ქვეყნები რომელიც შემოდგომაზე უნდა ნახო

შემოდგომა უმეტეს ქვეყანაში საუკეთესო სეზონია სამოგზაუროდ. ზომიერი ამინდი, ზაფხულის სიცხე გავლილია, ყინვა ჯერ არ დამდგარა. ბიუჯეტის თვალსაზრისითაც, გაცილებით მარტივია საუკეთესო შეთავაზებების პოვნა და რაც მთავარია, პეიზაჟები განსაკუთრებულად ლამაზია. ქვეყნები, რომელსაც გირჩევთ, ამ სეზონზე ძალიან საინტერესო ფესტივალებს და ღონისძიებებს გთავაზობთ:

 

ინდოეთი

 

ინდოეთში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, კარგი იდეაა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფესტივალს დივალს დაამთვხვიოთ. დივალი ცეცხლების ფესტივალია, რომელიც ინდური კალენდრის მიხედვით, ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. თარიღი ოქტომრბის ბოლოდან ნოემრის შუა რიცხვებამდე შესაძლოა ვარირებდეს. ხუთი დღის მანძილზე ტრიუმფალური წვეულებები გელოდებათ, გულუხვი სუფრით და შთამბეჭდავი ფეიერვერკებით. ყველა სახლი სპეციალური სანათებით იქნება განათებული, შესასვლელს შეღებილი ბრინჯით ან ფქვილით მორთავენ. ჯაიპურში არაერთი ღია ბაზარია, სადაც ტრადიციულ საკვებს თუ აქსესუარებს შეიძენთ, ვარანასში დივალის უფრო სიღრმისეულ, სულიერ მხარეს აღმოაჩენთ, აიოდჰაში კი, ყველაზე მასშტაბური დღესასწაული გელოდებათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ტემპერატურა ამ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესოა ინდოეთში სამოგზაუროდ.

 

მექსიკა

 

ყოველი წლის 2 ნოემბერს, ტრადიციული მექსიკური კარნავალი ‘’გარდაცვლილთა დღე’’ (Day of the Dead) აღინიშნება. მართალია სასიამოვნოდ არ ჟღერს, მაგრამ რეალურად ამ დღეს სიცოცხლეს ზეიმობენ და პატივს მიაგებენ წასულ ადამიანებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ექსტრავაგანტული პარადები და წვეულებები იმართება, ფერადი დეკორაციებით, საგულდაგულოდ შერჩეული კოსტუმებით და მაკიაჟით. ღია ცის ქვეშ ბაზრებია გამოშლილი, სადაც ტკბილეული და საზეიმო აქსესუარები იყიდება პასეო და ლა რეფორმას გამზირზე. გარდა ამისა, ზაფხულისგან განსხვავებით, შემოდგომა ცხელი სეზონი არაა, ამიტომ მოგზაურობით მეტ სიამოვნებას მიიღებთ.

 

გერმანია (ბავარია)

 

შემოდგომის ბავარიაში გატარების უამრავი მიზეზი არსებობს:

  • ალპები - ალპებში ლაშქრობა, გაცილებით ადვილი იქნება ჯერ არდამდგარი ყინვის გამო და განსაკუთრებულად ლამაზი ხედები გადაგეშლებათ.
  • ოქტობერფესტი - თუ ლუდის ყველაზე დიდ ფესტივალს ვერ დაემთხვიეთ, მიუნხენს ხშირად ‘’ლუდისა და ხელოვნების’’ ქალაქად მოიხსენიებენ.
  • სასახლეები- ბუნებაში არსებული სასახლეები ულამაზესი პეიზაჟები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნოიშვაინშტანის სასახლე.
  • უამრავი სხვადასხვა თემატიკის მუზეუმში მყუდროდ გატარებული დღეები.

 

ამერიკის შეერთებული შტატები

 

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შემოდგომის ამერიკის შეერთებულ შტატებში გატარებას ვისურვებდი, მადლიერების დღე და ჰელოუინის დღესასწაულია. მადლიერების დღე ქვეყნის ძირითადი დღესასწაულია, დღე, სადაც ახლობელი ადამიანები, უმეტესად ოჯახი ერთად იკრიბება, სადილობს და ყველაფრისთვის მადლიერებას გამოხატავს. მთავარი კერძი- ინდაურია. დიდი შანსია, იქ ოჯახთან ერთად არ მივდიოდეთ, ამიტომ ამ დღის საუკეთესო გამოცდილებას ნიუ იორკში მეისის პარადზე მივითებთ, რომელიც ცენტრალური პარკიდან იწყება და მეექვსე გამზირზე სრულდება.

 

შოტლანდია

 

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, შოტლანდიაში შემოდგომის ფერები გამორჩეულად ლამაზი სანახაობაა.  შოტლანდიის ერთი მეხუთედი ხეებით არის დაფარული, რაც მთელს ტერიტორიას ფერს უცვლის.  ამ დროს ველური ბუნებაც გამოშლილია, შესაძლოა გადააწყდეთ წითელ ირემს, იხვებს,

გედებს. საშემოდგომო მოსავლის დროს, უგემრიელესი მურაბები და დესერტები შეგიძლიათ დააგემოვნოთ, ასევე ხამანწკები და მოლუსკები. რაც შეეხება ღონისძიებებს:

ცეცხლის ფესტივალი- ჰელოუინის უნიკალური ფესტივალი ოქტომბერში.

ვისკის ფესტივალი - სად უნდა დავაგემოვნოთ ვისკი თუ არა შოტლანდიაში?

EH6 - მასშტაბური მუსიკის ფესტივალი.

 

შვეიცარია

 

იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურად აქტიური დასვენება გაინტერესებთ, შვეიცარიის ქალაქი, ინტერლაკენი თავგადასავლებითაა სავსე. ტურისტული ატრაქციები ყოველ ფეხის ნაბიჯზეა: სანაოსნო ტურები, პარაპლანით ფრენა, ჯომარდობა, პარაშუტით ხტომა, ცხენით ჯირითი… უამრავი ექსტრემალური სპორტის სახეობა რომ არ ჩამოვთვალოთ, აქ ყველა გამვლელი ადრენალინს ეძებს და პოულობს კიდეც. დღის ბოლოს, ტბის გარშემო უამრავი დაწესებულებაა, სადაც ტურისტები სასიამოვნო საღამოს ატარებენ და განვლილი დღის შთაბეჭდილებებს ერთმანეთს უზიარებენ.

 

შემოდგომის სეზონზე აუცილებელი ნივთების სია:

 

  • საწვიმარი
  • ქოლგა
  • წყალგაუმტარი ფეხსაცმელი
  • ასევე წყალგაუმტარი დოკუმენტების შესანახი ფაილი, სადაც პასპორტს, დაზღვევას და სხვა ჯავშნებს შეინახავთ
  • თბილი მოსაცმელი

 

2019-10-28
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?