რა შეიძლება გავაკეთოთ ორ წუთში?

ბოლო პერიოდში, შენიშნავდით, რომ თითქოს დრო დაჩქარდა. აი, დასრულდება ზაფხული, იწყება სიცივეები, შემოდგომა, ზამთარი, მოიხედავ და უცებ მორიგი გაზაფხულიც მოდის.

ამ უდროობაში, ადამიანების მხრიდან დროის მიმართ სენსიტიურობაც, ათმაგადაა გაზრდილი.

უკვე, ვბრაზდებით კიდეც, როცა რომელიმე კომპანია ოფისში მისვლას გვთხოვს

  • რომელი საუკუნეა, ონლაინ სერვისების შესახებ გსმენიათ რამე?
  • მოვიდე? უკაცრავად, ნახვამდის.
  • სად უნდა მოვიდე, ინტერნეტი ჩართოთ იქნებ
  • და მრავალი სხვა

ეს არის, ჩემი და ჩემი მეგობრების პასუხების არასრული ჩამონათვალი, როცა რომელიმე კომპანია, ჩვენს დროს არ უფრთხილდება...

და მაინც, რა არის შესაძლებელი მოკლე დროში, ვთქვათ ორ წუთში?

  • წვერის შესწორება, ელექტრო საპარსით
  • მანქანის დაქოქვა და გახურება, პარალელურად ფეისბუქის ინბოქსის შემოწმება
  • ჩაცმა შარვლის და ოდნავ დაკუჭული პერანგის, რომელიც „ტანზე გასწორდება“
  • ტაქსის გამოძახება რომელიმე ელექტრონული აპლიკაციით
  • სასწრაფო სმს-ზე შეძლებისდაგვარად ამომწურავი პასუხის გაცემა
  • წიგნის ნახევარი გვერდის წაკითხვა
  • 5 უცხო სიტყვის სწავლა, უცხო ენაში
  • ჯიპიაი ჰოლდინგში, ავტო დაზღვევის გაფორმება
  • გრძელ შუქნიშანზე - დარეკვა და პროვაიდერ კლინიკაში ჩაწერა ექიმთან
  • საყვარელი მელოდიის ნახევრამდე მოსმენა, მაგრამ მაინც დამუხტვა პოზიტივით
  • ომლეტის მომზადება
  • სატელეფონო ბალანსის შევსება ინტერნეტ ბანკით
  • ფრენის ბილეთების ნახვა ონლაინ და მოგზაურობაზე ბედნიერი ფიქრი
  • ფრჩხილების შესწორება, ერთ ხელზე
  • მარტივი გადაწყვეტილებების მიღება

და მრავალი სხვა.

მოკლედ, შევეცადე, დროის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შემეხსენებინა.

ნუ დაგვავიწყდება: დღეები მაშინაა დიდი და ფერადი, როცა ბევრი რამ ხდება, ამისთვის კი - დროის სწორად გამოყენებაა საჭირო.

წარმატებული დროის მენეჯმენტი მისურვებია!

2019-03-04
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?