მედიკამენტების ანოტაცია

ხშირად მივსულვართ აფთიაქებში და სრული კონსულტაცია მიგვიღია ფარმაცევტისგან.

გააჩნია, რამდენად დამაჯერებელი სახით გვიხსნის

რამდენად გვარწმუნებს საკუთარ კომპეტენციაში

რამდენად დეტალურ შეკითხვებზე და შესაბამისად, ანალიზზეა დაყრდნობილი მისი რჩევები

და რამდენად დეტალურად გვიხსნის ამა თუ იმ წამლის მოხმარების სპეციფიკას, ინსტრუქციად წოდებულს.

თუმცა ამასწინათ აღმოვაჩინე, რომ თურმე სულ ტყუილად ვბურღავდი ფარმაცევტებს ჩემი მრავალრიცხოვანი, „ჩამჭრელი“ შეკითხვებით და ამ ყველაფრის გარკვევა ჩემითაც შემეძლო, დიახ:

  • ყველა წამალს თავისი ანოტაცია აქვს
  • არამხოლოდ წამალს: შამპუნსაც, მზისგან დამცავ კრემსაც, კბილის პასტასაც და კიდევ სხვა დანარჩენს, რაც აფთიაქებში იყიდება.

ახლა ალბათ მეტყვით, რომ ანოტაციას ყიდვამდე უნდა გაეცნოთ, აბა ისე რაღა აზრი აქვს?

მეც გიპასუხებთ: ეს ყველაფერი ინტერნეტშიც შეგიძლიათ. გარდა ამისა ნებისმიერი წამლის ანოტაციის მოთხოვნა შეგიძლიათ, განსაკუთრებით იმ დროს როდესაც ცალობით ყიდულობთ და არ მოყვება ანოტაცია, მაგალითად ნოშპა, ან სხვა წამლები, ფარმაცევტს მარტივად შეუძლია ამოგიბეჭდოთ.

რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი გავიხსენოთ:

  • ფარმაცევტი ექიმი არ არის, მანაც ისევე წაიკითხა ანოტაცია, როგორც თქვენ, უბრალოდ მასთან ფუნქციურად და მოვალეობების კუთხით მაინც უფრო ახლოს არის, ან ბერვჯერ წაიკითხა, სწორედ ამიტომ გვევლინება დარგის ექსპერტის როლში, რაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება რეალურიც კი იყოს
  • ადამიანების ნაწილს ხშირად უჭირთ სიტყვა „არ ვიცის“ წარმოთქმა, შესაბამისად, არის შანსი, რომ თქვენს კითხვაზე ვარაუდით გიპასუხოთ
  • წამლების სახელები ერთმანეთს ჰგავს, ფარმაცევტი კი - გაგიკვირდებათ და ადამიანია ისიც, რომელსაც შეიძლება რამე რამეში აერიოს, ან უბრალოდ შეეშალოს და ოდნავ რეალობას აცდენილი რჩევა მოგცეთ
  • თუნდაც ყველაფერი გითხრათ: ხომ არის შანსი, რამე გამორჩეთ? ორმაგ გადამოწმებას წინ რა უდგას?

მით უფრო, როცა ანოტაციები ქართულად აუცილებლად წერია და ხშირად ჩვენთვის გასაგებ სხვა ენებზეც, რომელიც უფრო კომფორტულია ჩვენთვის - იმ ენაზე შევამოწმოთ, რა პრობლემაა?

მაგალითად, ამ წუთას, ფაქტობრივად უნივერსალური და ყველას მიერ ყველა მიზნისთვის გამოყენებული ნიმესილი გამახსენდა.

დავგუგლე და ბევრი საინტერესო რამ გავიგე.

ჰოდა, წადით აფთიაქში მომზადებული, ან უბრალოდ, სიმშვიდის მიზნით - სახლში მოტანისას, ან თუნდაც მიღების წინ მაინც გადაავლეთ თვალი ანოტაციას.

დამიჯერეთ, სასარგებლო ამბავია.

 

2018-11-26
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?