რა მავნე ზიანი შეიძლება მოუტანოს ორგანიზმს და ჩვენს სხეულს სოკოს დაავადებამ?

სოკოს დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, ბავშვობიდანაც ხშირად მოვისმენდით:

  • აუზზე ჩვენი ფეხსაცმლით მივიდეთ
  • ცურვის დაწყების წინ - სამედიცინო შემოწმების გავლა
  • უცხო აბაზანებში ფრთხილად ყოფნა
  • საერთო მოხმარების ფეხსაცმლის ნაკლებად გამოყენება
  • სექსუალური გზით გადამდები დაავადებები
  • ნაცხის ანალიზი
  • უამრავი სხვა რამ

ეს ყველაფერი, მიგვანიშნებს, რომ სოკოვანი დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ბევრმა ადამიანმა არ იცის, როგორ უნდა დაიცვას თავი, როგორ ჩაიტაროს პროფილაქტიკა, ზოგი კიდევ - ხალხურ მედიცინას მიმართავს და ამით უფრო მეტად რისკავს, ანუ, ზრდის გართულების შანსებს...
განვიხილოთ, რა სახეობის დაავადებებთან შეიძლება გვქონდეს საქმე:

  • ფრჩხილის სოკო


ფრჩხილის სოკო, ანუ ონიქომიკოზი, ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. სიმპტომები შემდეგია: დაავადებული ფრჩხილი იცვლის ფერს,, სქელდება, ძნელდება მათი დაჭრა. გარდა ამისა, ზიანდება კანი ფრჩხილის ირგვლივ. თუ დროულად არ მიხედეთ - გართულებულ დაავადებას შეიძლება ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ დაავადებული ფრჩხილების არაესთეტიურ შესახედაობაზე.

სოკოთი დაინფიცირების რისკი მაღალია საერთო მოხმარების ადგილებში, როგორიცაა: საცურაო აუზები, სპორტდარბაზები, პლაჟი (აღსანიშნავია, რომ სოკოს ზოგიერთი სახეობა თვეობით ძლებს ქვიშაში), საუნები, აბანოები და ის ადგილები, სადაც მაღალი ტენიანობა და ტემპერატურაა და იატაკის ზედაპირთან შიშველი ფეხით შეხება გიწევთ.
პრევენციის მიზნით, გვირჩევენ, რომ:

  • ვიხმაროთ ჩვენი რეზინის ფეხსაცმელი, როცა საერთო მოხმარების საუნებს, აბანოებს, ა.შ. ვსტუმრობთ
  • არ ჩავიცვათ ვიწრო და ფრჩხილის დამაზიანებელი ფეხსაცმელი
  • თხილამურების, ბოულინგის დროს - ვატაროთ ჩვენი წინდები
  • გამოვიყენოთ ბამბის წინდები და ვიცვალოთ ყოველ დღე
  • და სხვა, მსგავსი ქმედებები, განსხვავებული სიტუაციებიდან გამომდინარე
  • კანის სოკო 


ესეც გავრცელებულ სოკოვან დაავადებას წარმოადგენს. გამოიყოფა კანის, ტერფის, თმიანი საფარის სოკო.
სოკო კანზე შეიძლება გაჩნდეს კანის ხშირი მიკროტრავმების, ჭარბი სინოტივის და ოფლიანობის დროს. ასევე, იყოს გადამდები, საერთო მოხმარების აბაზანის, ფრჩხილის ლაქის, საზოგადოებრივი ტუალეტების თუ გასახდელების გამოყენების შემთხევაში. 

კანის სოკოს სიმპტომებია: კანის დახეთქვა, თითებს შორის და/ან ტერფების ქავილი, გამონაყარი, წყლული, ბუშტუკების მსგავსი გამონაყარი. ფეხის სოკო ასევე ხასიათზება უსიამოვნო სუნით.
მისგან თავის დაღწევის გზებად, მოდით პირდაპირ ექიმს გირჩევთ.

  • სასქესო ორგანოს სოკო


აღნიშნული დაავადება, ქალებსა და მამაკაცებში განსხვავებული ფორმით ხასიათდება და არამხოლოდ სექსუალური გზით არის გადამდები, ის შეიძლება გამოიწვიოს: ანტიბიოტიკების ზედოზირებულმა მოხმარებამ, ხანგრძლივმა სტრესმა და არასწორმა კვებამ, ავიტამინოზმა, დიაბეტმა და სხვა დაავადებებმა.
იმედია, აღნიშნული ინფორმაცია სასარგებლო იქნება და დაავადებებისგან პრევენციის საჭიროებას, თუ ინფორმირებულობის დონეს - ოდნავ მაინც გავზრდით ადამიანებში.

ზოგადად, ჩემი მოსაზრებაა, რომ ანალიზები პროფილაქტიკის მიზნით ყოველთვის უნდა გავიკეთოთ, რაკი, როგორი ცხოვრებითაც არ უნდა ვიცხოვროთ, რისკი მაინც არსებობს. ჰოდა, თუ დაზღვეული ვართ და ანალიზების დიდი ნაწილი გვინაზღაურდება - ხომ საერთოდ...

2019-04-23
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?