რომელია თქვენი ზოდიაქო ?

ვერძი

2018 წლის ოქტომბერი, ვერძებისთვის მარტივი თვე არ იქნება, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა მოუწევთ.

თქვენი ცხოვრების რიტმი ისეთ სახეს მიიღებს, რომ შესაძლოა გამოიწვიოს ნერვული სისტემის დაძაბულობა. ნერვიულობა კი მოგეხსენებათ, ორგანიზმს აზიანებს, ამიტომ კარგი იქნება თუ საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს მიხედავთ.

საბედნიეროდ, ამ თვეში ფინანსური პრობლემები არ გელით. ფულთან დაკავშირებით ყველაფერი იდეალურად დაეწყობა და რეკომენდირებული გახლავთ მსხვილი შენაძენები, რადგან ამ პერიოდში ნაყიდი ქონება დიდხანს მოგემსახურებათ. ასევე, გახსოვდეთ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა და შეძენისთანავე, კარგი იქნება მათი დაზღვევა.

კურო

ამ თვეში დატვირთული იქნებით სამსახურის საქმეებით და სხვადასხვა ცხოვრებისეული საზრუნავებით.

თავისუფალი დრო თითქმის არ გექნებათ და ასტროლოგები გირჩევენ, მაქსიმალურად მიუძღვნათ თავი ზემოანიშნულ საქმეებს, რადგან ისინი თქვენი მომავლის განმსაზღვრელი ფაქტორების როლში მოგევლინებიან სულ მალე.

ზედმეტი საზრუნავის თავიდან აცილების მიზნით, კარგი იქნება თუ დააზღვევთ ავტომობილსა და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მოულოდნელად წამოჭრილი პრობლემები მოაგვაროს სადაზღვევო კომპანიამ და თქვენ არ მოგიწიოთ მათზე ძვირფასი დროის დაკარგვა.

ტყუპები

ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, 2018 წლის ოქტომბერი გახლავთ ცვლილებების პერიოდი.

გელით არაერთი წარმატებაც და სირთულეც, თუმცა ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით, თქვენ მოახერხებთ, ყველაფრის გადალახვას.

მიმდინარე პერიოდში, ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ ბავშვებს, რაც მათი ჯანმრთელობის დაზღვევასაც გულისხმობს.

კირჩხიბი

ასტროლოგიური პროგნოზის თანახმად, ეს თვე, საერთო ჯამში, კარგი პერიოდია თქვენთვის.

თუმცა არსებობს ორი პრობლემა, კერძოდ: თქვენ შეიძლება გადამეტებულად შეაფასოთ თქვენი ძალები და ზუსტად ვერ გააცნობიეროთ თქვენი ოპონენტების ძალა.

სწორედ ამიტომ, რეკომენდირებულია საკუთარი ბიზნესის ან ხელფასის დაზღვევა.

ლომი

ეს თვე გახლავთ ძალიან აქტიური პერიოდი თქვენთვის.

გელით ბევრი კომუნიკაცია, ურთიერთობები, მოგზაურობა და საქმიანი წინადადებები.

კარგი პერიოდია წარსულში დასაბრუნებლად.

წარმატებული იქნება თქვენი საქმიანობა შემოქმედებით სფეროში.

რაც შეეხება დაზღვევას, ასტროლოგები გირჩევენ, არ გახვიდეთ ქვეყნიდან სამოგზაურო დაზღვევის გარეშე. ამით, თავიდან აიცილებთ, უსიამოვნებებს, რომლებმაც შესაძლოა სასიამოვნო პერიოდი გაგიფუჭოთ.

ქალწული

ქალწულებისთვის, 2018 წლის ოქტომბერი გახლავთ პერიოდი, როცა საკუთარი ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა უნდა განაგრძონ.

წარმატების მისაღწევად, მათ თავდაუზოგავი შრომა დასჭირდებათ.

წარსულში დაგროვილი მატერიალური და არამატერიალური მარაგი, შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც მომავლის ინვესტიცია.

