საახაწლო ლუქები და ტენდენციები
ახალი წლის დღეები, ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის წარმოჩენას, გარდერობში დამალული სადღესასწაულო ტანსაცმლის მორგებით. უახლოესი ათი წლის მანძილზე, რთულია გამოარჩიო ერთი მოდური ტენდენცია, რადგან ადამიანების მრავალფეროვანი ცხოვრების სტილიდან და გემოვნებიდან გამომდინარე, ასევე მრავალმხრივია მოდაც. რადგან 2020 წელს კარს თეთრი მეტალის ვირთხის წელს ვუღებთ, რა თქმა უნდა მას თავის იღბლიანი ელემენტები გააჩნია, რომელიც შეგიძლიათ ახალი წლის ღამეს თქვენს ლუქს შემატოთ.
ელეგანტური - ხავერდის კაბა
შავი სამოსის ჩაცმის სურვილი ბევრ ჩვენთაგანს უჩნდება, რადგან ეს ფერი უფრო ელეგანტურს გვხდის, ასევე მარტივია აქსესუარების და ფეხსაცმლის შეხამება. იმისთვის, რომ მოსაწყენად არ გამოვიყურებოდეთ, საკმარისია ხავერდის მატერია შევარჩიოთ. ხავერდი აქტუალობას არასდროს კარგავს, თანაც, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე მიიღწევა ეფექტი. გარდა ამისა, მასალა საკმაოდ თბილია. შავი ფერის გარდა, იდეალური არჩევანია ლურჯი ხავერდი, რადგან ლურჯი, როგორც ჩინური კალენდრის მიხედვით, ასევე მოდური ტენდენციების მიხედვით, 2020 წელს საკმაოდ აქტუალურია.
ევა ლონგორიამ 2019 წლის Global Gift Gala-ზე შავი ხავერდის კაბა მოიხდინა, რომელსაც სარჩული წითელი ქონდა, რაც ერთ-ერთი საინტერესო იდეაა სადღესასწაულო ლუქისთვის:
ალტერნატიული -90-იანების მოდა
90-იანების სტილი ერთ-ერთი გამორჩეულია მოდის ისტორიაში, 2019 წლის მანძილზე საკმაოდ პოპულარული იყო, და რაც მთავარია მისი მოხერხებულობის გამო იდეალურად ერგება დღევანდელ აჩქარებულ ტემპს. კუბოკრული ქვედაბოლოები, სადა, ღილებით გაწყობილი ზედები, უხეში ბათინკი და ჩოქერები, იდეალურია თუ შედარებით ალტერნატიულ წვეულებას ესწრებით. იდეებისთვის შეგიძლიათ ჯენიფერ ენისტონის პერსონაჟის სურათებს- რეიჩელს ‘’მეგობრებიდან’’ გადახედოთ. ვარაუდობენ, რომ 2020 წლის მეორე ნახევარში, ეს სტილი დროებით აქტუალობას დაკარგავს, ამიტომ ჯობს იჩქაროთ და კიდევ ერთხელ მოიხდინოთ გასული საუკუნის ლუქი.
ასევე, ეს ტენდენცია იძლევა საშუალებას, ვირთხის წლის იღბლიანი ფერი მწვანე შეიტანოთ თქვენს სამოსში. მწვანე ენერგიის წყაროა და მეტ ენერგიულობას და გამბედაობას შეგძენთ.
მოძრავი - საზეიმო კომბინეზონი
კომბინეზონმა წარმოუდგენელი პოპულარობა მოიპოვა, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი აქაც მისი კომფორტული სტილი, გადაწყვეტილების სიმარტივე და ნებისმიერ სიტუაციაში მორგების უნარია. ადამიანებს ის აცვიათ ყოველდღიურად, საქმიან შეხვედრებზე, წითელ ხალიჩაზე თუ ბარებში. არც საახალწლო წვეულებაა გამონაკლისი და რჩევების სახით ხშირად ვაწყდებით კლასიკური სტილის კომბინეზონს. იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ღამე ბევრი იცეკვოს, იმოძრაოს და მაინც გლამურულად გამოიყურებოდეს. ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი ბრჭყვიალა კომბინეზონია, რომელიც სადღესასწაულო სეზონზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს.
ოქროსფერი ლითონთან ასოცირდება, რაც ვირთხის წლის წამყვანი სიმბოლოა, ამიტომ ვფიქრობთ კენდალ ჯენერის ეს ლუქი იდეალურად პასუხობს 2020 წლის ტენდენციას:
გამორჩეული - წითელი კაბა
წითელი კაბა მით უფრო საუკეთესო არჩევანია, თუ ახალი წლის ღამეს დიდ წვეულებას ესწრებით, მკვეთრი და გაბედული ფერი, მასისგან აუცილებლად გამოგარჩევთ. წითელი არატენდენციური არასდროს ყოფილა, თუმცა წელს განსაკუთრებულად იღბლის მომტანი ფერების სიაშია. გასათვალისწინებელია, რომ მისი ძლიერი ენერგიიდან გამომდინარე, ფრთხილად ვიხმაროთ ფერი, მაგალითად ელეგანტური კაბა კარგია, მაგრამ სახლის კედლების წითლად შეღებვა არც ისე კარგი იდეაა. ასევე, მოკლე და დეკოლტე წითელი კაბის ჩაცმა საუკეთესო გადაწყვეტილება არაა, რადგან ფერი თავისთავად არის თვალისმმომჭრელი, ამ დროს ჯობს ბალანსი დაიცვათ და აქცენტი მის მასალაზე და ფორმაზე გააკეთოთ, ვიდრე სხეულის გადაჭარბებულად გამოჩენაზე.
საუკეთესო მაგალითია რიანას ლუქი, სადაც კაბა გრძელია, თუმცა მისი დეტალები გამჭირვალე.
კომფორტული - შავი შარვალი და პრინტის ზედა
იმ შემთხვევაში თუ კოქტეილის კაბის შესაფერის გარემოში არ ატარებთ ახალი წლის დღეებს, და მოხერხებული და მოწესრიგებული სამოსის კომბინაცია გსურთ. შეგიძლიათ შავი შარვალი მოირგო
თ, რასაც ეფექტური პრინტის ზედას შეუხამებთ. ეს შეიძლება იყოს:
- ბრიტანული კუბოკრული
- ცხოველის (რომელიც ვირთხას არ მტრობს)
- ვერტიკალური ზოლები
- ყვავილები - წელს ზამთარშიც საკმაოდ აქტუალურია
- სახალისო სლოგანები და ფრაზები
- კოპლები რეტროს სტილში
- ან თუნდაც ერთ ფერში