მანქანის მოდელები, რომლებიც იშვიათად ფუჭდება

მანქანის შერჩევისას უამრავ ფაქტორს ვითვალისწინებთ, ტექნიკურ პარამეტრებს, კომფორტს, უსაფრთხოებას ან დიზაინს, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დიდხანს გაგვიძლოს და ნაკლები დრო გავატაროთ მექანიკოსთან. ამიტომ, ერთ-ერთი გასათვალისწინებელი დეტალია, რამდენად მარტივად ფუჭდება და იშოვება თუ არა მისი ნაწილები. სწორი მოდელის შერჩევის შემთხვევაში, თავიდან აირიდებთ მექნიკოსთან ვიზიტის დროს დაკარგულ საათებს თუ დღეებს, და რა რაც მთავარია, გაუთვალისწინებელ ხარჯებს.

 

ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნახავთ ავტომობილის მოდელებს, რომლის მოვლაც გაცილებით მარტივია:

 

Kia Rio

ზომით კომპაქტური ავტომობილების კატეგორიაში კია რიო ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. ერთი გალონი საწვავის დახარჯვით გავლილი მანძილი ქალაქში საშუალოდ 27-ს, ხოლო მაგისტრალზე 37-ს უდრის. მისი მოდელი, RIO EX, ძრავას თავისით რთავს, როდესაც საცობში უმოძრაოდ იმყოფებით, შესაბამისად ზოგავს საწვავს და ძრავას მუშა მდგომარეობაში დიდხანს ინარჩუნებს.

 

Toyota Prius

 

მისი მთავარი უპირატესობა სანდოობაა. გარდა ამისა:

  • წვავს ნაკლებს, არ ფუჭდება ხშირად.
  • ტოიოტა პრიუსი განსაკუთრებით მათთვისაა, ვინც დიდი მანძილის დაფარვას გეგმავს.
  • მისი საწყისი ფასი ხელმისაწვდომია.
  • ეკო-მეგობრულია.
  • ერთ-ერთი წამყვანი მოდელია ჰიბრუდულ კლასში.

 

ტოიოტამ პრიუსი ახლახან გააუმჯობესა ბატარეის მოცულობა და ოთხცილინდრიანი ძრავა. ასევე უფრო მოდერნიზებული გახადა ინტერიერი.

 

Honda Civic

 

პრაქტიკულობის და საექსპლუტაციუ თვისებების არაჩვეულებრივი კომბინაციაა. გასაკვირი არაა, რომ მომხარებლის ერთ-ერთი ფავორიტი ავტომობილი ამ სიაშია. 2001 წლიდან მოყოლებული, მოდელის მოწყობილობა ხშირად მოდიფიცირდება და უფრო მორგებული ხდება მომხმარებელზე. მარტივია მის ნაწილებთან წვდომა და მათი ჩანაცვლებას ხელმისაწვდომია საჭიროების შემთხვევაში.

 

Ford Fusion Hybrid

 

მოდელი უსაფრთხოების მხრივ ტოპ შეფასებს იმსახურებს. გვთავაზობს კომფორტულ, ფართო ინტერიერს, რაც მგზავრობას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. ასევე აღსანიშნავია, მისი ეკოლოგიაზე ზრუნვა, რადგან ჰიბრიდული ძრავა ნაკლებად საზიანოა გარემოსთვის. უამრავი ჰიბრიდი მეტ ენერგიას მოიხმარს საწვავის დაზოგვის ხაჯზე, მაგრამ ფორდმა მოახერხა პლატფორმის შექმნა, რომელიც იგივე რაოდენობით ენერგიას მოიხმარს, როგორც სტანდარტული ავტომობილი, და მაინც ახერხებს საწვავის ეკონომიურ გამოყენებას.

Hyundai Elantra

არც ისე ძვირია მისი შეძენა, და იაფია მისი შენახვა- მსგავსი დახასიათება ალბათ ის არის რასაც ვეძებთ. Elantra ბოლო წლებში განსაკუთრებით დაიხვეწა, როგორც ექსტერიერის მომრგვალებული ფორმებით, ასევე ტექნიკური მახასიათებლებით, რომელიც მისი შენახვის ფასს უმნიშვნელოს ხდის. მოდელების უმეტესობას, 2.0-ლიტრიან ოთხცილინდრიან ძრავას გვთავაზობს. ასევე ხელმისავდომია სხვადასხვა ტექნოლოგიური შტრიხებიც: 8 ინჩიანი სენსორული ეკრანი, Apple CarPlay , ანდროიდის შეთავსებადობა, უსადენო დატენი და სხვა.

Chevrolet Silverado

თუ მექანიკოსებს დავუჯერებთ, Chevrolet Silverado, ერთ-ერთი ყველაზე მარტივად გამართვადი ავტომობილია. მასზე მუშაობა არც ისე დიდ დროს მოითხოვს, რადგან ინჟინრებმა მისი ნაწილების განთავსებისას მის ხელმისაწვდომობაზე იფიქრეს, განსაკუთრებით V6 და V8 მოდელების შემთხვევაში. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვარაუდობენ მის მარტივად გაფუჭებას, შეიძლება ითქვას, რომ მისი დაზიანების შანსი საკმაოდ დაბალია.

 

2019-10-25
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?