როგორ მოვამზადოთ ავტომობილი ცივი ამინდებისთვის

შემოდგომის გარდამავალ პერიოდში, ზამთრისთვის მზადებას არა ერთი გზით ვიწყებთ, თბილი ტანსაცმლის მომარაგების გარდა, მნიშვნელოვანია ავტომობილი შესაბამისად აღვჭურვოთ ჩვენივე კომფორტისთვის და რაც მთავარია უსაფრთხოებისთვის. ცნობილია, რომ თოვლი, ჭყაპი და დაბალი ტემპერატურა ავტომობილის ექსპლუატაციას ართულებს, წყობიდან გამოყავს მისი ნაწილები, რისი შეკეთებაც ხშირად დიდ ხარჯთან ასოცირდება. თუმცა მისი სწორად აღჭურვის შემთხვევაში, თავიდან უამრავ დისკომფორტს და უსიამოვნო სურპრიზს აიცილებთ. ესენია ძირითადი სტრატეგიები, რაც თქვენს მანქანას სრულ მზადყოფნაში ამყოფებს: 

გამართეთ საბურავები 

  • პირველ რიგში დარწმუნდით, რომ საბურავის სარტყელი მწყობრშია, სთხოვეთ მექანიკოსს სცადოს მისი დატრიალება ყოველი ზეთის შეცვლისას.
  • დაბერეთ საბურავები, მათში ჰაერის დაბალი წნევა განსაკუთრებით სახიფათოა მოყინულ გზებზე. 
  • მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები ინსტალაცია აუცილებელია თუ მთიან რეგიონებში, მოყინულ გზებზე გეგმავთ გადაადგილებას.

 

 

შეცვალეთ სითხეები

ძრავის ზეთი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ფილტრები - ყველა სითხეს თუ დეტალს თავისი ვადა აქვს. 

  • სამუხრუჭე სითხის შეცვლა ორიდან-სამ წელიწადში ერთხელ მნიშვნელოვანია თქვენი და მგზავრების უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით კი ცივ ამინდში, სადაც ამინდის გაუარესების პირობების გამო, მუხრუჭის გამართული მდგომარეობა ორმაგად გადამწყვეტია. 
  • ძრავის ზეთი - რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, ძრავისთვის მით უფრო მსუბუქი ზეთის შერჩევაა საჭირო. 
  • შეამოწმეთ ანტიფრიზი- გამაგრილებელი სისტემის მწყობრიდან გამოსვლა, ყინვისას სრული დატვირთვის გამო, მის გადახურებას გამოიწვევს. ასევე დარწმუნდით, რომ სითხე არ წვეთავს. 

 

 

შემოწმება

  • შეამოწმეთ გამათბობლის სისტემა. ხანმოკლე მგზავრობა მის გარეშე არც ისე რთულია, მაგრამ წარმოიდგინეთ საცობში ან ქალაქგარეთ მგზავრობისას მისი წყობიდან გამოსვლა. 
  • ბატარეის მოცულობა ცივ ამინდში საგრძნობლად მცირდება. სთხოვეთ მექანიკოსს შეამოწმოს ბატარეის სითხე და კაბელები. 
  • ნალექიან ამინდში საქარე მინის გამწმენდი მოწყობილობა იდეალურად უნდა მუშაობდეს, რათა არ მოგიწიოთ ავტომობილის გადაყენება და ლოდინი, თუ როდის გაუმჯობესდება ამინდი. მით უფრო, ძლიერი ნალექისას, მისი მოულოდნელად წყობიდან გამოსვლა საკმაოდ სახიფათოა. არ დაგავიწყდეთ გამწმენდი სითხის შემოწმებაც, დარწმუნდით რომ საფუძვლიანად შეუძლია მინის გასუფთავება. 

 

 

კომფორტი

  • მანქანის გადასაფარებელი - თუ ავტო ფარეხს ან შენობაში პარკინგის ადგილს ფლობთ, გაგიმართლათ, რადგან ყინვას შეუძლია მისი ვიზუალური მხარე გააფუჭოს, ჩამოფხიკოს საღებავი ან ყინულმა საქარე მინა დააზიანოს. ამიტომ, გადასაფერებლის გამოყენება, სამომავლოდ მისი კოსმეტიკური რემონტის ხარჯებს შეგიმცირებთ. საუკეთესო ვარიანტია, ორმხრივი დამცავის ყიდვა, რომელსაც ერთ-ერთი მხარე ნეონის ან სხვა მკვეთრი ფერის ექნება, რაც ადვილი შესამჩნევი იქნება სიბნელეში. 
  • დაზღვევა - როდესაც ავტომობილი დაზღვეულია, თავი ქუდში გაქვთ. რადგან უსიამოვნო შემთხვევებს ნებისმიერ დროს შეიძლება წააწყდე, დაზღვევა ყველაზე კარგი გამოსავალია რთული სიტუაციებიდან თავის დასაღწევად.

 

ექსტრემალური პირობები

იმ შემთხვევაში თუ მკვეთრად გაუარესებულ ამინდში შორი მანძილი გაქვთ გასავლელი, მით უფრო ნაკლებად დასახლებულ პუნქტებში, თავის დასაზღვევად თან შემდეგი ნივთები იქონიეთ: 

  • სიგნალის მიმცემი შუშხუნა
  • ელექტროფანარი და ბატარეები
  • სანთლები და ასანთი 
  • რადიო
  • პორტატული დამტენი მობილურისთვის 
  • ქვიშა- ავტომობილის თოვლში ჩაფლობის შემთხვევაში დაგეხმარებათ მის გასათავისუფლებად
  • ყინულის საფხეკი ხელთათმანი
  • საძილე ტომარა
  • წყალი 
  • პირველადი დახმარების ნაკრები

 

როდესაც ზამთრისთვის სრულად აღვიჭურვებით, ცივ ამინდში გადაადგილება ერთგვარი სიამოვნებაა და მუსიკის თანხლებით, გამთბარი ავტომობილით მგზავრობა სიმყუდროვის შეგრძნებას გვანიჭებს, ამ დროს რთულია ამინდმა განწყობა გაგვიფუჭოს. 

 

2019-09-27
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?