რა ერთეულებში ზომავს აპკი ქალის პატიოსნებას?

რა არის ამისთანა ეს აპკი და რა ერთეულებში ზომავს იგი ქალის პატიოსნებას?
________________
აპკი არის საშოს შესასვლელში (ზუუუუუუსტად შესასვლელში და არა შუაში და ბოლოში) არსებული ქსოვილი (ილუტრაციისთვის დაგუგლეთ hymen). წინა ამის ბიძაშვილ უზარმაზარ პოსტში როგორც ავხსენი, სავარაუდოდ აპკი იმიტო ჩაყენდა და დამოტაჟდა, რო დამცველობითი ფუნქცია ჰქონოდა. საშოს შესასვლელი მაქსიმალურად ვიწრო ყოფილიყო და ინფექციებს არ ერბინათ ზემოთქვემოთ. მანამ, სანამ ქალს მისი გამოყენება არ დასჭირდებოდა

აპკი კი ისე ჟღერს, გეგონება ცელოფანივითაა გადაკრული საშოზე, მარა არაა. უბრალოდ შესასვლელს ავიწროვებს, მარა ხვრელი მაინც რჩება რო საშოს ნორმალური და მენსტრუალური გამონადენი გამოვიდეს.

აპკი არსებობს იმდენი სახის, რამდენიც გაგიხარდებათ და თითები გეყოფათ დასათვლელად. და ასევე არსებობს აპკი, რომელიც არ არსებობს;დ ანუ ზოგს სულ არ აქვს დაბადებიდან და უყარე კაკალი

კიდე არსებობს აპკი, რომელსაც ხვრელი სულ არ აქვს. ამ შემთხვევაში გოგო სავარაუდოდ სულ ვერ გაიგებს ამ ამბავს მაანამ სანამ რა არ მოხდება? სანამ პირველი მენსტრუაცია არ დაეწყება. სისხლი გამოსვლას ვერ მოახერხებს, საშოში დაგროვდება და ძალიან ძლიერ ტკივილებს გამოიწვევს. ამ შემთხვევაში გინეკოლოგი უბრალოდ ჩაჭრის მას და ვსო, ვითომც არ ყოფილა

სხვა მხრივ არსებობს აპკები დიდი ხვრელით და პატარა ხვრელით, საცერივით დაცხრილული, იმ ფორმის, ამ ფორმის, ასეთი, ისეთი და რავი, რო დაგუგლოთ ამოაგდებს ბევრ ნახატებს.

ქსოვილის მხრივ არსებობს ელასტიური აპკები (რომლებიც ისეთი წელვადია, რო სექსის დროსაც შეიძლება არ დაირღვეს და დარჩეს და მშობიარობამდე იქ იყოს), არსებობს უფრო მყარი ქსოვილის აპკები (რომლებიც გარღვევაც შედარებით მტკივნეულია), არსებობს ისეთი ნაზი და არაფრისმაქნისი აპკები რო ტანვარჯიშზე ერთი ფეხის გაქნევამ შეიძლება დაარღვიოს ან ტამპონმა (რომელიც ქალიშვილებისთვისაც შეიძლება!)

დარღვევისას წამოსული სისხლის მიხედვით არსებობს უსისხლო, ორწვეთიანი და სისხლიანი აპკები და ყველა არის ნორმა;დ

და ერთი ძალიან ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი სპოილერი შემდეგისთვის: აპკის ადგილზე ყოფნა არავის არასდროს არაფრისგან იცავს. შეიძლება აპკი იყოს ადგილზე და ადამიანს გადადებული ჰქონდეს ყველა დაავადება რაც არსებობს და აპკი იყოს ადგილზე მარა ადამიანი დაორსულდეს. ეს დაიმახსოვრეთ და შემდეგი აბზაცების კითხვისას გქონდეთ თავში.

