელს დროა, ჩვენი ფანტაზია გაცდეს სტანდარტულ იდეებს, და სანამ ალტერნატიულ გეგმას შემოგთავაზებდეთ, განვიხილოთ ყველაზე პოპულარული საჩუქრების სია, რასაც ჯობს გვერდი ავუაროთ:

  • სუნამო- იმ შემთხვევის გარდა, თუ ადრესატს არ უხსენებია, რომ რომელიღაც სუნამოს ხშირად სტუმრობს მაღაზიის დახლთან და შეძენა ჯერჯერობით ვერ მოახერხა. გარდა ამისა, სურნელის შერჩევა საკმაოდ ინდივიდუალური პროცესია.
  • სუვენირი- სუვენირის ძირითადი დანიშნულება, ამა თუ იმ მოგონების მატერალიზაციაა, თუ ეს მოტივი არ ახლავს თან, ხშირ შემთხვევაში მოსაწყენია.
  • შინაური ცხოველი - უნდა დარწმუნდეთ, რომ მიმღები მზადაა მსგავსი საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისთვის და მის ცხოვრების სტილში ჯდება, რადგან საკმაოდ რთულია დიდთვალება ლეკვს გამოემშვიდობო.
  • ჩარჩო, ჭიქა, წინდა კალენდარი და მსგავსი ერთი შეხედვით უმნიშვნელო საჩუქრები, თუ მის უკან რაიმე აზრი არ დევს.
  • საახალწლო თემის ჯემპრები, სათამაშოები… რისი გამოყენებაც, მხოლოდ ორი კვირის მანძილზეა შესაძლებელი.

 

რაც შეეხება სასურველი საჩუქრების სიას, კატეგორიებად პირობითადაა დაყოფილი, და მისი გამოყენება ნებისმიერი მიზნით შეგიძლიათ.

 

საჩუქარი მშობლისთვის/ ოჯახის წევრებისთვის

 

ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი თემატური კომბინაციების შექმნაა, რომელიც მათზე ზრუნვას და თქვენს დაფიქრებულობას გამოხატავს:

 

  • სპა პროდუქტების ყუთი- მიანიშნეთ თქვენს მშობლებს, რომ აფასებთ მათ შრომას და ახლა განტვირთვის დროა. ყუთში შეგიძლიათ მოათავსოთ სპა სანთლები, ლოსიონი, ეთერზეთები არომათერაპიისთვის და ა.შ.
  • ნოსტალგიური საჩუქარი - აქ ფანტაზია ულევია და ინდივიდუალური, თუნდაც თქვენი ხელით შექმენით, რაიმე რაც მოგონებებს აცოცხლებს, ეს შეიძლება იყოს საოჯახო ხე, ფოტოალბომი, სიმბოლო, რაც თქვენს ერთად გატარებულ არდადეგებს ან რაიმე ბედნიერ დღეებს გამოხატავს. შეგიძლიათ რაიმე ვიდეოც ააწყოთ, რაც არ უნდა არაპროფესიონალი იყოთ, საახალწლო ჯემპრს ნამდვილად ჯობს და საოჯახო სადილზე სასიამოვნო ატმოსფეროსაც შექმნით.
  • ინტერიერის ელემენტი - თუ საუბარში შენიშნეთ, რომ თქვენმა ოჯახის წევრმა რაიმე ახსენა, იქნება ეს მცენარეების სადგამი, სარკე, თუ ტორშერი, ესეც თქვენს ყურადღებიანობაზე მიუთითებს და მათთვის პრაქტიკულ, გამოყენებად საჩუქარს გაუკეთებთ.

