რა შეიძლება აკეთო ექიმთან რიგში ყოფნის დროს

გამოკვლევები აჩვენებს, რომ პაციენტების უმეტესობა, ექიმთან ვიზიტის დროს უარყოფით ემოციებს, ლოდინის დროს უკავშირებს, ამ დროს ფიქრები გვერევა მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით, რაც კიდევ უფრო დაუსრუებელს ხდის რიგში დგომას. გამოკვლევის დასტური, სულაც არ არის საჭირო ამის დასამტკიცებლად, ალბათ ყველა ჩვენგანი ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში, თუმცა საუკეთესო მიდგომა რეალობის მიღებაა, დავუშვათ, რომ შესაძლოა ლოდინი მოგვიწიოს და შფოთვის მაგივრად, რამდენიმე გზას გთავაზობთ, რასაც შეუძლია თქვენი გამოცდილება გასაკვირად სასიამოვნო ან პროდუქტიული გახადოს. მთავარი პრინციპია, ნებისმიერ სხვა რამეს მივაპყროთ ყურადღება, გარდა ლოდინისა.

წაიკითხეთ

კითხვა რიგში დგომის დროს უკონკურენტო საქმიანობაა. მით უფრო, დატვირთული გრაფიკის გამო, ხშირად წიგნის საწოლის თავთან დადება გვიწევს, იმ იმედით, რომ ძილის წინ ენერგია შეგვრჩება, საბოლოოდ კი, უფრო მეტად პროფესიული წიგნის კითხვა გვიწევს, ვიდრე ლიტერატურის. ექიმის ლოდინისას, მიტოვებული წიგნი შეგვიძლია ჩავამთავროთ, ან დავიწყოთ ის, რაც დიდი ხანია გვაინტერესებდა. თუ განტვირთვას ამჯობინებთ, იგივე წარმატებით თან ჟურნალის წაღებაც შეგიძლიათ და თქვენთვის საინტერესო თემების გაცნობა. ამ გზით, შესაძლოა დამატებით ლოდინის დროც კი მოითხოვოთ. 

 

დააორგანიზეთ მობილური

საუკეთესო დროა, საბოლოოდ მოაწესრიგოთ მობილური ტელეფონები. 

  • გადახედეთ უპასუხოდ დატოვებულ შეტყობინებებს და გაეცით პასუხი
  • დაახარისხეთ ელექტრონული ფოსტა, წაშალეთ ზედმეტი შეტყობინებები, მნიშვნელოვანი კი, ცალკე ფოლდერში გადაიტანეთ, მონიშნეთ პრიორიტებები და ისინი, რომელსაც პასუხი უნდა გასცეთ.
  • დაახარისხეთ ფოტოების ალბომი, ამ შემთხვევაშიც წაშალეთ ზედმეტი, დანარჩენი კი თემატიკის მიხედვით დაალაგეთ, რაც სამომავლოდ საჭირო ფოტოების პოვნას გაგიმარტივებთ.
  • შეცვალეთ ზარი, ფონი, უბრალოდ განაახლეთ ყველაფერი.
  • გადახედეთ აპლიკაციებს და გადმოწერეთ თქვენთვის სასურველი.
  • სოციალური ქსელების ჭარბი მომხმარება, ან თამაში სინდისს აღარ მოგგვგრის თუ ამას ძვირფასი ან სამუშაო დროის ნაცვლად, ლოდინის დროს ვუთმობთ.

მოდუნდით   

რამდენად ხშირად ვდუნდებით დღის მანძილზე? სამწუხაროდ იშვიათად. ეცადეთ იპოვოთ სკამი და შედარებით მშვიდი ადგილი.

  • მოუსმინეთ მუსიკას, ისე რომ სხვა არაფერი აკეთოთ და მელოდიით ისიამოვნოთ.
  • სცადეთ შფოთვის შემამცირებელი სავარჯიშოები, იმის მიუხედავად ღელავთ თუ არა. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ როგორ ადუნებთ სათითაოდ კუნთებს და ისუნთქეთ თანაბრად. ხანდახან მსგავსი სავარჯიშო, გამოძინებასაც უტოლდება.
  • შეგიძლიათ თქვენთვის საინტერესო პოდკასტს მოუსმინოთ.

მოემზადეთ 

იმისათვის რომ მომდევნო პროცედურებმა უფრო მარტივად და დროულად ჩაიაროს შეგიძლიათ წინასწარ მოემზადოთ:

  • იმ შემთხვევაში თუ ვიზიტი უცხო ექიმთან გაქვთ დანიშნული და არა პირადთან, წინასწარ ჩამოწერეთ იმ მედიკამენტების, ჩივილების, თუ სხვა დეტალების სია, რაც გაგიმარტივებთ მასთან კომუნიკაციას.
  • ასევე შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ კითხვები, რათა შემდეგ არ ინანოთ, რომ რაიმე გამოგრჩათ.
  • მიმღებში შეგიძლიათ გადახედოთ პროცედურების და ანალიზების ფასებს, რასაც ვარაუდობთ, რომ შესაძლოა დაგჭირდეთ.
  • ასევე გაარკვიეთ, თუ რა პროცედურებს დაფარავს თქვენი სადაზღვევო პოლისი, რაც განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მიმოიხედეთ     

შეგიძლიათ გასართობი ადგილზევე მოძებნოთ.                           

  • გაისეირნეთ კლინიკის ეზოში.
  • გამოელაპარაკეთ გვერდზე მჯდომს, გაუზიარეთ ერთმანეთს აზრები, გამოცდილებები. მით უფრო თუ ერთსა და იმავე ექიმთან ხართ ჩაწერილი.
  • გაეცანით კლინიკის შეთავაზებებს.
  • მოძებნეთ ბუფეტი და მიირთვით ლანჩი.                     

იყავით მეტად პროდუქტიული         

     

  • თან იქონიეთ ლეპტოპი და დაასრულეთ სამუშაო.
  • ჩამოწერეთ უახლოესი თვეების გეგმები.
  • ან თუნდაც საყიდლების სია.
  • გაწერეთ ჯანსარი საკვების სია, რასაც უახლოეს დღეებში შეიძენთ და მოიხმართ. 

 

ეს სია უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, და როგორც ჩანს რიგში დგომა შესაძლებელია სასარგებლოც აღმოჩნდეს, თუ ამას მოვინდომებთ. საბოლოოდ მთავარია ჩვენი საკითხისადმი დამოკიდებულება და არა მოცემულობა.

2019-10-10
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?