ქალიშვილობა და სექსის მის დაუკარგავად
______________
ამასობაში აპკი ჯანდაბას და მთავარი კითხვა, რა კიარადა ვინ არის ქალიშვილი? რა მომენტიდან იკარგება ქალიშვილობა და რა მომენტამდე ნარჩუნდება?
მოდით ჩავთვალოთ, რო ადამიანი რომელიც აპირებს სექსის ქონას, არის და უნდა იყოს საკმარისად გაზრდილი იმისთვის, რო რეალობის პირდაპირ ყურება და ლოგიკისთვის მიყოლა შეეძლოს. ჰოდა მივყვეთ ნაბიჯნაბიჯ

არსებობს ქალიშვილის ორი განმარტება - ჭორიკანამეზობლური და სამედიცინო. და ორივეს აქვს თავ-თავისი საფუძველი
პირველ რიგში იმაზე დაფიქრდით, რომელი მათგანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი და შემდეგ გადაწყვიტეთ, რომელ განმარტებას დაიჯერებთ

ჭორიკანამეზობლური და ციციკორეების განმარტება ასეთია: ქალიშვილი არის გოგო, რომელსაც ადგილზე აქვს აპკი და გათხოვებამდე ან სიკვდილამდე ეგრეც ექნება. საფუძველი? ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო პატიოსნების დაცვა და სხვის პირად ბედნიერებაში/ცხოვრებაში/ლოგინში ცხვირის ჩაყოფა საკუთარის არქონის გამო

სამედიცინო განმარტება ასეთია: ქალიშვილი არის ადამიანი, რომელსაც არ ჰქონია სექსი (ვაგინალური, ანალური). საფუძველი? ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, მედიცინამ რო გამოაცხადოს, რო აპკის გაურღვევლად სექსი სექსი არ არის (ანუ პენისის ბოლომდე არ შესვლა, ¾ შესვლა, 38%ის გარეთ დატოვება, ანალური სექსი და მსგავსი რამეები სექსად არ ითვლება). რა მოხდება და ხალხი ჩათვლის რო რახან სექსი არ ჰქვია მაგას, ესეიგი თავის დაცვაც არ მჭირდება და ურააა, აპკი ყოფილა ყველაფრისგან დამცავი საშუალება, არაფერი გადამედება კაცო და არც დავორსულდები. საბოლოოდ ყველას რათქმაუნდა ყველაფერი გადაედება და ძალიან ბევრი დაორსულდება. 
ვერასდროს ვერსად წაიკითხავთ, რო გონორეის ან შიდსის გადადებას მააააინცდამაინც პენისის ბოოოლომდე შესვლა სჭირდება საშო-ში. ეგრე რო იყოს, რა კაი და ადვილი იქნებოდა ცხოვრებაა, ¾ს არავინ გადააცილებდა, იფ;დ პენისის ნაწილის და მცირე რაოდენობის სპერმის მოხვედრაც საკმარისია, საშოშიც და სწორ ნაწლავშიც, გადასადებად. ბაქტერიებს და შიდსის ვირუსს გააგებინებთ ახლა თქვენ რო იცი რაა, პენისი ბოლომდე არ შესულა და იურიდიულად უფლება არ გაქვს გადმომედოო? სწორი ნაწლავის შემთხვევაში რისკი კიდევ უფრო დიდია, რადგან ანალურის სექსის დროს ლორწოვანის დაზიანება უფრო ხშირია და დაზიანებულზე რათქმაუნდა უფრო ადვილად გადაგედებათ, რაც იქნება. 
და ვერც იმას წაიკითხავთ, რო დაორსულებას სჭირდება პენისის ბოოოოოოლომდე შესვლა საშოში. სპერმა რო მოხვდეს შიგ პენისის თავიდან, ეგეც საკმარისზე მეტია. არც საშოში შევარდნილ სპერმატოზოიდს გადაუდგება ვინმე წინ, აბა ახლა უკან მოძუძგე, პენისი ბოლომდე არ იყო შემოსული და ეგ სექსად არ ითვლებაო. ეს ხო არ არის რაღაცა პირადი აზრის, ფილოსოფიის, მორალის, გემოვნების და ხასიათის ამბავი? მედიცინაა, ბიოლოგიაა და მჯერა/არმჯერაზე არარი, თავის მოტყუება/არმოტყუებაზეა, ისევ ჯანმრთელობის ხარჯზე. ორალურ სექსიც სექსია ამასობაში, უბრალოდ ორსულობის რისკი ნამდვილად არ ახლავს თან და დაავადებების გადადების რისკიც ბევრად ნაკლებია (თუმცა მაინც არის). აი ეგ შეიძლება ჩაითვალოს შედარებით უსაფრთხო „ნახევარსექსად“ და არა 3/7ით შესვლა და 47%ით გარეთ გათავება და აპკის თავდაცვის საშუალებად აღქმა.

