ყველაზე ძვირადღირებული ქვეყნები სამოგზაუროდ

 

მოგზაურობა სიამოვნებაა, ამაზე ვთანხმდებით.

მინდა 5 ყველაზე ძვირიან ქვეყანაზე მოგიყვეთ.

დავიწყეთ:

  1. ბორა-ბორა - ლამის ყველა სეზონზე ვამოწმებ ფრენებს და აი საშუალოდ 7000-8000 ლარია, ყველაზე კარგ ვარიანტში.

ცალკე ამბავია, იქ ცხოვრება რა ღირს, სასტუმრო, კვება, ა.შ. თუმცა ჩემთვის საზომია სიმდიდრის... ყველგან წახვალ შემოვლითი გზით, შედარებით ხარჯებსაც დაზოგავ, მაგრამ ბორა-ბორა აუღებელი ციხე-სიმაგრეა ამ მხრივ.

ნუ, რუკაზეც თუ დავხედავთ, მისი ლოკაციის მიხედვითაც ლოგიკურია მისი ღირებულება...

და მაინც...

  1. ისლანდია - აქაც, თბილისიდან ფრენები იმდენად ძვირია, რომ ერთ-ერთ მიუწვდომელ ლოკაციად ითვლება. როგორც კვლევები ადასტურებენ, იქაც საკმაოდ ძვირია ცხოვრება, თორემ ფრენაზე რამეს იზამ...

აი, მაგალითად - ფრენის ფასის დაზოგვის მიზნით, შეიძლება ჯერ ევროპაში გადაფრენა ქუთაისიდან და მერე მანდვე, რამე იაფიანი ფრენის პოვნა, თუმცა, ჯამში მაინც საკმაოდ ძვირი გამოდის.

  1. შვეიცარია - ეს მეორე კუთხით არის მიუწვდომელი. ანუ, ფრენით როგორღაც ჩაფრინდები, ან მილანში წახვალ და სახმელეთო გზით გადახვალ მალევე, თუმცა, როცა ხარჯებზე და ცხოვრებაზე მიდგება საქმე - აქ უფრო ძალიან ძვირ ფასთან მივდივართ.

მე სიცივესაც დავამატებდი, თუმცა მსგავსად მოვლილი, მოწესრიგებული და დალაგებული ქვეყნები ძალიან ცოტაა, თავის დროზე ციურიხმა ძალზედ მომხიბლა კიდეც, მიუხედავად ზამთრისა და ძვირი ფასებისა.

ამიტომ, ფასის მიუხედავად, ნახვად ნამდვილად ღირს.

  1. ნორვეგია - ზოგადად სკანდინავიაა საკმაოდ ძვირი, მახსოვს 4 წლის წინ, ნორვეგიაში და შვედეთში, მეტროთი გადაადგილება, ერთი გზა ჯდებოდა 5 ევრომდე. ისეთი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, რომ 1.5 საათის გზას ფეხით გავდიოდი და პრინციპულად არ ვიხდიდი ხუთ ევროს.

ჩასვლა აქაც არაა რთული, თუმცა იქაური ხარჯები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა.

  1. ბაჰამის კუნძულები - ბევრი კვლევის მიხედვით, შედის საკმაოდ ძვირიან ადგილებში. ძირითადად, ადგილობრივ ხარჯებზეა საუბარი. მე რაკი 1 დღით ვიყავი, დიდად ვერ ვიგრძენი, მაიამიდან შევირბინე გემით, თუმცა ლოკაციიდან გამომდინარე - ფრენაც საკმაოდ ძვირი გამოდის საქართველოდან.

მერე რა, რომ ვარდისფერი ქვიშები და ულამაზესი პლაჟები - საოცარი სანახავია, უნდა ავწონ-დავწონოთ და გადავწყვიტოთ, ასეთი დიდი ხარჯებიდან გამომდინარე - რამდენად გვიღირს. მე ვიტყოდი, რომ ესეც ღირს ნამდვილად.

ჯამში, იმედია სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ და გაითვალისწინებთ.  

ახლა კი ყველაფერი თქვენზეა, წარმატებული არჩევანის გაკეთება მისურვებია!

2019-08-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?