რა სარგებლობა მოაქვს წყალს

ალბათ რეგიონებში, ან ოჯახის წევრების უფრო წევრებისგან ხშირად მოგისმენიათ: წყლის ძალა მოგცეს ღმერთმაო.

ძირითადად ეს ხდება, როცა წყალს დაალევინებ ვინმეს.

ნუ, ლოგიკურად, პირდაპირი გაგებით - ძლიერად მჩქეფარე წყლები იგულისხმება, მაგ: მორბის არაგვი არაგვიანი, ან ჩანჩქერი, მაგრამ...

წყლის ძალა, ირიბი მნიშვნელობითაც ძალიან დიდია.

ბოლო ორი წელია, ორ ლიტრამდე წყალს ვიღებ დღეში და ადამიანურ, ნაკლებად სამედიცინო ენაზე რომ მოგახსენოთ, თქვენც მარტივად დამეთანხმებით:

  • იწვევს ხშირ შარდვას და გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს
  • აახალგაზრდავებს კანს და ვინარჩუნებთ კარგ ფორმას, როცა კლასელების ყოველ მორიგ შეკრებაზე, ნახავთ, თუ როგორ ბერდებიან ისინი, თქვენ კიდევ - იფურჩქნებით ვარდივით :)
  • აუმჯობესებს კუჭის მოქმედებას
  • ცხიმებსაც წვავსო ამბობენ და რავიცი, რაც ეგ ამბავი დავიწყე - უფრო მარტივად ვწვავ მართლაც რომ...
  • სიცხის დროს ხელს უშლის ორგანიზმის გადახურებას
  • ხსნის გონებას და გვაძლევს დამატებით ენერგიას
  • გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს (თუ ეგ და შლაკები იგივეა, მე მაპატიეთ, მარკეტერი ვარ და არა ექიმი) :)
  • აუმჯობესებს იმუნურ სისტემას
  • თავის ტკივილსაც ხელს უშლის
  • ნაბახუსევიც უფრო კარგი გვაქვს თურმე იმ ხალხს, ვინც აქტიურად მივირთმევთ წყალს
  • უფრო კარგ ხასიათზეც გვაყენებსო, რავიცი, ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ჭეშმარიტებაა, არ ვიცი რამდენად წყლის ბრალია, მაგრამ მაინც :)
  • სხეულის ტემპერატურასაც აუმჯობესებს
  • და მრავალი სხვა.

საბოლოოდ, ყველაზე მარტივი გზაა - შევიძინოთ შუშის ლამაზი ბოთლი, საშუალოდ ლიტრიანი, ძაანაც რომ არ გაგვითბეს და ძალიან მალეც რომ არ დამთავრდეს...

თუ ლიმონით გვიყვარს - ჩავაგდოთ ნაჭერი

რამდენიმე ფერიც არ გვაწყენს, ტანსაცმლის მიხედვით რომ ვცვალოთ.

ვიზუალურადაც მშვენიერი ატრიბუტია, თან ჩვენი ჯანმრთელი ცხოვრების წესს უსვამს ხაზს, თან სხვა წყლის ბოთლიანებთან გვაახლოვებს და მოკლედ, უამრავი ბენეფიტი ჰქონია, ამ მართლაც მარტივ ამბავს.

და ფასიც გადასარევი, მარკეტში თუ არ გვინდა თანხის გადახდა, მიუხედავად იმისა, რომ იაფია - აგერ ბატონო ონკანი და მისი ჯანი.

რა, რა და წყალი ნამდვილად ხარისხიანი გვაქვს, ჩვენს ლამაზ და საინტერესო ქვეყანაში, ჰოდა დავიწყეთ ორშაბათიდან კი არა და ხვალიდანვე! ;)

2018-09-18
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?