საჩუქარი გოგოსთვის/ქალისთვის

 

მართალია ამბობენ, რომ ბრილიანტი ქალის საუკეთესო მეგობარია, თუმცა ეს სხვა დროს, მანამდე რეალისტურ იდეებზე შევჩერდეთ:

 

  • გამოცდილება - მასაჟის, სპა პროცედურის, და სხვა მსგავსი დღის ჩუქება ერთ-ერთი სასიამოვნო საჩუქარია.
  • სახალისო ყუთი - რაც უფრო მეტი მით უკეთესი, გაავსეთ ყუთი სხვადასხვა სიმბოლური თუ სახალისო ნივთებით: ტკბილეულით, კოსმეტიკით, კინოს ბილეთებით, ბლოკნოტით თუ წერილებით.
  • ნაკრები მყუდრო დღეებისთვის - იქიდან გამომდინარე, რომ უმეტესობას შვეულება აქვს და ცივი, სადღესასწაულო დღეების შინ გატარებას გეგმავს. აჩუქეთ კომპლექტი რაც მეტ სიმყუდროვეს შეუქმნის- წითელი ღვინო, წიგნი, ნაქსოვი წინდა…
  • ჰობი - ნებისმიერი ის ნივთი, რაც მის გატაცებას უკავშირდება, და მიანიშნებს, რომ მას კარგად იცნობთ.

 

 

საჩუქარი ბიჭისთვის/კაცისთვის

 

ხშირად გვესმის ფრაზა, თუ რა რთულია მამრობითი სქესისთვის საჩუქრის არჩევა, რთულია არ დაეთანხმო, თუმცა ეს ინტერებესის არმქონდე მამაკაცებს ეხებათ. თუმცა თუ მას ჩამოთვლილი მაგალითებიდან რომელიმე ჰობი აქვს, საქმე მარტივდება:

  • მოგზაურობა - პასპორტის ჩასადების, საძილე ნიღბისგან და სხვა საჭირო ნივთებისგან შემდგარი სამოგზაურო კომპლექტი.
  • ვარჯიში - უსადენო ყურსასმენები, სმარტ საათი და სხვა მსგავსი აქსესუარები ქმნიან კომფორტს მოძრაობისას და მნიშვნელოვანი მოტივაციაა ვარჯიშისთვის. 
  • კინო - თუ ფილმების მოყვარულია სმარტფონის პროექტორით აუცილებლად გაახარებთ მას.
  • ბუნება - თუ მას ბუნებაში ხეტიალი უყვარს, თერმოსი, ზურგჩანთა, ამ შემთხვევაში წინდაც კი გამართლებულია, თუ კი ის თერმულია.

 

 

საჩუქარი ბავშვისთვის

 

გპირდებით, რომ ტანსაცმლით, წინდებით და სხვა იმ ნივთებით, რითიც მშობელს გაახარებთ, ბავშვს მხოლოდ იმედს გაუცრუებთ. როდესაც საქმე ბავშვს ეხება, აქ პრაქტიკულობა უნდა დავივიწყოთ და მხოლოდ მათ მდიდარ ფანტაზიასთან მორგებული საჩუქარი შევარჩიოთ. ვეცადოთ მათი საყვარელი პერსონაჟი ფიგურირებდეს, ეს შეიძლება იყოს მისი აქსესუარები, სათამაშო ან სხვა თემატური ნივთი.

 

თუმცა ყველაზე აზრიანი საჩუქარი მის სურვილებზე და მიდრეკილებებზე მორგებული რამაა, იქნებ გოგროლაჭებზე ოცნებობს და თქვენი საჩუქრით მოტივაციას მისცემთ სპორტული ცხოვრებით დაკავდეს? თუ ბავშვს ხატვის ნიჭი აქვს, სახატავი მასალების კომპლექტის ჩუქებით, შესაძლოა მისი მომავალი პროფესიაც, კი განისაზღვროს. თუ მასში ინტროვერტი ჭარბობს, შეუქმენით კომფორტის ზონა და თავსატეხი-ასაწყობი სურათი ან სხვა სამაგიდო თამაში გადაეცით, თუ არტისტულია - მიკროფონი (თუმცა ამ ‘’ხმაურიანი’’ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა ბავშვის მშობლები დაკარგოთ) ეცადეთ ციფრულ სამყაროსთან დაკავშირებული რამ არ აჩუქოთ და გამოიყენოთ შანსი მისი სხვა ინტერესების განვითარებისთვის.

 

2019-12-20
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?