ჯანმრთელობის დაზღვევა - საჭირო, თუ აუცილებელი?

ჩვენი ჯანმრთელობა, ის, რასაც ვერ ვიყიდით, ან ის, რისიც ფასი არაფერია.

სადღეგრძელოებში, ან სურვილებშიც ხშირია, ჯანმრთელობა გვქონოდეს და სხვა ყველაფერი იქნება და მიღწევადიაო 

ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, ქვეყნების ნაწილში ის სავალდებულოა, ნაწილში სახელმწიფო გაზღვევს, მოკლედ - ჯანმრთელობის დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანი რამეა.

მოდით დავთვალოთ:

  • ანალიზები - პროფილაქტიკის მიზნით 6 თვეში ერთხელ ვიკეთებ მე პირადად, ჰო, ჯანმრთელი ვარ, როგორც იტყვიან „ხარივით“, მაგრამ მაინც, აუცილებლად მიმაჩნია
  • მედიკამენტები - ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, დავთვალოთ აბა, გასულ წელს რამდენი დაგვეხარჯა
  • ოჯახის ექიმი - პანიკა არაა საჭირო, თუმცა, როცა რამე გვაწუხებს, აუცილებლად უნდა მივმართოთ, შესაძლო გართულებების თავიდან ასარიდებლად
  • სტომატოლოგია - სხვა თუ არაფერი, გაწმენდა მაინც ხომ დაგვჭირდება და ზოგადად, ღიმილით ცხოვრება ბევრად უფრო ფერადია, ლამაზი ღიმილიც ძალიან მნიშვნელოვანი აქედან გამომდინარე
  • სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ნუ, გისურვებთ არ დაგვჭირდეს, მაგრამ ვაი და...?
  • ჰოსპიტალიზაცია, ამბულატორია, მილიონი სხვა რამ

ჰოდა, აი თვეში არც ისე დიდი გადასახადი და ეს ყველაფერი, სრულად ან ნაწილობრივ გვიფინანსდება. დაავადების გართულების რისკიც არ გვაქვს, იმის გამო, რომ ან ექიმთან წასვლის, ან წამლების ფული შეიძლება არ გვქონდეს კონკრეტულ მომენტში, რა იცი რა ხდება...

ჯანმრთელობის დაზღვევა საქართველოში ნელნელა უფრო და უფრო აქტიურად ვრცელდება.

კომპანიების ნაწილი შეღავათებს უკეთებენ თანამშრომლებს და ამის გამო, ზოგის არ უნდა, მაგრამ ჰა, ცოტას დამატება უწევს და ამიტომ ეზღვევა, საბოლოოდ კი - უკვე პირადად გამოცდის, რამდენად მნიშვნელოვანია.

თუ კომპანია არ არის ჩართული კორპორაციულ დაზღვევაში, მაშინ კერძოდ აზღვევს ხალხის ნაწილი და ძალიან კარგია, რომ ეს ამბავი მოგვარდა და ცნობადობა ასე თუ ისე ამაღლდა, ამ მართლაც რომ სასარგებლო პროდუქტის.

თუ გუგლს ვენდობით, საიტებზეც შევადარებთ პირობებს და ხალხშიც გავიკითხავთ - ჩემს გარშემო, ყველაზე კარგი პაკეტების მქონე კომპანიად ჯიპიაი სახელდება, შესაბამისად, შედარებას ყოველთვის ამ სადაზღვევოთი ვიწყებ...

ნუ ორიოდე არგუმენტიც აქვე: ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი სერვისები აქვთ, რაშიც ჩვენი დრო იზოგება, ფასები რაც ვნახე - ყველაზე ოპტიმალური იყო, საერთაშორისოობაც მეტად მაიმედებს და ხალხში გამოკითხვებიც ძირითადად „ამ მხარესაა“.  ამავედროს აქვთ აპლიკაცია, რომლის საშუალებით სწრაფად  შეგიძლიათ ექიმთან ჩაწერა და სხვადასხვა სერვისების მიღება.

შეჯამების სახით, მინდა კიდევ ერთელ გავუსვა ხაზი, რომ თავის დაზღევა და შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევა აუცილებელიც კი არის. მინიმუმ იმიტომ, რომ თავი ქუდში გაქვს, ნაკლები ხარჯები, ნაკლები სტრესი და საბოლოოდ ამ წრეს ისევ უფრო „ხარისხიან“ ჯანმრთელობამდე მივყავართ...

ჯანმრთელობას გისურვებთ!

 

2019-03-22
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?