რომელ ქვეყანაში ღირს აღმოჩნდე ახალი წლის ღამეს

ახალი წლის ღამე ხშირად ზღაპრულ ისტორიებთან ასოცირდება, ამ ღამეს იმდენად ბევრ ადამიანს სჯერა ჯადოსნობის, რომ ხშირად მართლაც ხდება სურვილები, ყველაფერი ჩვენივე განწყობაზეა დამოკიდებული. უმეტესად, სულ მცირე ელემენტებია საჭირო, რომ ეს დღე შედგეს და სასიამოვნო მოგონება დაგვიტოვოს: საყვარელ ადამიანებთან დროის გატარება, საახალწლო დეკორაციები, საჩუქრის მიღება, ჭიქა ღვინო, მორთულ ნაძვის ხესთან დროის გატარება და უამრავი სხვა დეტალი. თუმცა, ამ ყველაფერს შეგვიძლია ახალ ადგილას მოგზაურობა და სხვადასხვა აქტივობა შევმატოთ და კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ დედამიწის მზის ირგვლის სრული შემოვლა. გთავაზობთ რამდენიმე ქვეყანას, სადაც ღირს ახალი წლის ღამეს აღმოჩნდეთ:

გასეირნება ნიუ-იორკის ქუჩებში

თუ გსურთ თავი ფილმის პერსონაჟად იგრძნოთ, ნიუ-იორკი ამისთვის იდეალური ადგილია. აქ, ნებისმიერი ძვირადღირებული რესტორნის ჯავშნის გარეშეც კი არაჩვეულებრივ დროს გაატარებთ. საკმარისია მანჰეტენის ქუჩებზე გასეირნება და საყოველთაო ზეიმის ნაწილი გახდებით. თითოეული მაღაზიაც კი ორიგინალური დეკორაციით არის მორთული, ქუჩებში საშობაო ბაზრობებია გამართული, ბროდვეის პროგრამის დაფა საშობაო წარმოდგენებითაა დატვირთული, მათ შორის ნახავთ ‘’მაკნატუნას’’. ცენტრალ-პარკში გასეირნებით დათოვლილ ხეებს ნახავთ და რაც ყველაზე მთავარია მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ საციგურაო მოედანზე შეძლებთ ძალების ცდას. ამ ქალაქში შესაძლებლობლები ამოუწურავია, მთავარია ‘’მარტო სახლში’’ არ დარჩეთ, რადგან გარშემო ყველაფერი ფილმის სცენარს გავს.

ბავშვობაში დაბრუნება პარიზის დისნეილენდში 

ალბათ საახალწლო დღესასწაული ყველაზე მეტად ბავშვებს უხარიათ, სჯერათ სასწაულების და ანიმაციური ფილმების პერსონაჟების არსებობის. რატომაც არ უნდა გავიხსენოთ ეს შეგრძნებები კიდევ ერთხელ?! თანაც ისეთ ადგილას, როგორიც პარიზის დისნეილენდია, და ეს პერსონაჟები ხელშესახებები არიან. აქ ყველაფერი იდეალურია: ექსტერიერი, ადამიანების ამაღლებული განწყობა, მუსიკა, სასახლეები, და რაც ყველაზე მთავარია - ატრაქციონები.

კოცონის  გარშემო ნიდერლანდებში

გინესის რეკორდის მიხედვით, შევენინგენში, ნიდერლანდებში, ახალი წლის ღამეს მსოფლიოში ყველაზე დიდი კოცონი ინთება, რის გარშემოც უამრავი ადამიანი იყრის თავს, დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან. ამ უზარმაზარი ღონისძიებისთვის ადგილობრივები რამდენიმე დღით ადრე ემზადებიან და შეშას ზიდავენ. მასობრივი ფოიერვერკების გარდა, ადგილზე სხვადასხვა მუსიკალური წარმოდგენა იმართება. ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ამ ღამეს ახალი ადამიანები გაიცნოთ და ეს დღე განსხვავებულად, სანაპიროზე გაატაროთ.

შეხვდით ახალ წელს პირველი სიდნეიში

ტონგა, პირველი ადგილია, სადაც ახალი წელი დგება, 3 საათით ადრე ვიდრე სიდნეი. თუმცა, ბევრ ადაიმანს ეს სიდნეი ჰგონია, რადგან ის ყველაზე მეტ ყურადღებას იმსახურებს მედიაში, მასობრივი ზეიმიდან გამომდინარე. ტექნიკურად, სიდნეი მაინც ერთ-ერთი მოწინავე რჩება სხვა ქვეყნებთან თუ კონტინენტებთან შედარებით. მთავარი აქტივობა, რაც სიდნეიში ახალი წლის ღამეს ჩასული სტუმრები არ ტოვებენ, გემის კრუიზით ზღვაში წვეულებაა, რაც დამეთანხმებით საკმაოდ უჩვეულოა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მცხოვრები ადამიანებისთვის. ზღვის სიღრმიდან ქალაქში გაშვებული ფოიერვერკების შთამბეჭდავი ხედი იშლება.

პოლარული ექსპრესი ალიასკაში

რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო მეტად ახალი წლის ღამის შესაფერისი, ვიდრე თოვლიან ხედზე პოლარული ექსპრესის მატარებლით გასეირნება? ალბათ, ტყეში, ხის პატარა სახლში ღამის გატარება, მაგრამ ჩვენ უჩვეულო ღამეზე ვსაუბრობთ. აურორას ზამთრის მატარებლის რეისი 12 საათიან მოგზაურობას გპირდებათ, შამპანურის და ჩრდილოეთის ციალის თანხლებით. კოლორადოსკენ მიმავალ მატარებელში ასევე საახალწლო სუფრაც დაგხვდებათ.

 

როგორც ხედავთ იდეების სია ამოუწურავია, გარდა ზემოთჩამოთვლილისა, შეგიძლიათ ახალი წლის ღამეს შეხვდეთ:

  • ავსტრიაში თხილამურებით სრიალისას
  • სლოვაკეთში დაცულ ტერიტორიებზე
  • ამსტერდამში ველოსიპედის ტარებისას
  • ბაკურიანში ან გუდაურში ხის პატარა კოტეჯში
  • შვეიცარიის მთების ნებისმიერ მწვერვალზე
  • ამერიკულ სამოაში, სადაც დედამიწაზე ყველაზე ბოლოს დგება შუაღამის 12 საათი.

გისურვებთ ჯადოსნურ ღამეს!

2019-12-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?