პირდაპირ რო ვთქვათ, იმისი მტკიცება რო აპკი თუ არ დაირღვა, სექსად არ ითვლება - არის სირაქლემობა და ქვიშაში თავის წაყოფა. კაიბატონო, მოტყუვდება ყველა, დედა, მამა, მეზობელი, მეეზოვე, პატრიოტთა ალიანსი, თქვენც, თუ კარგად მოიტყუებთ თავს, მარა არ მოტყუვდება ბაქტერია, ვირუსი და ორსულობა. საბოლოოდ შეგრჩებათ ნახევარქათამა სექსი მარა ზუსტად იგივე დაავადებები/ორსულობა. რავი, გიღირთ? მედიცინა მაგას არ გამოაცხადებს ჭეშმარიტებად, იმიტორო სრულიად არაეთიკურია მსგავსი ტყუილებით ადამიანების რისკის ქვეშ დაყენება. პატიოსნების სადარაჯოზე მდგომებს კიდე აი სულ არ აინტერესებთ თქვენი ჯანმრთელობა. თვალით რო არ უნახავთ იმ აპკზე ლაპარაკი უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, ვიდრე თავის დაცვასა და შიდსზე და ჰეპატიტებზე, ნახევარ საქართველოს რო აქვს.

თქვენ რა მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად, ეგ თქვენი გადასაწყვეტია. უბრალოდ თავს ნუ მოიტყუებთ. მედიცინა და მეცნიერება, მაგ საქმის სპეციალისტები, ამბობენ რო აპკი არ იცავს ორსულობისგან და სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან. ეს არაა მორალის და პირადი ფილოსოფიის საკითხი, მეცნიერებაა და ვსო, ასეა. იმის იქით თქვენ რას გადაწყვეტთ და აპკისა და ჯანმრთელობის აიწონა-დაიწონა საით გადაიწევს, თქვენი საქმეა. (ეს ეხება ადამიანებს, რომლებიც აპკისა და პატიოსნების შენარჩუნების მიზნით აქვთ „ნახევრადსექსი“ ან ანალური სექსი. თუ აპკი სულ არ გაინტერესებთ და თავს ისედაც იცავთ (!), მარა ჩვეულებრივი სექსი არგიზიდავთ და მაინცდამაინც ნახევრსექსი გინდათ ან ანალური, ეგ უკვე თქვენი გემოვნებაა და მედიცინა აღარ ერევა).

ჰოდა მაშასადამე
შეიძლება თუ არა ქალიშვილი დაორსულდეს? რავი, რომელი განმარტების მიხედვით ქალიშვილზეა საუბარი
სექსი (და სპერმის მოხვედრა საშოში) არ ჰქონია და დაორსულდა? რათქმაუნდა არა
სპერმა კი მოხვდა საშოში მარა აპკი იყო ფაქიზად შენარჩუნებული და თავს ქალიშვილად თვლიდა? არ ყოფილა ქალიშვილი და არც თავი დაუცვია და რატომაც არ დაორსულდებოდა?

და ამ აპკის ამბებზე გამახსენდა კიდე
მოდით ოდესმე ყველამ ხიდის თავს შევკრათ პირობა და დავიფიცოთ, რო ცხოვრებაში არ გავეკარებით და არ გავთხოვდებით ისეთ ბიჭზე, რომელიც ქალის პატიოსნებას აპკის არსებობით განსაზღვრავს და თვითონ სად დაწანწალებს კაცმა არ იცის. უბრალოდ არ მიეკაროს არავინ მაგათ და ბუნებრივი გადარჩევით თავად გამოიხშირებიან და გადაშენდებიან ერთ დღესაც;დ ოღონდ აი სრულიად სერიოზულად ვამბობ. ეგეთი არც ქმარი სჭირდება ვინმეს და არც მამა და ნორმალურები გამრავლდნენ არჯობიაა. და გოგოებსაც აღარ მოუწევთ ჯანმრთელობის ხარჯზე თავების მოტყუება რო აპკს თუ ინარჩუნებენ ესეიგი სექსი არ აქვთ.

 

ავტორი: ნია ხაჭაპურიძე

2019-05-31
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?