როგორ მოვამზადოთ ბავშვი ზამთრისთვის

ცივი ზამთრისთვის მომზადება ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანსაც კი განსაკუთრებულად სჭირდება, მით უფრო ბავშვს. ახალბედა მშობლები ხშირად იბნევიან, თუ როგორ შეუნარჩუნონ ბავშვს სითბო, ჯანმრთელობა და ამასთანავე დააბალანსონ მათი ჰაერზე ყოფნის და ფიზიკური აქტივობის დრო.

ჰაერის შემცირებული ტემპერატურა ორგანიზმში სხვადასხვა პროცესებს წარმართავს, აუმჯობესებს ძირითადი ორგანოების ფუნქციონირებას, რომ სხეული დაიცვას. გარდა ამისა, მეტ ენერგიას მოიხმარს, რომ ტემპერატურა შეინარჩუნოს, რაც იმუნიტეტის გაძლიერებისთვის სასარგებლოა. თუმცა, ზამთარში მიკრობები და ვირუსები გაცილებით მარტივად ვრცელდება, განსაკუთრებით ბავშვებში, ამიტომ უმთავრესი საზრუნავი ბავშვის იმუნიტეტზე ზრუნვაა. მომდევნო რჩევები დაგეხმარებათ ზამთარს მზადყოფნაში დახვდეთ:

კანის დატენიანება

ბავშვის კანი ძალიან მგრძნობიარეა, და ზამთრის სუსხს მისი ძლიერი გამოშრობა შეუძლია, ამიტომ მისი კრემებით ან ლოსიონით დატენიანება გადამწყვეტია, რომ ქავილი და წვა თავიდან ავიცილოთ.  არჩევანი შეაჩერეთ სითხეზე, რომელიც მდიდარია რძის ან კარაქის ექსტრაქტით.

ჩაცმულობა

პედრიატები გვირჩევენ, რომ ბავშვი არც უნდა გადახურდეს, არც სითბო მოაკლედ, რაც საკმაოდ რთული მისიაა, რის დარეგულირებაშიც რამდენიმე ფენის მეთოდი დაგვეხმარება. ჩააცვით ბავშვს თხელი მაისური, შემდეგ ჟაკეტი, ამის შემდეგ კი ქურთუკი, რასაც სითბოში ყოფნის დროს ტემპერატურის მიხედვით გახდით. განსაკუთრებით დარწმუნდით, რომ ბავშვს თავი, ხელები და ფეხები გარეთ ყოფნისას თბილად აქვს.

სახლის განიავება

გამათბობლები ძლიერად აშრობენ ჰაერს, ამიტომ საჭიროა ბავშვის საძინებლის, და ასევე მთლიანი სახლის ინტენსიურად განიავება. ამით თავიდან აიცილებთ მიკრობების გამრავლებასაც. ამასთანავე, შეგიძლიათ ჰაერის დამატენიანებლის დამონტაჟებაც, რაც სასუნთქი გზებისთვის ძალიან სასქარგებლოა. 

მასაჟი

არ აქვს მნიშვნელობა სეზონს, ბავშვის მსუბუქი მასაჟი ყოველთვის სასარგებლოა, და ექიმების ხშირად გვირჩევენ. მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამაღლებს იმუნიტეტს. სიცივეში პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვება საკმაოდ ხშირია ნებისმიერი ასაკის ადამიანში, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მოძრაობით თუ მასაჟით ამუშავება.

სითხეები

როგორც ყოველთვის დარწმუნდით, რომ ბავშვი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს. დამატებით, ცხელი სუპი თქვენი კვების რაციონის მთავარ ატრიბუტად აქციეთ. ბოსტნეულისგან მიღებული ვიტამინები, ბავშვს იმუნიტეტს გაუძლიერებს, მისი ტემპერატურა კი სიმყუდროვის განცდას შექმნის. ეცადეთ, ზომიერად ნიორიც მოიხმაროთ, რადგან მას ბუნებრივ ანტიბიოტიკსაც ეძახიან.

აცრები

აცრებთან დაკავშირებით ყველა მშობელს საკუთარი დამოკიდებულება აქვს, ხშირად მისი დროული გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, გირჩევთ თქვენს პირად ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, რათა თავიდან აიცილოთ მომდევნო გართულებები.

თხელი საბანი

რა საკვირველია, დარწმუნდით, რომ ბავშვი ძილის დროს თბილად არის, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საბანი ძალიან მძიმე და სქელი არ უნდა იყოს, მთავარია ბავშვს მისი გადაადგილება მარტივად და ძალისხმევის გარეშე შეეძლოს.

მოძრაობა

ცივი ამინდი ხშირად გვაცდუნებს, უმეტესი დრო მყუდროდ, ტახტზე გავატაროთ, მაგრამ ცნობილია, თუ რამდენად მავნებელია მსგავსი ცხოვრების წესი. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ბავშვი დაბადებიდანვე შევაჩვიოთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. თუ კომედანტის საათი არ გამოუცხადებიათ, დროა, ზამთრის გასვლითი ტურები დაგეგმოთ, თუნდაც ახლოს მდებარე სკვერში. ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, პერიოდულად შინაც ივარჯიშეთ ბავშვთან ერთად. გარდა ამისა, ეცადეთ ბავშვი ზამთრის სპორტით დააინტერესოთ: ციგურებით სრიალი, თხილამურები ან თუნდაც ციგაობა. აქტივობა ჯანმრთელობის გარდა, მისი კოორდინაციის უნარს და გუნება-განწყობილებასაც გააუმჯობესებს.

 

რაც მთავარია, ეცადეთ ზამთარში თვითონაც ბევრი დადებითი მხარე დაინახოთ, რადგან ბავშვი ჩვენს ემოციებს იმაზე მეტად გრძნობს ვიდრე გვგონია. ამიტომ, შეუქმენით მყუდრო გარემო სახლში, და მიეცით მოტივაცია თუ რატომ უნდა გაატაროს დრო გარეთაც, ნებისმიერ სეზონზე.

2019-10-30
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?