როგორ დავიცვათ თავი მზის ალერგიისაგან

იყო დრო, სანამ ტერმინებში გავერკვეოდი, მზისგან დამწვრობა და მზის ალერგია - სინონიმები მეგონა. ვერ მოგატყუებთ, რომ სამედიცინო სფეროში დისერტაციას ვიცავ, მაგრამ, როგორც ბლოგერი და როგორც ადამიანი, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს - ძალიან კარგად ჩახედული აღმოვჩნდი, დღევანდელი მდგომარეობით...

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ დაიწყო, როცა პირველად მოვისმინე ფრაზა:

  • მზის ალერგია მაქვს, ამიტომ სოლარიუმში ვირუჯები.

გამიკვირდა, მზე თუ წვავს, სოლარიუმი არ წვავს?

ან, თუ სოლარიუმში შეუძლია, მოზომილად მიიღოს რუჯი და ორ წუთში არ მოინდომოს მულატად ქცევა, იგივე მზეზე რომ გააკეთოს?

მოკლედ, თქვენც რომ არ დაგებადოთ მიამიტი შეკითხვები, თან თქვენი კანისთვის მნიშვნელოვან საკითხში - უფრო კარგად რომ გაერკვეთ, გთავაზობთ ბლოგს, რომელსაც სამ ნაწილად დავყოფ:

  1. რა არის მზის ალერგია და რა სიმპტომები აქვს
  2. რამ შეიძლება გაიწვიოს ზემოთ აღნიშნული, ავადსახსენებელი ფაქტი
  3. როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან

მზის ალერგიის სამი ტიპი არსებობს:

  1. ფოტოალერგიული რეაქცია - ეს ხდება, როცა ზედმეტად ბევრი ქიმიური ნივთიერებით დახუნძლული ვწვებით მზეზე, ნამზეურის მისაღებად და მზესთან მათი რეაქცია იწვევს ალერგიას. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, დაწყებული კოსმეტიკური საშუალებებით და უცნაური, რუჯის დამაჩქარებლებით, დამთავრებული ჩვენთვის კარგად ცნობილი, მოუშორებელი ჭირი - ლეღვის ნახარშით
  1. პოლიმორფული გამონაყარი -  ეს მზის ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმა გახლავთ, რომელიც უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. ამ ტიპის ალერგიის ნიშნებია სიწითლე და ქავილი, ასევე შესაძლოა კანზე გაჩნდეს სითხით სავსე ბუშტუკები.

წინა ფორმისგან განსხვავებით, რომლის გამოვლენასაც შეიძლება ორი-სამი დღე დასჭირდეს, ამ შემთხვევაში, რამდენიმე საათიც სრულიად საკმარისია.

  1. მზის ურტიკარია - ეს ალერგიის შედარებით იშვიათი ფორმაა, რომელიც იწვევს ჭინჭრის ციების მაგვარ გამონაყარს. გამონაყარი ჩნდება მზეზე ყოფნიდან რამდენიმე წუთში და შესაძლოა ის საკმაოდ მალე გართულდეს და ძალზედ ცუდი შედეგების წინაშე დავდგეთ, ამიტომ, ალერგიის ნებისმიერი გამოვლინების შემთხვევაში, საჭიროა დროული კონსულტაცია ექიმთან.

იმისთვის, რომ ეს ძალიან ხარჯიანი არ იყოს და ამის გამო არ გადავდოთ, რა უნდა გვქონდეს წინასწარ?

დიახ, მართალია, დაზღვევა.

ალერგიას იწვევს, როგორც მზის ზედოზირებული მიღება, ასევე რაღაც ნივთიერებების მიღება, წასმა, მათი უკუ რეაქცია და ა.შ. ასევე, მზის ალერგია შეიძლება თანდაყოლილიც იყოს.

ახლა კი - რჩევები, როგორ შევამციროთ რისკები:

ა. მზეზე ნუ გაჩერდებით მაშინ, როცა დასხივების სიმძლავრე პიკს აღწევს, მაგალითად 12-დან 4 საათამდე

ბ. თავის დასაცავად, გამოიყენეთ ქოლგა, გრძელ სახელოებიანი სამოსი, ჩრდილში გადაწოლა და რა თქმა უნდა მზისგან ხარისხიანი დამცავები

გ. ნუ მოინდომებთ შედეგს 1 დღეში, გამოიჩინეთ მოთმინება და მზის სხივებს კანი ნელ-ნელა შეაჩვიეთ

დ. მოერიდეთ ისეთ ნივთიერებებსა და მედიკამენტებს, რომლებიც იწვევენ თქვენს კანზე გარკვეულ რეაქციებს

ე. თუ მზეზე დიდი ხნის განმავლობაში მოგიწევთ ყოფნა, დააკვირდით კანს, რომ საჭიროების შეთხვევაში, დროულად მიმართოთ ოჯახის ექიმს

სულ ეს იყო, გისურვებთ ჯანმრთელ რუჯს, შეუფერხებელ ზაფხულს და ბედნიერ დასვენებას!

 

 

2019-07-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?