როგორ დავიზღვიოთ თავი ფილტვების ანთებისგან

ცივ ამინდში თხლად ჩაცმულებს ხშირად გვესმის ფრაზა: ‘’ფილტვების ანთებას აიკიდებ!’’, მაგრამ ჩნდება კითხვა, მართლა ასე მარტივად ‘’გვეკიდება’’ ასეთი სერიოზული დაავადება?

 

პრაქტიკულად არა, მაგრამ არავინ ვართ დაზღვეული. რეალურად, შესაძლოა დაიჭიროთ ბაქტერია ან ვირუსი, რომელსაც საბოლოოდ ფილტვების ანთების, ანუ პნევმონიის გამოწვევა შეუძლია.

 

პნევმონია ფილტვების ინფექციაა, რომელიც სითხეს წარმოშობს, რაც თავის მხრივ ხველას, მაღალ ტემპერატურას და გაძნელებულ სუნთქვას იწვევს. დაავადება შესაძლოა საკმაოდ მძიმე ფორმის იყოს, ამიტომ აუცილებელია პირად ექიმთან ვიზიტი, მის გამოსარიცხად ან საფუძვლიანად სამკურნალოდ. სანამ მის თავიდან ასარიდებელ მეთოდებზე გადავალთ, თვალი გადავავლოთ ფილტვების ანთების სიმპტომებს:

 

  • ხველა
  • სუნთქვის გაძნელება
  • ტკივილი მკერდის არეში
  • მაღალი ტემპერატურა
  • ბუნდოვანი აზროვნება
  • ციებცხელება
  • საერთო სისუტე და კუნთების ტკივილი

 

არსებობს, როგორც აცრები, ასევე ბუნებრივი მეთოდები, რომლებიც საგრძნობლად შეამცირებს პნევმონიის რისკს. მთავარია ორგანიზმი შევაიარაღოთ ამ თუ სხვა დაავადებებთან საბრძოლველად.

 

ძლიერი იმუნიტეტი

აღმოჩნდა, რომ ჯანსაღი ღვიძლი პირდაპირ კავშირშია ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერესთან და შესაბამისად მის ზოგად ჯანმრთელობასთან. მრავალფეროვანი კვების რაციონი და გადამუშავებული საკვების თავიდან არიდება, მნიშვნელოვანია ამ ორგანოს ჯანმრთელად შენარჩუნებისთვის, რომელიც სხვადასხვა ინფექციებისგან დაგიცავთ.

ჯანსაღი ცხოვრების წესი

ფიზიკური აქტივობა, სტრესის მართვა და საკმარისი დასვენება, ასევე საჭიროა, რომ ორგანიზმი არ გამოიფიტოს და შეძლოს ბაქტერიებისგან თავდაცვა.

აცრა

გრიპი ფილტვების ანთების ყველაზე გავრცელებული მიზეზია, ამიტომ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა თავიდან აგარიდებთ მის გართულებას. გეგმიური აცრის ჩატარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებისთვის. გადაწყვეტილების მიღებამდე გაესაუბრეთ პირად ექიმს.

ჰიგიენა

ჰიგიენის დაცვა არსებითი პირობაა, მით უფრო მისი გადამდები ბუნებიდან გამომდინარე. დაიბანეთ ხელები ხშირად, სახლიდან შემოსვლისას, ცხვირის მოხოცვისას, საკვებთან შეხებამდე და ა.შ. ასევე, იხმარეთ ერთჯერადი ხელსახოცი, რასაც დაუყოვნებლივ გადააგდებთ.

არა თამბაქოს

გასაკვირი არ არის, რომ მწეველობი განსაკუთრებით რისკის ქვეშ არიან. თამბაქო აზიანებს ფილტვის შესაძლებლობას აირიდოს თავიდან ინფექცია.

თავდაცვა

მწვავე გრიპის სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ პირადი ნივთების მოხმარებას. არ გაიზიაროთ ჭურჭელი, პირსახოცი და სხვა მსგავსი ნივთები სხვასთან. ასევე ეცადეთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადე იხმაროთ.

რა საკვირველია დავადება ექიმმა უნდა მართოს და მის ინსტრუქციას მივყვეთ, მაგრამ სწრაფად გამოსაჯანმრთელებლად არსებობს ორი წესი რითაც სახლში ყოფნისას ხელი უნდა შევუწყოთ მკურნალობას:

 

  1. საკმარისი დასვენება- ავადმყოფ ორგანიზმს ინფეციასთან ბრძოლისგან ძალა აქვს გამოცლილი, ამიტომ არ უნდა დავაძალოთ რაიმე სახის აქტივობა. გაატარეთ საწოლში რაც შეიძლება მეტი დრო, არ დატვირთოთ კუნთები და სხეული თვითონ განიშნებთ როდის გამოჯანმრთელდა.
  2. ჯანსაღი კვების რაციონი - საკმარისი სითხის მიღება აუცილებელია, მით უფრო სხვადასხვა ხილის ჩაის, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს წყალიც. რაც შეეხება საკვებს აქაც თხევადს მიანიჭეთ უპირატესობა, მაგალითად ვიტამინებით სავსე სუპებს.

 

საბოლოოდ, ყველაზე მთავარია მაშინაც კი, როდესაც სრულიად ჯანმრთელად ვგრძნობთ თავს, ვიზრუნოთ ჩვენს იმუნიტეტის გაძლიერებაზე და დროული რეაგირება მოვახდინოთ ამა თუ იმ სიმპტომის აღმოჩენისას.

2019-10-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?