იმ შემთხვევაში თუ მოგიწევთ მოგზაურობა, შესაძლოა საზღვრებს გარეთ მოულოდნელმა პრობლემებმა იჩინოს თავი, ამიტომ აუცილებლად შეიძინეთ, სამოგზაურო დაზღვევის პაკეტი.

სასწორი

წარმოუდგენლად დატვირთული თვე გელით, იმდენი შრომა მოგიწევთ, თავადაც გაოცდებით, საკუთარი გამძლეობით.

თვის ბოლოს, გადაღლილობამ, შესაძლოა, მავნე გავლენა იქონიოს თაქვენს ორგანიზმზე, ამიტომ კარგი იქნება თუ წინასწარ მოემზადებით და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით აღჭურვავთ საკუთარ თავს.

მორიელი

ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები, გადადგმული ნაბიჯები და ნათქვამი სიტყვებიც კი ძალიან დიდ გავლენას მოახდენს თქვენს მომავალზე.

გმართებთ დაფიქრება და ნაბიჯების გადადგმა, მხოლოდ და მხოლოდ მათი კარგად გააზრების შემდეგ.

ბევრი თქვენგანი, საცხოვრებელთან დაკავშირებით, გარკვეულ ცვლილებებს განახორცილებს და მათთვის აუცილებელია, უძრავი ქონების დაზღვევა.

მშვილდოსანი

ამ თვეში გელით ბევრი ახალი ნაცნობობა. ახალ პერსონებს შორის, იქნებიან ცნობილი ადამიანებიც, ბევრი მათგანი, მომავალში თქვენი მეგობარი გახდება და დადებით გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე.

რაც შეეხება პრობლემებს, ისინი მოსალოდნელია კარიერასა და გზაზე. ამიტომ, რეკომენდირებულია, დააზღვიოთ საკუთარი ბიზნესი და საკუთარი ავტომობილი.

თხის რქა

ეს თვე გახლავთ პერიოდი, როდესაც ძალების მოკრებასა და თამაშის საკუთარი წესების დადგენას გადაწყვეთ.

ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა რთული, მაგრამ შესაძლებელია.

თუ არ გსურთ, რომ წვრილმანებზე მოგიწიოთ დროისა და ენერგიის დახარჯვა, მაშინ დააზღვიეთ ყველაფერი რაც დაზღვეული არ გაქვთ, რადგან მიზნის მისაღწევად, საჭიროა, კონცენტრირებული იყოთ მხოლოდ მიზანზე და არა ისეთ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც სადაზღვევო კომპანიას შეუძლია.

მერწყული

ეს თვე საოცრად წარმატებული იქნება თქვენთვის.

გამარჯვებები გელით კარიერაშიც, პირად ცხოვრებაშიც და ფინანსურ სფეროშიც.

ამ ყველაფერს, თქვენთვის თქვენივე გონება უზრუნველყოფს, რადგან სწორედ ახლა, საოცრად სწორად დაიწყებთ სამყაროსა და საკუთარი ცხოვრების აღქმას.

რისი დაზღვევაა თქვენთვის რეკომენდირებული? ეს თავადაც კარგად იცით, მთავარია, რომ დაზღვევის აუცილებლობა, ბედნიერებამ არ დაგავიწყოთ.

თევზები

ამ თვეში, თქვენთვის ჰაერივით აუცილებელი იქნება სულიერი სიმშვიდე.

აღნიშნული მდგომარეობის მისაღწევად კი საჭიროა, თქვენს გარშემო, პრობლემების რაოდენობა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი.

ასტროლოგები იმასაც კი გირჩევენ, რომ დასვენებას მიეცეთ და დროებით, თავი დაანებოთ ყველაფერ იმას რასაც თქვენი განერვიულება შეუძლია.

კარგი იქნება თუ დააზღვევთ საკუთარ ჯანმრთელობას, რადგან დაავადებებისგან დამალვა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურეობრივი და პირადი პრობლემებისგან.

2018-10-02
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?