ივლისის თვის ჰოროსკოპი. რისი დაზღვევაა რეკომენდირებული ამ თვეში?

იმ შემთხვევაში თუ ასტროლოგების გჯერათ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა, რადგან ის 2018 წლის ივლისში, თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, ვარსკვლავების მიერ ნაწინასწარმეტყველები ფაქტების შესახებ უამბობს.

verdzi

ვერძი

2018 წლის ივლისის თვეში, ასტროლოგები გირჩევენ, არ იყოთ ზედმეტად აქტიური.

სჯობს მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ გადადოთ და დაისვენოთ.

რეკომენდირებულია მოგზაურობა და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ სამოგზაურო დაზღვევა, რადგან ამ პერიოდში პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავებისთვის საჭირო ენერგია არ გექნებათ და უმჯობესია ეს საქმე სხვას გადააბაროთ.

 

kuro

კურო

მიმდინარე თვეში, დაკავებული იქნებით საკუთარი ოჯახზე ზრუნვით.

სწორედ ეს იქნება თქვენი მთავარი პრიორიტეტი 2018 წლის ივლისში.

სწორედ ამიტომ, კარგი იქნება თუ საკუთარ თავს საქმეს შეუმსუბუქებთ და დააზღვევთ სახლს, აგარაკსა და ოჯახის წევრების ჯანმრთელობას.

 

tkupebi

ტყუპები

მოვლენებით დატვირთული თვე გელით.

მოსალოდნელია კარგი ფინანსური შემოსავალი და კარიერული წარმატება, თუმცა პირად ცხოვრებაში მსგავსი მოვლენები არ გელით.

ამ ყველაფერმა შეიძლება თქვენი ნერვული დაძაბულობა და სტრესი გამოიწვიოს, რაც თვის ბოლოს ექიმთან ვიზიტის აუცილებლობის წინაშე დაგაყენებთ, ამიტომ თქვენთვის რეკომენდირებულია საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევა.

 

kirchxibi

კირჩხიბი

2018 წლის ივლისი ძალზედ იღბლიანი თვე იქნება თქვენთვის. ეს განსაკუთრებით ეხება ივლისის მეორე ნახევარს.

გელით ფინანსური შემოსავალი, რაც გამოწვეული იქნება თქვენი პროფესიული იდეების წარმატებით განხორციელებით.

მოკლედ, რომ ვთქვათ, ასტროლოგების აზრით, თქვენ დაზღვევის გარეშეც მარტივად გახლავთ ამ თვეში ფონს, თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა და შეგიძლიათ, სამომავლოდ მაინც იზრუნოთ თქვენი და თქვენი ქონების დაზღვევაზე.

 

lomi

ლომი

ამ თვეში შეპყრობილი იქნებით საკუთარი თავის მაქსიმალურად კარგად წარმოჩენითა და სხვებზე გრანდიოზული შთაბეჭდილებების მოხდენის სურვილით.

ამის გამო, ძვირადღირებული ნივთების შეძენისა და საზოგადოებაში დიდებულად წარმოჩენას გადაწყვეტთ.

კარგი იქნება თუ ყველა შენაძენს ყიდვისთანავე დააზღვევთ და ამით საკუთარ სიმშვიდესაც შეიძენთ.

 

kalwuli

ქალწული

ამ თვეში, გრანდიოზული მოვლენები მხოლოდ პირად ცხოვრებაში გელით.

კარიერასა და ფინანსებში სიახლეები მოსალოდნელი არ არის.

ხშირად თუ გამოჩნდებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შესაძლოა ახალ სიყვარულსაც კი გამოკრათ ხელი.

მართალია სიყვარულის დაზღვევა არ არსებობს, მაგრამ კარგი იქნება თუ დააზღვევთ სხვა ყველაფერს, რათა ნერვიულობაზე დრო და ენერგია არ დახარჯოთ და მთლიანად მიუძღვნით საკუთარ თავს კუპიდონის მიერ ბოძებულ დიდ საჩუქარს.

 

saswori

სასწორი

მიმდინარე თვე კარგი პერიოდია თვითრეალიზებისთვის.

საკუთარი შესაძლებლობების სწორად და მაქსიმალურად წარმოჩენაში დაგეხმარებიან მეგობრებიც.

კარგი იქნება თუ საკუთარ თავს ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფთ, რათა საკუთარმა ორგანიზმმა არ შეგიშალოთ ხელი ამ საოცარი პერიოდის მაქსიმალურად გამოყენებაში.

 

morieli

მორიელი

2018 წლის ივლისში, თქვენ გელით რადიკალური ცხოვრებისეული ცვლილებები.

გექნებათ ძველი გეგმებისა და ოცნებებისთვის ხორცის შესხმის შესაძლებლობა.

ასტროლოგთა აზრით, ამ ყველაფერში ხელის შეშლა მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობას შეუძლია და შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი სწორედ ისაა რაც ამ თვეში ჰაერივით გჭირდებათ.

 

mshvildosani

მშვილდოსანი

თქვენთვის, მიმდინარე თვეში, რეკომენდირებულია სამოგზაურო დაზღვევისა და ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტის შეძენა, რადგან 2018 წლის ივლისში გელით საზღვარგარეთ გასვლები და საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი, რომელიც თქვენს ნერვულ სისტემასა და გულზე უარყოფით გავლენას მოახდენს.

 

txis rka

თხის რქა

2018 წლის ივლისში გელით დოკუმენტებთან ურთიერთობა.

მოგიწევთ უძრავი ქონების გადაფორმება, გაყიდვა, შეძენა და ა.შ.

სწორედ ამიტომ, ამ თვეში, სწორედ საკუთარი უძრავი ქონების დაზღვევა გახლავთ თქვენთვის აქტუალური და აუცილებელი.

 

merwkuli

მერწყული

ამ თვეში გელით ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით დატვირთული დღეები, მათ შორის სირთულეებიც იქნება და საბოლოო ჯამში გამარჯვებული დარჩებით.

კარგი იქნება თუ არ აჩქარდებით და მოერიდებით რისკს.

ამ თვეში, მთავარი საშიშროება კი გახლავთ საეჭვო ფინანსური გარიგებები, ამიტომ კარგი იქნება თუ დააზღვევთ თქვენს მფლობელობაში არსებულ მატერიალურ რესურსებს.

 

tevzebi

თევზები

მაქსიმალურად დაკავებული იქნებით საკუთარი პროფესიული საქმინობით.

მოსალოდნელია მივლინებაში წასვლა, რაც სასარგებლო და სასიამოვნო იქნება თქვენთვის.

ასევე გელით ვნებიანი რომანიც, რომელიც უსწრაფესად განვითარდება.

ასტროლოგები გირჩევენ საკუთარი ავტომობილის დაზღვევას, რადგან ამ თვეში მას დიდი შრომის გაწევა მოუწევს.

2018-07-02
შეიძლება ასევე გაინტერესებდეთ
კომენტარები
ახალი პოსტები
კორონავირუსის დროს სახლიდან მუშაობა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 100 კომპანია, რომელსაც ჟურნალი Fortune გაგაცნობთ, აპირებს მუდმივად ამ რეჟიმში იმუშაოს
მუშაობის ძველებური სტილი წარსულს ბარდება - შეცვლილი რეალობა და კომპანიების ახალი სამუშაო რეჟიმი
როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით უსაფრთხოდ?
რატომ ირჩევენ ადამიანები ვეგეტარიანული ცხოვრების წესს?