ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ხშირად გავიღიმოთ...
იმისთვის, რომ უფრო მეტი პოტენციური მეგობარი, კეთილისმსურველი და პოტენციური რეკომენდატორი გვყავდეს.
ღიმილი პარტნიორის მოსახიბლადაც მშვენიერი მეთოდია.
რეზიუმეს ფოტოზეც კი - უფრო გაყიდვადი ხდები, თუ იღიმი, ანუ ამით შენს პოზიტიურ ხასიათს უსვამ ხაზს...
მაგრამ აბა მოდი და გაიღიმე, თუ კბილები არ გაქვს წესრიგში.
კბილების მოვლა-შეკეთება-შელამაზება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა და თან ეს სიამოვნება, დროის გაწელვის პირდაპირ პროპორციულია, ანუ იმის მიხედვით ძვირდება, რაც უფრო გვიან გადაწყვეტთ:
- კარგ სტომატოლოგიურ კლინიკაში ბჟენი 100-150 ლარამდე ჯდება
- თუ გავწელეთ და მოვიმტვრიეთ - კერამიკის გვირგვინი 250+ ლარი
- თუ ფერი ისე შევლახეთ, რომ ზემოდან ვინირების გადაკვრა დაგვჭირდა - 500 ლარიდან დაგვიჯდება 1 კბილი
- ფესვიანად თუ გავანადგურეთ - საერთოდ იმპლანტის საჭიროება დაგვიდგება და 1000+ ლარში ვიწეწებით, ან ვივლით უკბილოდ...
არ მივიყვანოთ საქმე ბოლო სტადიამდე და დავუბრუნდეთ საწყისს: დაბჟენა
ან უკეთესი: ეგეც რომ არ დაგვჭირდეს, ისე მოვუაროთ.
ექიმები კბილების წელიწადში ორჯერ გაწმენდას გვირჩევენ, მართალია ეს არც ისე იაფი, ორასი ლარის ფარგლებში ჯდება, მაგრამ აბა დაზღვევა რისთვისაა?
საკმაოდ კარგი თანხებით ნაზღაურდება ბუნებრივი გაწმენდა. ქიმიის გარეშე, რაც არც გჭირდებათ, მაინც, მგრძნობელობა რომ არ გაგვეზარდოს.
უფრო მეტიც, სტომატოლოგია ისეთი რამეა, რის მიხედვითაც სადაზღვევო პაკეტების შედარებაც კი შეიძლება.
გაწმენდა საშიში პროცესიც კი არ არის, არც მტკივნეული:
- მიხვალთ
- გააღებთ პირს :)
- ექიმი გეტყვით, რომ არაფერი გეტკინებათ, უბრალოდ შეიძლება უდნავ უსიამოვნო შეგრძნება გქონდეთ
- ეარფლოუს შემთხვევაში, თქვენთვის სასურველ არომატს შეარჩევთ
- და დაიწყება. შეიძლება პროცესი არ იყოს იდეალური, მაგრამ შედეგად იმდენად მოგეშვებათ, რომ მალევე ისევ მიხვალთ.
ჰოდა, რატომ უნდა გავიწეწოთ მეგობრებო, როცა მინიმალურ ფასებშია ეს ყველაფერი შესაძლებელი?
ამიტომ, დამიჯერეთ ხოლმე და დაეზღვიეთ, დაეზღვიეთ...