ხალხური მედიცინა და ეგზემა

ეგზემა - ეს კანის დაავადებაა, რომელიც ხასიათდება წვის შეგრძნებით, გამონაყარით და ქავილით. ის ქრონიკულია, მაგრამ არა გადამდები და შეიძლება სხეულის სხვადასხვა ნაწილში გამოგვივიდეს.

პირველი ნიშანი, რომელიც მისი ამოცნობისას უნდა გამოვიყენოთ - ეს ბუშტუკებია, თუმცა ეს ჰერპესსაც ახასიათებს, ჰოდა, რომ არ აგვერიოს დავიმახსოვროთ, რომ ეგზემა ძირითადად ხელის მტევნის ზედაპირზე და ფეხის წვივზე გვხვდება.

პირველ რიგში, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა გვიჩნდება: როგორ იკურნება ეგზემა? ან იკურნება თუ არა საერთოდ?

პირველ რიგში, გააჩნია, რომელ სტადიაშია...

ხალხური მეთოდები შემდეგ რეცეპტებს გვთავაზობენ:

  1. კომბოსტოს ნაყავენ, ურევენ კვერცხის ცილას (შინაურს), იდებენ დაზიანებულ კანზე.
  2. დაჭრილ კარტოფილს იდებენ კანზე.
  3. კარგია დინდგელის ნაყენის და მუხის ქერქის ნახარში.
  4. 3 კბილი ნიორი კარგად შეურიოთ 50 გრ თაფლს. მალამო შეიზილეთ კანზე.
    სასარგებლოა მდოგვის ზეთის წასმაც.
  5. შეგიძლიათ ჭარხლისგან მიღებული ფაფისებრი მასის დადება ანთებით უბანზე დღეში 2-ჯერ.
  6. კარგი შედეგი აქვს ასკილის ტოტების, მოცვის ფოთლების, ათასფოთოლას ფოთლების, კაკლის უღელის ნახარშის დალევა.

თუმცა, ყველაზე ლოგიკური მაინც, ალბათ დერმატოლოგთან ვიზიტი იქნება. თუ დაზღვევაც გაქვთ და მკურნალობის დიდი ნაწილი გინაზღაურდებათ - ხომ საერთოდ!

რა იწვევს ეგზემას?

  1. ეგზემა ადამიანებს ხშირად, ამ დაავადებისადმი მიდრეკილი გენების გამო უჩნდებათ
  2. ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს ნე­ი­რო­გე­ნუ­ლი დარ­ღვე­ვა, სტრე­სი
  3. მოქმედებს ალერგიაც

ეგზემის სხვადასხვა ფორმები არსებობს:

  • ატოპიური ეგზემა, რომელიც ატოპიური დერმატიტის სახელითაცაა ცნობილი, ეგზემის ყველაზე ხშირი ფორმაა. ის ძირითადად ბავშვებს ემართებათ, თუმცა მოზრდილობის ასაკშიც შეიძლება გამოვლინდეს
  • დისკოიდური ეგზემა- ეგზემის სახეობა, როდესაც წრიული ან ოვალური ფორმის ლაქები ჩნდება კანზე
  • კონტაქტური დერმატიტი- ეგზემის სახეობა, რომელიც ვლინდება როდესაც სხეული გარკვეულ ნივთიერებასთან სიახლოვეშია
  • ვარიკოზული ეგზემა- ეგზემის სახეობა, რომელიც ყველაზე ხშირად ვლინდება ფეხის ქვედა ნაწილებში და გამოწვეულია ფეხების ვენებში სისხლის მიმოქცევის პრობლემით
  • სებორიული ეგზემა - ეგზემის სახეობა, როდესაც წითელი, აქერცვლადი ლაქები ვითარდება ცხვირის გვერდებზე, წარბებზე, ყურებზე და თავის ქალაზე
  • დისჰიდროზული ეგზემა - ეგზემის სახეობა, რომელიც იწვევს მცირე ზომის წყლულებს ხელებზე და ხელის გულებზე.

 

რაც უფრო კარგად ვიცნობთ დაავადებებს, მით უფრო მარტივია მისი დროული აღმოჩენა და ადრეულ სტადიაშივე მკურნალობა!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

2019-01-29
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?